მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანგრევებიდან აღმდგარი სახლი სვანეთში: როგორ შესძინეს გასვიანებმა ახალი სიცოცხლე წინაპრების ნასახლარს - "ღამის გასათევი გვენატრებოდა იქ"
ნანგრევებიდან აღმდგარი სახლი სვანეთში: როგორ შესძინეს გასვიანებმა ახალი სიცოცხლე წინაპრების ნასახლარს - "ღამის გასათევი გვენატრებოდა იქ"

"სო­ფელ ხალ­დე­ში ოთხი გვა­რი ცხოვ­რობ­და: გას­ვი­ა­ნე­ბი, ჩე­გი­ა­ნე­ბი, ჩოფ­ლი­ა­ნე­ბი, ჯო­ხა­ძე­ე­ბი და აი, ამ ოთხმა გვარ­მა სვა­ნეთს თეთ­რი ქუდი და­ად­გა!.. ხალ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბა კა­ჟის თო­ფე­ბით და­უ­პი­რის­პირ­და ქვე­მე­ხე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მე­ფის რუ­სე­თის ჯარს... ხალ­დე­ლებს სა­სა­მარ­თლო­ზე დიდი ქარ­თვე­ლი მგო­სა­ნი აკა­კი წე­რე­თე­ლი იცავ­და. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მე­ფის რუ­სე­თის თვით­ნე­ბო­ბა და ძალ­მომ­რე­ო­ბა რომ ემ­ხი­ლა, მაგ­რამ რას გახ­დე­ბო­და?! ყვე­ლას ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­სახ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ორი კაცი დაბ­რუნ­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, 26 კაცი, ციმ­ბი­რის მი­წა­ში ჩაწ­ვნენ... ხალ­დე­ლე­ბის მა­გა­ლი­თი ამაგ­რებ­და იმ სვა­ნებს, რო­მელ­თაც სამ­ჯერ და­ა­მარ­ცხეს მე­თერ­თმე­ტე წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი სვა­ნეთ­ში. 1925 წლამ­დე სვა­ნე­თი ვერ გა­ა­საბ­ჭო­ვეს! " - ამ­ბობს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, პო­ე­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი...

რამ­დენ­ჯერ­მე ნან­გრე­ვე­ბად ქცე­უ­ლი სო­ფე­ლი კვლავ ცო­ცხლდე­ბა. წელს დას­რულ­და სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და თუ რა შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო გას­ვი­ა­ნე­ბის ოჯახ­მა, ამის შე­სა­ხებ ლალი გას­ვი­ა­ნი გვი­ამ­ბობს...

- მა­მა­ჩე­მის დიდი ბა­ბუა გახ­ლდათ გურ­მაჩ გას­ვი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხალ­დეს აჯან­ყე­ბის ერთ-ერთი მო­თა­ვე იყო... ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი 1952 წელს აფხა­ზეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ცნო­ბი­ლია, ამ წლებ­ში ხალ­დე­დან სვა­ნე­ბის გა­და­სახ­ლე­ბა სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მოხ­და. ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ ოჯა­ხის შექ­მნი­დან ხალ­დე­ში მხო­ლოდ სამი წელი იცხოვ­რეს, შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში... მე აფხა­ზეთ­ში 1987 წელს და­ვი­ბა­დე. 1992 წელს აფხა­ზე­თის ომის გამო ყვე­ლას წა­მოს­ვლა მოგ­ვიხ­და და თბი­ლის­ში გა­ვი­ზარ­დე... რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ხალ­დე სულ არ­სე­ბობ­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ გმი­რე­ბის სოფ­ლი­დან, გმი­რის - გურ­მაჩ გას­ვი­ა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი ვი­ყა­ვი. სვა­ნე­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, თუმ­ცა ნა­ნა­ხიც არ მქონ­და. პირ­ვე­ლად 2005 წელს ვეწ­ვიე, მეს­ტი­ა­ში სტუ­დენ­ტი სტუმ­რად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. მა­შინ მივ­ხვდი, რა­საც ნიშ­ნავს სის­ხლის ყი­ვი­ლი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა ის ემო­ცი­ე­ბი...

- ხალ­დე­ში დაბ­რუ­ნე­ბა ოჯახ­მა რო­დის გა­და­წყვი­ტეთ?

- ხალ­დე ჩემს ძმას იმ­დე­ნად უყ­ვარ­და, მის­თვის სა­ნუკ­ვა­რი იყო. მხო­ლოდ ერთხელ იყო ნამ­ყო­ფი და შემ­დეგ სულ ახ­სოვ­და. მისი ნატ­ვრა იყო ხალ­დე­ში ჩვე­ნი თუნ­დაც პა­ტა­რა ქოხი გვქო­ნო­და, მაგ­რამ ამა­ზე ფიქ­რიც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ოჯახ­ში უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო, ძმა უკურ­ნე­ბელ სენს ებ­რძო­და... ძმა ისე გარ­და­იც­ვა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდი­ლის­თვის მო­ემ­ზა­და. დაგ­ვი­ბა­რა ხალ­დე­ში რა­ღაც გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რაც მის აუს­რუ­ლე­ბელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა... ხალ­დე­ში ჩემი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რომ ჩა­ვე­დი, გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­საც ნიშ­ნავს, მთის შვი­ლე­ბის­თვის მთე­ბის ნახ­ვა... მთებ­ში არა­სო­დეს მი­ცხოვ­რია, სა­ერ­თოდ მთი­ან რე­გი­ონ­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ იქ გული სულ სხვა­ნა­ი­რად ძგერ­და. მა­შინ მივ­ხვდი, ჩემი ძმის ემო­ცი­ებს, რა­ტომ იყო იმ­დე­ნად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხალ­დე­ზე...

პირ­ვე­ლი წლე­ბი მხო­ლოდ ექ­სკურ­სი­ე­ბი­ვით იყო. ჩა­ვი­დო­დით, დავ­ტკბე­ბო­დით იქა­უ­რი სი­ლა­მა­ზით და მოვ­დი­ო­დით. და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი ასე რომ ვი­ა­რეთ, შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­წყე­ბუ­ლი იყო პროგ­რა­მა, სა­კუ­თა­რი მიწა-წყლე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შე­სა­ხებ... ერ­თმა ახ­ლად გაც­ნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა, ხალ­დე­ში ჩვე­ნი ნა­სახ­ლა­რი რო­გორ გვე­პო­ვა და დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა. ნა­სახ­ლა­რის პოვ­ნა ცალ­კე პრობ­ლე­მა იყო, რად­გან სო­ფე­ლი იმ­დე­ნად დან­გრე­უ­ლი იყო, აღა­რა­ვინ იცო­და რა ვისი იყო...

- რო­მელ წელს და­ი­წყეთ ნა­სახ­ლა­რის ძებ­ნა?

- 2017 წელს და­ვი­წყეთ... სა­ჭი­რო იყო სა­ბუ­თე­ბი, მაგ­რამ სვა­ნეთ­ში არ­ქი­ვე­ბი და­იწ­ვა და ყვე­ლა­ფერს ესეც არ­თუ­ლებ­და. ბე­ბი­ამ, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე 85 წლის იყო, გა­და­წყვი­ტა, მე წა­მოგ­ვყვე­ბით, ჩვენს ნა­სახ­ლარს მოვ­ძებ­ნით და მივ­ხე­დო­თო... ბებო ხალ­დე­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს რთუ­ლი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა. ბე­ბოს რაც ახ­სოვ­და, იქი­დან დარ­ჩე­ნი­ლი აღა­რა­ფე­რი იყო. 85 წლის, ქალ­ბა­ტონ­მა გაგ­ვა­ო­ცა იმ­დე­ნი იარა. შოკ­ში ვი­ყა­ვი, ბებო აქ რამე არ და­გე­მარ­თოს-მეთ­ქი, მაგ­რამ თა­ვად სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დით, მტკი­ცედ ეძებ­და... მისი შე­მარ­თე­ბით ნა­სახ­ლა­რი ვი­პო­ვეთ, გა­ვი­ფორ­მეთ და და­ვი­კა­ნო­ნეთ. ასე­თი ძლი­ე­რი სვა­ნის ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა... ნა­სახ­ლა­რის და­კა­ნო­ნე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი ოც­ნე­ბა და­ი­წყო, იქ­ნებ რო­გორ­მე პა­ტა­რა ქოხი მა­ინც აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. მამა მშე­ნე­ბე­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მშე­ნებ­ლო­ბას მი­უ­ძღვნა, თბი­ლის­ში თა­ვის სახ­ლიც თა­ვის ხე­ლით აქვს აშე­ნე­ბუ­ლი. ეს საქ­მეს შე­და­რე­ბით აად­ვი­ლებ­და, მაგ­რამ სო­ფელ­ში გზა არ არის, ამი­ტო­მაც მა­სა­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ხალ­დემ­დე და­ახ­ლო­ე­ბით სამ­მა­გი ჯდე­ბა. მოხ­და ისე, რომ გაგ­ვი­მარ­თლა და ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტი წა­მოგ­ვე­წია. ეს იყო ზემო სვა­ნე­თი­სა და რა­ჭის ბიზ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის საგ­რან­ტო კონ­კურ­სი. საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­სა­ხებ "ზემო სვა­ნე­თის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ - "ლა­გის" ფე­ის­ბუქ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ტყვე და მა­შინ­ვე ჩა­ვე­ბღა­უ­ჭე. ვი­ფიქ­რე, რომ ეს უკვე ნი­შა­ნი იყო, რა­ღაც რომ უნდა გა­მოგ­ვსვლო­და...

