მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი სწრაფად კარგავს სიმაღლეს - რას ამბობენ მეცნიერები?
დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი სწრაფად კარგავს სიმაღლეს - რას ამბობენ მეცნიერები?

და­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმაღ­ლეს­მა მწვერ­ვალ­მა მონბ­ლან­მა ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­მაღ­ლე­ში ორ მეტრზე მე­ტით და­იკ­ლო. ამას მოწ­მობს ფრან­გი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, - წერს Reuters - ი.

ექ­სპერტთა ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ზო­მავს მთას, 6 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მთის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­მაღ­ლე 4805,59 მეტ­რია. წინა გა­ზომ­ვი­სას, 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სი­მაღ­ლე იყო 4807,81 მეტ­რი.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, კლი­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და გლა­ცი­ო­ლო­გი­ის (მყინ­ვა­რე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა) დარ­გის ექ­სპერ­ტებს ჯერ ბო­ლომ­დე არ შე­უს­წავ­ლი­ათ მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა ეს ფე­ნო­მე­ნი ახ­სნან.

ისი­ნი ამას დიდ წი­ლად კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებს უკავ­ში­რე­ბენ, მონბ­ლა­ნის წვე­რი ხომ ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფე­ნით არის და­ფა­რუ­ლი.

Reuters - ი აღ­ნიშ­ნავს, რომ მონბ­ლა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სი­მაღ­ლე იც­ვლე­ბა ბოლო 10 წე­ლი­წა­დია. 2007 წელს ეს შე­ად­გენ­და 4810,90 მეტრს.

  • მონბ­ლა­ნი (ფრანგ. Mont Blanc, იტალ. Monte Bianco, სი­ტყვა­სი­ტყვით "თეთ­რი მთა“) წარ­მო­ად­გენს კრის­ტა­ლურ მა­სივს (მა­სი­ვის სიგ­რძეა 50 კმ) და ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მწვერ­ვალს და­სავ­ლეთ ალ­პებ­ში, საფ­რან­გე­თი­სა და იტა­ლი­ის სა­ზღვარ­ზე.
  • მონბ­ლა­ნის ქვეშ გაყ­ვა­ნი­ლია 11,6 კმ სიგ­რძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ას აკავშში­რებს. მონბ­ლა­ნის და­სავ­ლეთ კალ­თის ძირ­ში, საფ­რან­გე­თის მხა­რეს, მდე­ბა­რე­ობს გან­თქმუ­ლი სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი შა­მო­ნი, სა­დაც ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

ძირს უთხრის ვიღაცა!

გიგი
4

ერთ დღეს რომ მოწყდება ყველა მყინვარი, ჯერ ეგ რა მასშტაბის კატასტროფა იქნება და მეორე ის რომ მერე რამოდენიმე თვეში დედამიწის მოსახლეობა უწყლოდ დარჩება. ნიშნები უკვე იკვეთეთება. გლაციოლიგები და მეცნიერები იფხანენ.... სიტუაცია საგანგაშოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი სწრაფად კარგავს სიმაღლეს - რას ამბობენ მეცნიერები?

დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი სწრაფად კარგავს სიმაღლეს - რას ამბობენ მეცნიერები?

დასავლეთ ევროპის უმაღლესმა მწვერვალმა მონბლანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში სიმაღლეში ორ მეტრზე მეტით დაიკლო. ამას მოწმობს ფრანგი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, - წერს Reuters - ი.

ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზომავს მთას, 6 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთის ამჟამინდელი სიმაღლე 4805,59 მეტრია. წინა გაზომვისას, 2021 წლის სექტემბერში სიმაღლე იყო 4807,81 მეტრი.

მეცნიერების თქმით, კლიმატოლოგიისა და გლაციოლოგიის (მყინვარების მეცნიერება) დარგის ექსპერტებს ჯერ ბოლომდე არ შეუსწავლიათ მიღებული მონაცემები, რათა ეს ფენომენი ახსნან.

ისინი ამას დიდ წილად კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ, მონბლანის წვერი ხომ ყინულის სქელი ფენით არის დაფარული.

Reuters - ი აღნიშნავს, რომ მონბლანის ოფიციალური სიმაღლე იცვლება ბოლო 10 წელიწადია. 2007 წელს ეს შეადგენდა 4810,90 მეტრს.

  • მონბლანი (ფრანგ. Mont Blanc, იტალ. Monte Bianco, სიტყვასიტყვით "თეთრი მთა“) წარმოადგენს კრისტალურ მასივს (მასივის სიგრძეა 50 კმ) და ამავე სახელწოდების მწვერვალს დასავლეთ ალპებში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე.
  • მონბლანის ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აკავშშირებს. მონბლანის დასავლეთ კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამურო კურორტი შამონი, სადაც ისტორიაში პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართა.