სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკამ ავღანეთზე საბედისწერო შეცდომა არ უნდა დაუშვას" - რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ-მა უკრაინის ფინანსური დახმარება შეწყვიტოს და რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში?
"ამერიკამ ავღანეთზე საბედისწერო შეცდომა არ უნდა დაუშვას" - რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ-მა უკრაინის ფინანსური დახმარება შეწყვიტოს და რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში?

ხუთ­შა­ბათს აშშ-სწარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ კენ­ჭი უყა­რა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას და და­ამ­ტკი­ცა. რო­გორც გა­მო­ცე­მა Politico იუ­წყე­ბა, ეს თან­ხა გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლია აშშ-ის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი­დან და დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფა ცალ­კე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. გარ­და ამი­სა, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ მი­ი­ღო 826 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ორი­ვე პრო­ექ­ტი დამ­ტკიც­და, დე­მოკ­რა­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ცალ-ცალ­კე გან­ხილ­ვას რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს.

“რუ­სებს კარ­გად ეხერ­ხე­ბათ პრო­პა­გან­და. წარ­მო­ა­ჩე­ნენ ისე, თით­ქოს ამე­რი­კა უარს ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის მი­მართ თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე,” - გა­ნა­ცხა­და დე­მოკ­რატ­მა ადამ სმიტ­მა, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა. ერთი დღით ადრე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში გა­და­წყვი­ტეს ამო­ე­ღოთ 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი­დან და ცალ-ცალ­კე მი­ე­ცათ ხმა. უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად სა­და­ვო გახ­და, რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა შე­ა­ფა­სეს მა­ნევ­რი უკ­რა­ი­ნის­თვის ცალ­კე კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად.

"ჯერ კი­დევ არის შან­სი, რომ ამე­რი­კამ უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ავ­ღა­ნეთ­ზე სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა არ და­უშ­ვას, რა­საც შე­დე­გად, დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით, ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის, ავად თუ კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის, მთე­ლი მსოფ­ლიო რუ­კის გა­და­წე­რა მოჰ­ყვე­ბა“, - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ, რო­მე­ლიც ambebi.ge-სთან ვრცლად გან­მარ­ტავს, რა საფრ­თხე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აშშ შე­წყვეტს უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას.

"აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს 2024 წლის ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვა და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტე­ბის შე­ჯე­რე­ბა ბი­უ­ჯეტ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კა­მა­თო გახ­და უკ­რა­ი­ნის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ნა­წი­ლი, რა­შიც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და ტრამ­პის მომ­ხრე­თა ჯგუ­ფი, თუმ­ცა მათ შო­რის, ვინც უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა, დე­მოკ­რა­ტე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ. ამი­ტო­მაც ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე, დრო­ე­ბით 45-დღი­ან ბი­უ­ჯეტ­ზე შე­ჯერ­დნენ, რა დრო­საც უნდა მო­ხერ­ხდეს ბი­უ­ჯე­ტის სა­ბო­ლოო პა­რა­მეტ­რებ­ზე შე­თან­ხმე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმის­თვის, რათა სა­ბო­ლოო ბი­უ­ჯეტ­ში უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის თან­ხე­ბი მოხ­ვდეს. გუ­შინ რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა და დე­მოკ­რა­ტებ­მა ერ­თად გა­და­ა­ყე­ნეს სპი­კე­რი კე­ვინ მა­კარ­ტი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კელ­თა მხრი­დან უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზი გა­უს­ვა იმას, რომ მას იმე­დი ჰქონ­და, მა­კარ­ტი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და იმის­თვის, რომ 45 დღის შემ­დეგ აშშ-ს ბი­უ­ჯეტ­ში უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბამ თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰპო­ვოს, რად­გან უკ­რა­ი­ნის მი­ტო­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

კე­ვინ მა­კარ­ტი

ახალ სპი­კერს ასარ­ჩე­ვად აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტე­ბის ხმე­ბი.

ახ­ლა­ხან ორმა რეს­პუბ­ლი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა სპი­კე­რის კან­დი­და­ტად უკვე და­ა­სა­ხე­ლა დო­ნალდ ტრამ­პი, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სპი­კე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­კონ­გრეს­მე­ნიც (მარ­თა­ლია, მას თით­ქმის არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს, მაგ­რამ მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი­სა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე იმი­ჯუ­რად წა­ად­გე­ბა).