- ხალ­დეს ბიზ­ნეს­გეგ­მა რე­ა­ლუ­რი იყო?

- დიახ, ხალ­დე­ში ბიზ­ნეს­გეგ­მა ცოტა არ იყოს წარ­მო­უდ­გენ­ლად ჟღერ­და, მაგ­რამ სო­ფელ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი გა­დის. მეს­ტი­ი­დან უშ­გულ­ში ფე­ხით რომ მი­დი­ან, ერ­თერ­თი სა­ბა­ნა­კო დღე ხალ­დე­ში უწევთ. რად­გან ხალ­დე­ში არა­ფე­რი იყო, ტუ­რის­ტე­ბი გზას აგ­რძე­ლებ­დნენ და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში რჩე­ბოდ­ნენ... მოკ­ლედ, ტუ­რიზ­მის თე­მა­ზე ბიზ­ნეს­გეგ­მა ავა­წყვეთ, ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი ამ პრო­ექ­ტში ჩა­ვაქ­სო­ვეთ და 2020 წელს კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვეთ. რა­ღაც ნა­წი­ლი პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გვერ­გო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ რა თან­ხე­ბიც ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან გა­ვი­და, იმის ძა­ლი­ან მცი­რე­დი აღ­მოჩ­ნდა. მა­ინც უდი­დე­სი დახ­მა­რე­ბა იყო, რად­გან იმ გრან­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო დაგ­ვე­წყო და გავმკლა­ვე­ბო­დით ამ ყვე­ლა­ფერს...

- რო­დის და­ი­წყეთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა?

- მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წლი­დან და­ვი­წყეთ, წელს და­ვას­რუ­ლეთ... ხალ­დე­ში გზა მა­ი­სი­დან იხ­სნე­ბა და ოქ­ტომ­ბერ­ში რომ გა­თოვლდე­ბა, ისევ იკე­ტე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი თვე გვქონ­და წე­ლი­წად­ში სრუ­ლად სა­მუ­შა­ოდ... ამ სამ წე­ლი­წად­ში ავა­შე­ნეთ სახ­ლი, რომ­ლის სა­ძირ­კვე­ლიც კი ამო­სა­ღე­ბი იყო და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სამი სარ­თუ­ლია, მე­სა­მე სარ­თუ­ლი მან­სარ­დუ­ლი ტი­პი­საა. დღემ­დე მიკ­ვირს, რამ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის, ბი­ძა­ჩე­მის ოჯა­ხე­ბი, მა­მი­და გა­ვერ­თი­ან­დით. ბა­ბუ­ას და­ნა­ტოვ­რის აღ­სად­გე­ნად ყვე­ლამ ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ... მა­მას ერთი ძმა და­ღუ­პუ­ლი ჰყავს, ერთი ძმა ჰყავს დარ­ჩე­ნი­ლი და ერთი და ემიგ­რან­ტია. მა­მამ, ბი­ძამ და მა­მი­დამ მი­ი­ღეს წამ­ყვა­ნი როლი ფი­ნან­სუ­რად, ახალ­გაზ­რდე­ბი - მე, ჩემი და, ჩემი ორი ბი­ძაშ­ვი­ლი ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი... ახალ­გაზ­რდებს ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია გვქონ­და, რომ შევ­ძლებ­დით და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან­დით, როცა უფ­რო­სე­ბი ზოგ­ჯერ სკეპ­ტი­კუ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი...

