მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილონ მასკს გრაიმსი სასამართლოში უჩივის - მირილარდერი ყოფილ პარტნიორს შვილთან მიახლოებას უკრძალავს
ილონ მასკს გრაიმსი სასამართლოში უჩივის - მირილარდერი ყოფილ პარტნიორს  შვილთან მიახლოებას უკრძალავს

კა­ნა­დე­ლი მომ­ღე­რა­ლი გრა­იმ­სი, ილონ მასკს თა­ვი­ანთ სამ შვილ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­სა­მარ­თლო­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

გრა­იმსმა, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლიც კლერ ბა­უ­ჩე­რია, 29 სექ­ტემ­ბერს სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და ითხოვს, რომ და­ცუ­ლი იყოს მისი, რო­გორც მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბი. რად­გან გრა­იმ­სის თქმით, ილო­ნი მას ერთ-ერთ შვილ­თან (უც­ნო­ბია რო­მელ­თან) მი­ახ­ლო­ე­ბას უკ­რძა­ლავს.

35 წლის მომ­ღე­რალ­მა ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში (ყო­ფი­ლი ტვი­ტე­რი) და­წე­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლა.

გრა­იმ­სი ამ­ტკი­ცებს, რომ მას­კი მის­თვის შე­უძ­ლე­ბელს ხდის ვაჟ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას. მომ­ღერ­ლის მიერ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რის დე­ტა­ლე­ბი სა­ჯა­როდ არაა ცნო­ბი­ლი და ის და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

მომ­დევ­ნო დღეს, გრა­იმსმა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო და­ვა­ზე უარს არ ამ­ბობს. ქალს სურს, რომ მისი შვი­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის­გან შორს, პრი­ვა­ტულ სივ­რცე­ში გა­ი­ზარ­დონ.

გრა­იმსს და მასკს პირ­ვე­ლი შვი­ლი, X Æ A-1, იგი­ვე X, 2020 წლის მა­ის­ში შე­ე­ძი­ნათ, ხოლო მე­ო­რე გო­გო­ნა, სა­ხე­ლად Exa Dark Sideræl, რო­მელ­საც ასე­ვე Y-ს ეძა­ხი­ან, 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­ნდა. წყვილს მე­სა­მე შვი­ლი, Techno Mechanicus, იგი­ვე ტაუც ჰყავთ, რო­მე­ლიც შარ­შან, ივ­ნის­ში და­ი­ბა­და. ტაუს შე­სა­ხებ ილონ მას­კის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა.

52 წლის ილონ მასკს 3 სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან უკვე 11 შვი­ლი ჰყავს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

უცხოპლანეტელთა მოდგმა. თვითონ სახელიც მიგანიშნებთ 

???
0

მირიალდერი? თუ მილიარდერი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ილონ მასკს გრაიმსი სასამართლოში უჩივის - მირილარდერი ყოფილ პარტნიორს შვილთან მიახლოებას უკრძალავს

ილონ მასკს გრაიმსი სასამართლოში უჩივის - მირილარდერი ყოფილ პარტნიორს  შვილთან მიახლოებას უკრძალავს

კანადელი მომღერალი გრაიმსი, ილონ მასკს თავიანთ სამ შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად სასამართლოში დაუპირისპირდება.

გრაიმსმა, რომლის ნამდვილი სახელიც კლერ ბაუჩერია, 29 სექტემბერს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს, რომ დაცული იყოს მისი, როგორც მშობლის უფლებები. რადგან გრაიმსის თქმით, ილონი მას ერთ-ერთ შვილთან (უცნობია რომელთან) მიახლოებას უკრძალავს.

35 წლის მომღერალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

გრაიმსი ამტკიცებს, რომ მასკი მისთვის შეუძლებელს ხდის ვაჟთან მიახლოებას. მომღერლის მიერ შეტანილი საჩივრის დეტალები საჯაროდ არაა ცნობილი და ის დამატებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მომდევნო დღეს, გრაიმსმა ბოდიში მოიხადა პოსტის გამოქვეყნებისთვის, თუმცა სასამართლო დავაზე უარს არ ამბობს. ქალს სურს, რომ მისი შვილები საზოგადოების ყურადღებისგან შორს, პრივატულ სივრცეში გაიზარდონ.

გრაიმსს და მასკს პირველი შვილი, X Æ A-1, იგივე X, 2020 წლის მაისში შეეძინათ, ხოლო მეორე გოგონა, სახელად Exa Dark Sideræl, რომელსაც ასევე Y-ს ეძახიან, 2021 წლის დეკემბერში, სუროგაციის გზით გაჩნდა. წყვილს მესამე შვილი, Techno Mechanicus, იგივე ტაუც ჰყავთ, რომელიც შარშან, ივნისში დაიბადა. ტაუს შესახებ ილონ მასკის ბიოგრაფიული წიგნიდან გახდა ცნობილი, რომელიც სულ ახლახან გამოიცა.

52 წლის ილონ მასკს 3 სხვადასხვა ქალისგან უკვე 11 შვილი ჰყავს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა