საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ" - პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა კვლავ კამათის ფონზე მიმდინარებს: რა ხდება სასამართლოში?
"დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ" - პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა კვლავ კამათის ფონზე მიმდინარებს: რა ხდება სასამართლოში?

ისე მომ­მარ­თავთ, თით­ქოს რა­ღაც და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი ფორ­მით ცდი­ლობთ, რომ ჩემი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როთ და ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თუ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­ბა­რი მო­პყრო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ, - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს, მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ტუ­რა­ვას სხდო­მა­ზე, სა­დაც პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მო­სა­მარ­თლეს შო­რის კა­მა­თი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაია კო­პა­ლე­იშ­ვილს არ ეძ­ლე­ო­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰკი­თხა, არის თუ არა ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აქტი, რა­ზეც თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „პო­ლი­ტი­კის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რა თქმა უნდა, არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხა­ნია ვდა­ვობთ იმა­ზე, ამ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში რა შე­დის და ამის გარ­და, 78-ე მუხ­ლის მიერ და პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მას რა რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია“.

კო­ბა­ხი­ძის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­საც სურ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ მას ასე მი­მარ­თა: "ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა კი­თხვას თუ უპა­სუ­ხა, არ გვინ­და ეს ორ­მა­გი პა­სუ­ხე­ბი“.

კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავს და ორი­ვე თა­ნაბ­რად არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, რომ ერთ კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხოს.

"სად­მე გვეჩ­ქა­რე­ბა? ვერ ვხვდე­ბი. მე მინ­და, რომ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გან­ვავ­რცო. ვერ შემ­ზღუ­დავთ,“ - გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

ამის შემ­დეგ ტუ­რა­ვამ პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს უთხრა, რომ თუკი რა­ი­მე ახ­ლის თქმას აპი­რებ­და, სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

"თუ ახალს იტყვით რა­მეს, გის­მენთ. თუ იგი­ვე გა­ი­მე­ო­რებთ, არ გვინ­და ორ­ჯერ იმა­ვეს გა­მე­ო­რე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მე მგო­ნია, რომ თქვენ სრულ­ყო­ფი­ლად გა­ე­ცით ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. თქვენ ვერ გა­ე­ცით პა­სუ­ხი და მე­ო­რეს უნდა, რომ და­ას­რუ­ლოს? ვაძ­ლევ სი­ტყვას, კი ბა­ტო­ნო,“ - გა­ნა­ცხა­და ტუ­რა­ვამ.

ჩუ­გოშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს მი­უ­თი­თა, რომ ეს მისი მხრი­დან არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა იყო.

"მე ჩემი მხრივ გა­ვე­ცი პა­სუ­ხი და მე­ო­რე წარ­მო­მად­გე­ნელს სურს, რომ და­ა­მა­ტოს. ისე მომ­მარ­თავთ თით­ქოს რა­ღა­ცა და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი ფორ­მით ცდი­ლობთ, რომ ჩემი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როთ და ეს არის ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი. თუ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­ბა­რი მო­პყრო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ,“ - უპა­სუ­ხა ჩუ­გოშ­ვილ­მა ტუ­რა­ვას.

ამას­თან, მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ აღარ აქვს იმის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­სა­მარ­თლო მათ მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნია.

"ქალ­ბა­ტო­ნო მაია, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა რომ ყვე­ლა­ფერ­ზე კრი­ტი­კა ვთქვათ. თქვით რაც გინ­დათ, არ შეგ­ზღუ­დავთ არც თქვენ და არც ქალ­ბა­ტონ თა­მარს. მე პრობ­ლე­მა არ მაქვს, რომ თქვენ მო­გის­მი­ნოთ, ხვა­ლაც გა­ვაგ­რძე­ლებ სხდო­მას და ორ­შა­ბათ­საც, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ მე ერთი რამ გი­თხა­რით, რომ რო­დე­საც ერთი უპა­სუ­ხებს, მე­ო­რემ არ გა­ი­მე­ო­როს-მეთ­ქი,“ - გა­ნა­ცხა­და ტუ­რა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
W
0

ახლა არ გინდათ ზურაბიშვილიიი)))))))

ოთარი
15

ტურავას ზუსტად და მილიონჯერ აქვს ნაანგარიშები, რომ ხვალ პარასკევია, მიდის შაბათ-კვირა,დაასვენებენ, არესტორნებენ, ისევე როგორც დარბაზში მჯდომ მთვარიდან ჩამოყვანილ ხალხს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ" - პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა კვლავ კამათის ფონზე მიმდინარებს: რა ხდება სასამართლოში?

"დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ" - პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა კვლავ კამათის ფონზე მიმდინარებს: რა ხდება სასამართლოში?

ისე მომმართავთ, თითქოს რაღაც დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ და ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ შეიძლება თანაბარი მოპყრობა გამოიჩინეთ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლე მერაბ ტურავას სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და მოსამართლეს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორის, ირაკლი კობახიძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მაია კოპალეიშვილს არ ეძლეოდა.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, არის თუ არა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველყოფა საგარეო პოლიტიკის განხორციელების აქტი, რაზეც თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „პოლიტიკის განმახორციელებელი, რა თქმა უნდა, არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ამდენი ხანია ვდავობთ იმაზე, ამ განხორციელებაში რა შედის და ამის გარდა, 78-ე მუხლის მიერ და პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე საგარეო ურთიერთობებში მას რა როლის შესრულება შეუძლია“.

კობახიძის კითხვაზე პასუხის გაცემა მაია კოპალეიშვილსაც სურდა, თუმცა მოსამართლემ მას ასე მიმართა: "ქალბატონმა თამარმა კითხვას თუ უპასუხა, არ გვინდა ეს ორმაგი პასუხები“.

კოპალეიშვილმა მოსამართლის პასუხად აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ორი წარმომადგენელი ჰყავს და ორივე თანაბრად არის უფლებამოსილი, რომ ერთ კითხვაზე უპასუხოს.

"სადმე გვეჩქარება? ვერ ვხვდები. მე მინდა, რომ კითხვაზე პასუხი განვავრცო. ვერ შემზღუდავთ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ამის შემდეგ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენელს უთხრა, რომ თუკი რაიმე ახლის თქმას აპირებდა, საუბრის საშუალებას მისცემდა.

"თუ ახალს იტყვით რამეს, გისმენთ. თუ იგივე გაიმეორებთ, არ გვინდა ორჯერ იმავეს გამეორება. ქალბატონო თამარ, მე მგონია, რომ თქვენ სრულყოფილად გაეცით ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ ვერ გაეცით პასუხი და მეორეს უნდა, რომ დაასრულოს? ვაძლევ სიტყვას, კი ბატონო,“ - განაცხადა ტურავამ.

ჩუგოშვილმა მოსამართლეს მიუთითა, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი ფორმულირება იყო.

"მე ჩემი მხრივ გავეცი პასუხი და მეორე წარმომადგენელს სურს, რომ დაამატოს. ისე მომმართავთ თითქოს რაღაცა დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ და ეს არის ჩემთვის მიუღებელი. თუ შეიძლება თანაბარი მოპყრობა გამოიჩინეთ,“ - უპასუხა ჩუგოშვილმა ტურავას.

ამასთან, მაია კოპალეიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ აღარ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ სასამართლო მათ მიმართ სამართლიანია.

"ქალბატონო მაია, ხომ არ შეიძლება რომ ყველაფერზე კრიტიკა ვთქვათ. თქვით რაც გინდათ, არ შეგზღუდავთ არც თქვენ და არც ქალბატონ თამარს. მე პრობლემა არ მაქვს, რომ თქვენ მოგისმინოთ, ხვალაც გავაგრძელებ სხდომას და ორშაბათსაც, მაგრამ უბრალოდ მე ერთი რამ გითხარით, რომ როდესაც ერთი უპასუხებს, მეორემ არ გაიმეოროს-მეთქი,“ - განაცხადა ტურავამ.