- მე­ზობ­ლე­ბი გყავთ?

- დიახ... ხალ­დე­ში თორ­ნი­კე გას­ვი­ან­მა აღად­გი­ნა თა­ვის სახ­ლი. ჯო­ხა­ძე­ე­ბი იყო ერ­თა­დერ­თი ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დე­გაც კი სახ­ლს პირ­ვან­დელ სა­ხეს უნარ­ჩუ­ნებ­დნენ... ამ­ჯე­რად ხალ­დე­ში ოთხი სახ­ლია, სა­დაც ზა­ფხუ­ლო­ბით ჩავ­დი­ვართ. ოთხი­დან სამი გას­ვი­ა­ნე­ბის ოჯა­ხია, ერთი ჯო­ხა­ძე­ე­ბის.

- თქვე­ნი სახ­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როც იქ­ნე­ბა?

- დიახ, წელს უკვე სას­ტარ­ტო რე­ჟი­მი გვქონ­და, რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტი გვყავ­და... მო­მა­ვალ წელს უფრო მეტი გეგ­მე­ბი გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ მხო­ლოდ ოთხი თვეა სე­ზო­ნი, წლის და­ნარ­ჩენ დროს სო­ფე­ლი მი­უწ­ვდო­მე­ლია. არა­და იმ­დე­ნად თვალ­წარმ­ტა­ცია, უშ­გუ­ლე­ლებ­მა გვი­თხრეს, ჩვე­ნი სო­ფე­ლი ხომ ულა­მა­ზე­სია, მაგ­რამ ხალ­დე იმ­დე­ნად სა­ო­ცა­რია, სა­ნა­ხა­ვად გად­მოვ­დი­ვარ­თო... ხალ­დე ის ად­გი­ლია, სა­დაც სი­ჩუ­მის ხმას გა­ი­გებ. უნდა დატ­კბე და ამ სი­ჩუ­მით ისი­ა­მოვ­ნო! ხე­ო­ბი­დან მდი­ნა­რის ხმა ის­მის, ზღაპ­რუ­ლი გა­რე­მოა.

- ტუ­რის­ტე­ბი ამ სოფ­ლის დიდ წარ­სულს, ის­ტო­რი­ას ეც­ნო­ბი­ან?

- სო­ფელ­ში ბა­ნე­რია, სა­დაც სამ ენა­ზეა ამო­ნა­რი­დი სოფ­ლის შე­სა­ხებ... ჩვენ სახ­ლთან ერ­თად პრო­ექ­ტი გვქონ­და კოშ­კის შე­სა­ხებ შე­ტა­ნი­ლი. გვსურ­და ხალ­დე­ში პირ­ვე­ლი კოშ­კი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა... ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ცნო­ბი­ლია, რომ ხალ­დე­ში ადრე 11 კოშ­კი ყო­ფი­ლა. ამ­ჟა­მად კვა­ლიც აღარ­სად ეტყო­ბა სა­დაც იდგა, რად­გან სო­ფე­ლი მე­ო­რედ გა­შე­ნე­ბუ­ლია და მე­ო­რე გა­შე­ნე­ბაც დან­გრე­უ­ლია.

- თქვენს შვი­ლებს რამ­დე­ნად უყ­ვართ სვა­ნე­თი, ხალ­დე...

- ჩემი მე­უღ­ლე მთი­უ­ლია, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი სვა­ნია და ასე რომ ბავ­შვე­ბი მა­მის მხრი­და­ნაც ნა­ხევ­რად სვა­ნე­ბი არი­ან. ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან, შარ­შან მყავ­და პირ­ვე­ლად სვა­ნეთ­ში, უსა­ზღვროდ შე­უყ­ვარ­დათ. წელს ხალ­დე­ში პირ­ვე­ლი სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი ჰქონ­დათ, მთე­ლი ივ­ლი­სის თვე იქ გა­ა­ტა­რეს. ვი­ნა­ი­დან სო­ფელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტე­ბი გა­დი­ოდ­ნენ, ინ­გლი­სურ­ში ერ­თგვა­რი პრაქ­ტი­კაც ჰქონ­დათ. უცხო­ე­ლებ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია, ზოგ­ჯერ თარ­ჯიმ­ნო­ბაც უწევ­დათ. ერთი სული აქვთ ისევ რო­დის წავ­ლენ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო გა­ა­ტა­რეს...

- მშობ­ლე­ბი ახ­ლაც იქ არი­ან...

- ჯერ კი­დევ ხალ­დე­ში რჩე­ბი­ან ოქ­ტომ­ბრამ­დე... ასე აღ­მოვ­ჩნდით ოც­ნე­ბი­დან რე­ა­ლო­ბა­ში და ხალ­დე­ში არა­თუ ღა­მის გა­სა­თე­ვი პა­ტა­რა ქოხი, დღეს დიდი სახ­ლი გვაქვს. გვე­ნატ­რე­ბო­და, იქ რომ ავი­დო­დით, ღა­მის გა­სა­თე­ვად უკან წა­მო­სას­ვლე­ლი არ გავმხდა­რი­ყა­ვით... ტუ­რის­ტებს ძა­ლი­ან უკ­ვირთ ამ სო­ფელ­ში რომ ამო­დი­ან და სახ­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტით ხვდე­ბათ... ახლა კოშ­კზე არის ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი, რად­გან ჩემი ძმა ყვე­ლა­ზე მე­ტად ოც­ნე­ბობ­და, ხალ­დე­ში კოშ­კი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. თან მა­მა­ჩე­მი რომ მშე­ნე­ბე­ლია, პირ­და­პი­რი მე­სი­ჯი იყო ჩემი ძმის­გან, რომ მა­მას ხე­ლით უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო... რა თქმა უნდა ურ­თუ­ლე­სია, აშე­ნე­ბა კი არა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც ყვე­ლა წე­სის დაც­ვით უნდა მოხ­დეს. იმ მა­სა­ლით უნდა აშენ­დეს, რისი ნან­გრე­ვე­ბიც იქ­ნე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააავა
1

იხარეთ და მხნეობას გისურვებთ, მსგავსი მოქმედებები აძლიერებს ჩვენს მამულს

SL-ს
0

მე ავაშენე და დავბრუნდი (ხევსურეთში), შენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ნანგრევებიდან აღმდგარი სახლი სვანეთში: როგორ შესძინეს გასვიანებმა ახალი სიცოცხლე წინაპრების ნასახლარს - "ღამის გასათევი გვენატრებოდა იქ"

ნანგრევებიდან აღმდგარი სახლი სვანეთში: როგორ შესძინეს გასვიანებმა ახალი სიცოცხლე წინაპრების ნასახლარს - "ღამის გასათევი გვენატრებოდა იქ"

"სოფელ ხალდეში ოთხი გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჩეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და აი, ამ ოთხმა გვარმა სვანეთს თეთრი ქუდი დაადგა!.. ხალდეს მოსახლეობა კაჟის თოფებით დაუპირისპირდა ქვემეხებით შეიარაღებულ მეფის რუსეთის ჯარს... ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან ყველაფერი გააკეთა, მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა რომ ემხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! ყველას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენები, 26 კაცი, ციმბირის მიწაში ჩაწვნენ... ხალდელების მაგალითი ამაგრებდა იმ სვანებს, რომელთაც სამჯერ დაამარცხეს მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები სვანეთში. 1925 წლამდე სვანეთი ვერ გაასაბჭოვეს! " - ამბობს საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი ერეკლე საღლიანი...

რამდენჯერმე ნანგრევებად ქცეული სოფელი კვლავ ცოცხლდება. წელს დასრულდა სამსართულიანი სახლის მშენებლობა და თუ რა შეუძლებელი შეძლო გასვიანების ოჯახმა, ამის შესახებ ლალი გასვიანი გვიამბობს...