ავ­ღა­ნე­თის თე­მას­თან პა­რა­ლე­ლი იმი­ტომ გა­ვავ­ლე, რომ ავ­ღა­ნე­თი­დან აშშ-ს ფორ­სი­რე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ამე­რი­კის იმი­ჯის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ბევ­რის­თვის, მათ შო­რის, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის ამე­რი­კის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწვტი­ლე­ბით, მძი­მე დღე­ში აღ­მოჩ­ნდნენ არა მარ­ტო ავ­ღა­ნე­ლე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე აშშ-ს ბა­ზებ­თან სხვა­დას­ხვა ფორ­მით თა­ნამ­შრომ­ლობ­და, არა­მედ ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბიც, რომ­ლებ­საც ნაჩ­ქა­რე­ვად, მო­უმ­ზა­დებ­ლად და უსაფრ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კე­ბის ქვეშ მო­უ­წი­ათ ავ­ღა­ნე­თის და­ტო­ვე­ბა. ეს აშშ-ს, რო­გორც სან­დო პარტნი­ო­რის იმი­ჯის­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იყო და როცა პუ­ტინ­მა 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომი და­ი­წყო, ერთ-ერთი, რა­საც მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბო­და იყო ის, რომ ამ­დაგ­ვა­რი ამე­რი­კა უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად აქ­ტი­ურ ზო­მებს არ მი­ი­ღებ­და. და­სავ­ლუ­რი პრე­საც იმას წერ­და, რომ პუ­ტინს მი­აჩ­ნდა, რომ უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თი გვერ­დში არ და­უდ­გე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ავ­ღა­ნე­თი­დან ასე­თი გა­მოს­ვლა ამე­რი­კის სი­სუს­ტედ ჩათ­ვა­ლა.

მაგ­რამ ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კის მოქ­მე­დე­ბე­ბი არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უკ­რა­ი­ნის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას, ეს მარ­თლა გა­მო­იწ­ვევს მსოფ­ლიო რუ­კის გა­და­წე­რას - ჯერ ერთი, სა­ერ­თოდ ჩა­მო­იშ­ლე­ბა ამე­რი­კის, რო­გორც სან­დო პარტნი­ო­რის იმი­ჯი, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ძვრებს გა­მო­იწ­ვევს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე და ყვე­ლა ტი­პის ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმს და­პყრო­ბი­თი ომე­ბის და­სა­წყე­ბად იმ­პულსს მის­ცემს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლიც რე­ა­ლუ­რად შე­წყვეტს მოქ­მე­დე­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სა­ხის ბერ­კე­ტიც მო­იშ­ლე­ბა.

ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ხვდე­ბა. თა­ნაც შარ­შან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფორ­მი­რე­ბის დრო­საც შე­იქ­მნა ამ­დაგ­ვა­რი კრი­ზი­სი და ამე­რი­კე­ლებს და­მა­ტე­ბი­თი 45-დღი­ა­ნი ვა­დით სარ­გებ­ლო­ბა სა­ბო­ლოო ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბამ­დე ად­რეც მო­უ­წი­ათ, მაგ­რამ დაძ­ლი­ეს. წლე­ვან­დელ სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზისს ამ­ძი­მებს ის, რომ სა­არ­ჩევ­ნო წე­ლია და მა­შინ, როცა აშშ-ში, მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­კი­თხვებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ემ­ხრო­ბა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან სა­კუთრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბე­ბი ასა­ხონ. შარ­შან და შარ­შან­წინ გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო აშშ-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათი რი­ცხვი, ვინც არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ემ­ხრო­ბო­და, არა­მედ იმა­საც კი უშ­ვებ­და, რომ აუ­ცილ­ბე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კა სამ­ხედ­რო ძა­ლი­თაც დახ­მა­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნას. წელს ეს რი­ცხვი არ­სე­ბი­თად შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ამი­ტო­მაც რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლებს, ისე - დე­მოკ­რა­ტებს სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უწევთ. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, რომ ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა, ამომ­რჩევ­ლის­თვის გა­დახ­დი­ლი ხარ­კია და სა­ბო­ლო­ოო ბი­უ­ჯეტ­ში უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სო­ლი­დუ­რი პა­კე­ტი მა­ინც მოხ­ვდე­ბა. სხვაგ­ვა­რად, ეს მარ­თლაც არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ კა­ტას­ტრო­ფას გა­მო­იწ­ვევ­და, რაც ლო­გი­კუ­რად, ამე­რი­კამ არ უნდა და­უშ­ვას.

