სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენი გააკეთებს იმას, რის გამოც ტრამპს აკრიტიკებდა - აშშ-მა, მექსიკის საზღვართან, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კედლის აშენება გადაწყვიტა
ბაიდენი გააკეთებს იმას, რის გამოც ტრამპს აკრიტიკებდა - აშშ-მა, მექსიკის საზღვართან, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კედლის აშენება გადაწყვიტა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აშშ - მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე კედ­ლის ახა­ლი მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სთარ ქან­თრის გას­წვრივ, მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე, 32 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის კე­დე­ლი აშენ­დე­ბა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზა­ნი მზარ­დი არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბაა. მთავ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს, რიო გრან­დეს ვე­ლის სექ­ტორ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 245 000 უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა და­ფიქ­სირ­და. ეს ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი სა­სა­ზღვრო პუნ­ქტე­ბია.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ემიგ­რან­ტე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი­სა და მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტის ან­დრეს მა­ნუ­ელ ლო­პეს ობ­რა­დო­რის მხრი­დან.

”ეს არის უკუს­ვლა, რად­გან პრობ­ლე­მა ასე ვერ მოგ­ვარ­დე­ბა“, - თქვა მან.. წარ­სულ­ში ობ­რა­დო­რი ხში­რად აქებ­და ბა­ი­დენს და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ის აშშ-ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მელ­საც არ­ცერ­თი კე­დე­ლი არ აუ­შე­ნე­ბია.

მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი იყო. რა­საც იმ დროს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია და მათი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­ი­დე­ნის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა იყო.

ჯო ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დო­ნალდ ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ორი რამ მუ­შა­ობს: ბორ­ბლე­ბი და კე­დე­ლი! სა­ინ­ტე­რე­სოა, მოგ­ვიხ­დის თუ არა ჯო ბა­ი­დე­ნი ბო­დიშს მე და ამე­რი­კას. მის ბო­დიშს ვე­ლო­დე­ბი!" - წერს ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
11

კედელი კი არა, სტალინის რკინის ფარდა ვერ აკავებდა გამქცევებს.

მამუკა
16

მოკლედ, ტრამპი ბევრად პრაქტიკული და აშშ-ზე მზრუნველი პრეზიდენტი იყო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ბაიდენი გააკეთებს იმას, რის გამოც ტრამპს აკრიტიკებდა - აშშ-მა, მექსიკის საზღვართან, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კედლის აშენება გადაწყვიტა

ბაიდენი გააკეთებს იმას, რის გამოც ტრამპს აკრიტიკებდა - აშშ-მა, მექსიკის საზღვართან, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კედლის აშენება გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით აშშ - მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება. როგორც ცნობილია, სთარ ქანთრის გასწვრივ, მექსიკის საზღვარზე, 32 კილომეტრის სიგრძის კედელი აშენდება.

გადაწყვეტილების მიღების მიზანი მზარდი არალეგალური მიგრაციის ნაკადის შემცირებაა. მთავრობის მონაცემებით, მიმდინარე წელს, რიო გრანდეს ველის სექტორში დაახლოებით 245 000 უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასაზღვრო პუნქტებია.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ემიგრანტების დამცველებისა და მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მხრიდან.

”ეს არის უკუსვლა, რადგან პრობლემა ასე ვერ მოგვარდება“, - თქვა მან.. წარსულში ობრადორი ხშირად აქებდა ბაიდენს და აღნიშნავდა, რომ ის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც არცერთი კედელი არ აუშენებია.

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იყო. რასაც იმ დროს მწვავედ აკრიტიკებდა დემოკრატიული პარტია და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირება კედლის მშენებლობის შეჩერება იყო.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ათასობით წლის განმავლობაში მხოლოდ ორი რამ მუშაობს: ბორბლები და კედელი! საინტერესოა, მოგვიხდის თუ არა ჯო ბაიდენი ბოდიშს მე და ამერიკას. მის ბოდიშს ველოდები!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.