- მამაჩემის დიდი ბაბუა გახლდათ გურმაჩ გასვიანი, რომელიც ხალდეს აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო... ჩვენი წინაპრები 1952 წელს აფხაზეთში გადაასახლეს. ცნობილია, ამ წლებში ხალდედან სვანების გადასახლება სტალინის ბრძანებით მოხდა. ბებიამ და ბაბუამ ოჯახის შექმნიდან ხალდეში მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს, შემდეგ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში... მე აფხაზეთში 1987 წელს დავიბადე. 1992 წელს აფხაზეთის ომის გამო ყველას წამოსვლა მოგვიხდა და თბილისში გავიზარდე... როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ოჯახისთვის ხალდე სულ არსებობდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ გმირების სოფლიდან, გმირის - გურმაჩ გასვიანის შთამომავალი ვიყავი. სვანეთი ძალიან მიყვარდა, თუმცა ნანახიც არ მქონდა. პირველად 2005 წელს ვეწვიე, მესტიაში სტუდენტი სტუმრად ვიმყოფებოდი. მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავს სისხლის ყივილი, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ემოციები...

- ხალდეში დაბრუნება ოჯახმა როდის გადაწყვიტეთ?

- ხალდე ჩემს ძმას იმდენად უყვარდა, მისთვის სანუკვარი იყო. მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და შემდეგ სულ ახსოვდა. მისი ნატვრა იყო ხალდეში ჩვენი თუნდაც პატარა ქოხი გვქონოდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ოჯახში უმძიმესი სიტუაცია იყო, ძმა უკურნებელ სენს ებრძოდა... ძმა ისე გარდაიცვალა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის მოემზადა. დაგვიბარა ხალდეში რაღაც გაგვეკეთებინა, რაც მის აუსრულებელ ოცნებად დარჩა... ხალდეში ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ რომ ჩავედი, განცვიფრებული დავრჩი. მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს, მთის შვილებისთვის მთების ნახვა... მთებში არასოდეს მიცხოვრია, საერთოდ მთიან რეგიონში არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ გული სულ სხვანაირად ძგერდა. მაშინ მივხვდი, ჩემი ძმის ემოციებს, რატომ იყო იმდენად აღფრთოვანებული და შეყვარებული ხალდეზე...

პირველი წლები მხოლოდ ექსკურსიებივით იყო. ჩავიდოდით, დავტკბებოდით იქაური სილამაზით და მოვდიოდით. დაახლოებით სამი წელი ასე რომ ვიარეთ, შემდეგ გავიგეთ, რომ სახელმწიფოსგან დაწყებული იყო პროგრამა, საკუთარი მიწა-წყლების დარეგისტრირების შესახებ... ერთმა ახლად გაცნობილმა ადამიანმა დამაკვალიანა, ხალდეში ჩვენი ნასახლარი როგორ გვეპოვა და დაგვებრუნებინა. ნასახლარის პოვნა ცალკე პრობლემა იყო, რადგან სოფელი იმდენად დანგრეული იყო, აღარავინ იცოდა რა ვისი იყო...

- რომელ წელს დაიწყეთ ნასახლარის ძებნა?