დო­მი­ნოს პრინ­ციპ­ში ვი­გუ­ლის­ხმე ის, რომ თუ აშშ შე­წყვეტს უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, თა­ვის­თა­ვად, ამე­რი­კის კვალ­დაკ­ვალ, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა არ­სე­ბი­თად შემ­ცირ­დე­ბა. ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბა, რომ ახლა რუ­სე­თის­თვის დათ­მო­ბა ნიშ­ნავს მის­თვის მწვა­ნის ან­თე­ბას მო­მა­ვალ­ში უკვე ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, ეს იქ­ნე­ბა მწვა­ნე შუქი ჩი­ნე­თის­თვი­საც ტა­ი­ვა­ნის სა­კი­თხში - ახლა და­სავ­ლე­თი და აშშ თუ უკან და­ი­ხევს, ეს ნიშ­ნავს, რომ შე­სა­ბა­მი­სად, ჩი­ნეთ­საც გზა ხსნი­ლი აქვს ტა­ი­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი არ­გუ­მენ­ტია სა­ი­მი­სოდ, რომ ამე­რი­კამ გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა. არის კი­დევ ერთი თემა, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლებ­ში სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, ეს არის კო­რუფ­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, რომ­ლის გა­მოც სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა ამე­რი­კე­ლე­ბის, ასე­ვე ევ­რო­პე­ლე­ბის მხრი­დან. არის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­კონ­ტროლ­დეს და გა­ნე­იტ­რალ­დეს ის კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სე­რი­ო­ზულ კი­თხვის ნიშ­ნებს უჩენს - სად მი­ე­მარ­თე­ბა და­სავ­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი, სამ­ხედ­რო და ამუ­ნი­ცი­ის დახ­მა­რე­ბის ნა­წი­ლი და ხომ არ ხდე­ბა კო­რუფ­ცი­უ­ლი გზე­ბით მისი და­ტა­ცე­ბა. ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბე­ბი წავა, ამე­რი­კე­ლე­ბი ითხო­ვენ სე­რი­ო­ზულ გა­რან­ტი­ებს, რომ ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ მი­ე­მარ­თოს“.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკ­რა­ი­ნისპრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ერ­თად თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღის, მათ შო­რის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, წარ­მო­ე­ბას და­ი­წყებს. "ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ერ­თად ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის­თვის ახა­ლი თავ­დაც­ვის ეკო­სის­ტე­მის შე­საქ­მნე­ლად, რათა ერ­თად კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­როთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ცო­ცხლის დაც­ვა. ამას ექ­ნე­ბა გლო­ბა­ლუ­რი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი", - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის ლი­დერ­მა.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იმე­დის­მომ­ცემს უწო­დებს.

"მეტ­საც გე­ტყვით - არა მარ­ტო აშშ-მ, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ა­მაც გა­ნა­ცხა­დეს მზა­ო­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო­ე­ბი გა­იხ­სნას რო­გორც თავ­დაც­ვი­თი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის, ასე­ვე მათი გა­რე­მონ­ტე­ბის მიზ­ნით. ფაქ­ტი ისაა, რომ უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა და უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც დას­ჭირ­დე­ბა ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა. და­სავ­ლე­თის­თვი­საც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თია, თუ უკ­რა­ი­ნა თვი­თონ და­ი­წყებს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის წარ­მო­ე­ბას. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს იმე­დის­მომ­ცე­მი ნა­ბი­ჯია: იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უკ­რა­ი­ნა ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ია­რა­ღი ნა­ტოს სამ­ხედ­რო რე­სურსს წა­ად­გე­ბა და თუ უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა დრო­ში გა­და­ვად­და, მას ექ­ნე­ბა იმგვა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთს და­ა­ფიქ­რებს შემ­დგო­მი აგ­რე­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, თუ - არა. გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნი­ში­ვე სა­რე­მონ­ტო ქარ­ხნე­ბის აშე­ნე­ბა და ად­გილ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ია­რა­ღის და მძი­მე ტექ­ნი­კის შე­კე­თე­ბა გა­ცი­ლე­ბით იაფი უჯ­დე­ბა და­სავ­ლეთს, ვიდ­რე მათი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა თუნ­დაც პო­ლო­ნეთ­ში და იქ გა­რე­მონ­ტე­ბა“, - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

