მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან

2023 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გო­რის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნინო ფსუ­ტუ­რი გახდა, რო­მელ­საც სა­პა­ტიო პრი­ზი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გა­დას­ცა.

მი­ნის­ტრმა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა, ყვე­ლა პე­და­გოგს მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, ხოლო კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტებს მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცა.

"მსურს, პირ­ველ რიგ­ში ჩვენს ძვირ­ფას მას­წავ­ლებ­ლებს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ვუ­ლო­ცო მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე.მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს ვიმ­ყო­ფე­ბი თქვენ­თან ერ­თად და მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 2023 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ვავ­ლენთ.მას­წავ­ლებ­ლო­ბა ყო­ველ­თვის იყო და არის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­პა­ტიო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სია პრო­ფე­სი­ა­თა შო­რის, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ეს არის ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი და პე­და­გო­გე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებ ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბას ჩემს გუნდთან ერ­თად. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა. მი­ვე­სალ­მე­ბი და მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, მათ წა­ხა­ლი­სე­ბას და პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გახ­ლავთ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს ჩვენს გმირ მას­წავ­ლებ­ლებს, მათ შრო­მას და იმ უდი­დეს წვლილს, რაც პე­და­გო­გებს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდის საქ­მე­ში შე­აქვთ.მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­სა თუ პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში არის ჩარ­თუ­ლი. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ეს ნამ­დვი­ლად ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ დღეს გა­მოვ­ლინ­დე­ბა მარ­თლაც ღირ­სე­ულ­თა შო­რის ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა მად­ლო­ბას ყვე­ლა პე­და­გო­გი იმ­სა­ხუ­რებს.

პი­რა­დად მე, არა ერთხელ მით­ქვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პე­და­გო­გე­ბის რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მა და მათი შრო­მის და­ფა­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე და­ვი­წყე პერ­მა­ნენ­ტუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუ­ფებ­თან, რათა მო­ვის­მი­ნო პე­და­გოგ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი ინ­ტე­რე­სე­ბი.ჩვენ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა­ზე და პე­და­გო­გე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ზრუნ­ვა და მი­ვი­ღეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი დღე და პრე­მია და­ვა­წე­სეთ.მინ­და, გაც­ნო­ბოთ, რომ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი დღე ყო­ვე­ლი წლის 27 ოქ­ტომ­ბერს – ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დებ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის, სა­ბავ­შვო მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ღვაწლ­მო­სილ პე­და­გო­გებს გა­და­ე­ცე­მა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მია – სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ფუ­ლა­დი ჯილ­დო.მსურს, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თო მას­წავ­ლებ­ლებს – მათ, ვინც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში დიდი შრო­მის ფა­სად ზრუ­ნავს ახალ­გაზ­რდებ­ში ცოდ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ზე, ეს დღე იქ­ნე­ბა თქვე­ნი, რად­გან ემ­სა­ხუ­რე­ბით საქ­ვეყ­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მეს და თქვენს შრო­მა­ზე დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი.“ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის – სა­ქარ­თვე­ლო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
0

დიდი სიყვარულით და მორიდებით ვიხსენებ ჩემს ყველა მასწავლებელს; მათ საკუთარი შვილებივით გაგვზარდეს, დიდი ამაგი დაგვდეს და საჭირო ცოდნა შეგვძინეს. სამამულო ომის დროს ისინი ზოგჯერ ჩვენზე მშივრები და ღარიბნი იყვნენ, მაგრამ სკოლის და მოსავლისადმი ერთგულები იყვნენ, -ვწუხვარ ვერ გადავუხადე მათ მადლობა სათანადოდ.-დიდება მათ ხსოვნას!

1234....
10

Მე დღესაც ისევე მიყვარს ჩემი მასწავლებლები, როგორც ბავშვობისას და სტუდენტობისას. Იგივე მორიდება და პატივისცემა მაქვს. Თუმცა უნდა ვთქვა, რომ ესეთი თვალთმაქცური შოუები არასასიამოვნოა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა, რომელსაც საპატიო პრიზი განათლების მინისტრმა გადასცა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე, ხოლო კონკურსის ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

"მსურს, პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს დიდი პატივისცემით მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე.მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად და მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს გამოვავლენთ.მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებ ახალ ინიციატივებზე მუშაობას ჩემს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიების გამართვა. მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებას და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებას აცნობს ჩვენს გმირ მასწავლებლებს, მათ შრომას და იმ უდიდეს წვლილს, რაც პედაგოგებს ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეაქვთ.მადლობა მინდა, გადავუხადო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანსა თუ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს მონაწილეობისთვის. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც მონაწილეობაც უაღრესად მნიშვნელოვანია. აქ დღეს გამოვლინდება მართლაც ღირსეულთა შორის ერთი განსაკუთრებული ადამიანი, თუმცა მადლობას ყველა პედაგოგი იმსახურებს.

პირადად მე, არა ერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის უმთავრესია საზოგადოებაში პედაგოგების როლის მნიშვნელობის ხაზგასმა და მათი შრომის დაფასების ხელშეწყობა. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რათა მოვისმინო პედაგოგთა მოსაზრებები და თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესები.ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შემუშავებაზე ზრუნვა და მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დავაწესეთ.მინდა, გაცნობოთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო.მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო მასწავლებლებს – მათ, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში დიდი შრომის ფასად ზრუნავს ახალგაზრდებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე, ეს დღე იქნება თქვენი, რადგან ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და თქვენს შრომაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი.“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი და ორგანიზატორია „განათლება ყველასათვის – საქართველო