- 2017 წელს დავიწყეთ... საჭირო იყო საბუთები, მაგრამ სვანეთში არქივები დაიწვა და ყველაფერს ესეც ართულებდა. ბებიამ, რომელიც მაშინ უკვე 85 წლის იყო, გადაწყვიტა, მე წამოგვყვებით, ჩვენს ნასახლარს მოვძებნით და მივხედოთო... ბებო ხალდეში წავიყვანეთ, მაგრამ ადგილზე მისულებს რთული სურათი დაგვხვდა. ბებოს რაც ახსოვდა, იქიდან დარჩენილი აღარაფერი იყო. 85 წლის, ქალბატონმა გაგვაოცა იმდენი იარა. შოკში ვიყავი, ბებო აქ რამე არ დაგემართოს-მეთქი, მაგრამ თავად საოცარი სიმშვიდით, მტკიცედ ეძებდა... მისი შემართებით ნასახლარი ვიპოვეთ, გავიფორმეთ და დავიკანონეთ. ასეთი ძლიერი სვანის ქალბატონი იყო, რომელიც სამწუხაროდ პანდემიის პერიოდში გარდაგვეცვალა... ნასახლარის დაკანონების შემდეგ ჩვენი ოცნება დაიწყო, იქნებ როგორმე პატარა ქოხი მაინც აგვეშენებინა. მამა მშენებელია, მთელი ცხოვრება მშენებლობას მიუძღვნა, თბილისში თავის სახლიც თავის ხელით აქვს აშენებული. ეს საქმეს შედარებით აადვილებდა, მაგრამ სოფელში გზა არ არის, ამიტომაც მასალების ტრანსპორტირება ხალდემდე დაახლოებით სამმაგი ჯდება. მოხდა ისე, რომ გაგვიმართლა და ევროკავშირის პროექტი წამოგვეწია. ეს იყო ზემო სვანეთისა და რაჭის ბიზნეს განვითარების შესახებ ევროკავშირის საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსის შესახებ "ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფ - "ლაგის" ფეისბუქ გვერდის საშუალებით შევიტყვე და მაშინვე ჩავებღაუჭე. ვიფიქრე, რომ ეს უკვე ნიშანი იყო, რაღაც რომ უნდა გამოგვსვლოდა...

- ხალდეს ბიზნესგეგმა რეალური იყო?

- დიახ, ხალდეში ბიზნესგეგმა ცოტა არ იყოს წარმოუდგენლად ჟღერდა, მაგრამ სოფელში დღის განმავლობაში ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გადის. მესტიიდან უშგულში ფეხით რომ მიდიან, ერთერთი საბანაკო დღე ხალდეში უწევთ. რადგან ხალდეში არაფერი იყო, ტურისტები გზას აგრძელებდნენ და მეზობელ სოფელში რჩებოდნენ... მოკლედ, ტურიზმის თემაზე ბიზნესგეგმა ავაწყვეთ, ჩვენი ემოციები ამ პროექტში ჩავაქსოვეთ და 2020 წელს კონკურსში გავიმარჯვეთ. რაღაც ნაწილი პროექტის ღირებულების გვერგო, მაგრამ საბოლოოდ რა თანხებიც ჩვენი ოჯახიდან გავიდა, იმის ძალიან მცირედი აღმოჩნდა. მაინც უდიდესი დახმარება იყო, რადგან იმ გრანტის გარეშე წარმოუდგენელი იყო დაგვეწყო და გავმკლავებოდით ამ ყველაფერს...

- როდის დაიწყეთ სახლის მშენებლობა?

- მშენებლობა 2021 წლიდან დავიწყეთ, წელს დავასრულეთ... ხალდეში გზა მაისიდან იხსნება და ოქტომბერში რომ გათოვლდება, ისევ იკეტება. დაახლოებით ოთხი თვე გვქონდა წელიწადში სრულად სამუშაოდ... ამ სამ წელიწადში ავაშენეთ სახლი, რომლის საძირკველიც კი ამოსაღები იყო და ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი. სამი სართულია, მესამე სართული მანსარდული ტიპისაა. დღემდე მიკვირს, რამ შეგვაძლებინა, მაგრამ მამაჩემის, ბიძაჩემის ოჯახები, მამიდა გავერთიანდით. ბაბუას დანატოვრის აღსადგენად ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ... მამას ერთი ძმა დაღუპული ჰყავს, ერთი ძმა ჰყავს დარჩენილი და ერთი და ემიგრანტია. მამამ, ბიძამ და მამიდამ მიიღეს წამყვანი როლი ფინანსურად, ახალგაზრდები - მე, ჩემი და, ჩემი ორი ბიძაშვილი ყველაფრის ორგანიზებაში ვიყავით ჩართული... ახალგაზრდებს ძალიან დიდი მოტივაცია გვქონდა, რომ შევძლებდით და ბოლომდე მივიყვანდით, როცა უფროსები ზოგჯერ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი...

- მეზობლები გყავთ?

- დიახ... ხალდეში თორნიკე გასვიანმა აღადგინა თავის სახლი. ჯოხაძეები იყო ერთადერთი ოჯახი, რომლებიც მეორე გადასახლების შემდეგაც კი სახლს პირვანდელ სახეს უნარჩუნებდნენ... ამჯერად ხალდეში ოთხი სახლია, სადაც ზაფხულობით ჩავდივართ. ოთხიდან სამი გასვიანების ოჯახია, ერთი ჯოხაძეების.

- თქვენი სახლი საოჯახო სასტუმროც იქნება?

- დიახ, წელს უკვე სასტარტო რეჟიმი გვქონდა, რამდენიმე ტურისტი გვყავდა... მომავალ წელს უფრო მეტი გეგმები გვაქვს. სამწუხაროდ მხოლოდ ოთხი თვეა სეზონი, წლის დანარჩენ დროს სოფელი მიუწვდომელია. არადა იმდენად თვალწარმტაცია, უშგულელებმა გვითხრეს, ჩვენი სოფელი ხომ ულამაზესია, მაგრამ ხალდე იმდენად საოცარია, სანახავად გადმოვდივართო... ხალდე ის ადგილია, სადაც სიჩუმის ხმას გაიგებ. უნდა დატკბე და ამ სიჩუმით ისიამოვნო! ხეობიდან მდინარის ხმა ისმის, ზღაპრული გარემოა.

- ტურისტები ამ სოფლის დიდ წარსულს, ისტორიას ეცნობიან?

- სოფელში ბანერია, სადაც სამ ენაზეა ამონარიდი სოფლის შესახებ... ჩვენ სახლთან ერთად პროექტი გვქონდა კოშკის შესახებ შეტანილი. გვსურდა ხალდეში პირველი კოშკი აგვეშენებინა... ისტორიული წყაროების მიხედვით, ცნობილია, რომ ხალდეში ადრე 11 კოშკი ყოფილა. ამჟამად კვალიც აღარსად ეტყობა სადაც იდგა, რადგან სოფელი მეორედ გაშენებულია და მეორე გაშენებაც დანგრეულია.

- თქვენს შვილებს რამდენად უყვართ სვანეთი, ხალდე...

- ჩემი მეუღლე მთიულია, მაგრამ დედამთილი სვანია და ასე რომ ბავშვები მამის მხრიდანაც ნახევრად სვანები არიან. ჯერ პატარები არიან, შარშან მყავდა პირველად სვანეთში, უსაზღვროდ შეუყვარდათ. წელს ხალდეში პირველი საზაფხულო არდადეგები ჰქონდათ, მთელი ივლისის თვე იქ გაატარეს. ვინაიდან სოფელში ძალიან ბევრი ტურისტები გადიოდნენ, ინგლისურში ერთგვარი პრაქტიკაც ჰქონდათ. უცხოელებთან მუდმივი კომუნიკაცია, ზოგჯერ თარჯიმნობაც უწევდათ. ერთი სული აქვთ ისევ როდის წავლენ, არაჩვეულებრივი დრო გაატარეს...

- მშობლები ახლაც იქ არიან...

- ჯერ კიდევ ხალდეში რჩებიან ოქტომბრამდე... ასე აღმოვჩნდით ოცნებიდან რეალობაში და ხალდეში არათუ ღამის გასათევი პატარა ქოხი, დღეს დიდი სახლი გვაქვს. გვენატრებოდა, იქ რომ ავიდოდით, ღამის გასათევად უკან წამოსასვლელი არ გავმხდარიყავით... ტურისტებს ძალიან უკვირთ ამ სოფელში რომ ამოდიან და სახლი სველი წერტილებით, ყველანაირი კომფორტით ხვდებათ... ახლა კოშკზე არის ჩვენი ფიქრები შეჩერებული, რადგან ჩემი ძმა ყველაზე მეტად ოცნებობდა, ხალდეში კოშკი აგვეშენებინა. თან მამაჩემი რომ მშენებელია, პირდაპირი მესიჯი იყო ჩემი ძმისგან, რომ მამას ხელით უნდა აშენებულიყო... რა თქმა უნდა ურთულესია, აშენება კი არა, რეაბილიტაციაც ყველა წესის დაცვით უნდა მოხდეს. იმ მასალით უნდა აშენდეს, რისი ნანგრევებიც იქნება დარჩენილი.