ნუ დაიზარებთ, მონახეთ იუთუბში გორდონის ინტერვიუ არესტოვიჩთან და გაიგებთ, რა ხდება სინამდვილეში უკრაინის თავს.

ვაჟა
3

აშშ და რუსეთი ერთნაირი აგრესორი და ჟანდარმია. განსხვავენა ისაა, რომ აშშ უფრო კეთილმოწყობილია და მაგით უხვევს თვალებს ზოგიერთებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ამერიკამ ავღანეთზე საბედისწერო შეცდომა არ უნდა დაუშვას" - რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ-მა უკრაინის ფინანსური დახმარება შეწყვიტოს და რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში?

"ამერიკამ ავღანეთზე საბედისწერო შეცდომა არ უნდა დაუშვას" - რამდენად შესაძლებელია, რომ აშშ-მა უკრაინის ფინანსური დახმარება შეწყვიტოს და რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში?

ხუთშაბათს აშშ-სწარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას და დაამტკიცა. როგორც გამოცემა Politico იუწყება, ეს თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 826 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი. იმის მიუხედავად, რომ ორივე პროექტი დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ კანონპროექტების ცალ-ცალკე განხილვას რუსული პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს.

“რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე,” - განაცხადა დემოკრატმა ადამ სმიტმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვიტეს ამოეღოთ 300 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინისთვის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტიდან და ცალ-ცალკე მიეცათ ხმა. უკრაინის დახმარება პოლიტიკურად სადავო გახდა, რესპუბლიკელებმა შეაფასეს მანევრი უკრაინისთვის ცალკე კანონმდებლობის შესაქმნელად.

"ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ამერიკამ უკრაინასთან მიმართებაში ავღანეთზე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას, რასაც შედეგად, დომინოს პრინციპით, ჯერ კიდევ მოქმედი საერთაშორისო სამართლის, ავად თუ კარგად ფუნქციონირებადი უსაფრთხოების სისტემის, მთელი მსოფლიო რუკის გადაწერა მოჰყვება“, - დაწერა სოციალურ ქსელში უსაფრთხოების ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელიც ambebi.ge-სთან ვრცლად განმარტავს, რა საფრთხეებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას.

"აშშ-ში მიმდინარეობს 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა და ჯერჯერობით ვერ მოხერხდა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეჯერება ბიუჯეტზე. განსაკუთრებით საკამათო გახდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ნაწილი, რაშიც განსაკუთრებით აქტიურობდა ტრამპის მომხრეთა ჯგუფი, თუმცა მათ შორის, ვინც უკრაინის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დემოკრატებიც აღმოჩნდნენ. ამიტომაც ბიუჯეტის მიღებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, დროებით 45-დღიან ბიუჯეტზე შეჯერდნენ, რა დროსაც უნდა მოხერხდეს ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებზე შეთანხმება. პრეზიდენტმა ბაიდენმაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა საბოლოო ბიუჯეტში უკრაინის დახმარების თანხები მოხვდეს. გუშინ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ერთად გადააყენეს სპიკერი კევინ მაკარტი, რომელიც რესპუბლიკელთა მხრიდან უკრაინის დახმარების მხარდამჭერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ მას იმედი ჰქონდა, მაკარტი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ 45 დღის შემდეგ აშშ-ს ბიუჯეტში უკრაინის დახმარებამ თავისი ადგილი ჰპოვოს, რადგან უკრაინის მიტოვება წარმოუდგენელია.

კევინ მაკარტი

ახალ სპიკერს ასარჩევად აუცილებლად დასჭირდება დემოკრატების ხმები.

ახლახან ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სპიკერის კანდიდატად უკვე დაასახელა დონალდ ტრამპი, ვინაიდან ამერიკის კანონმდებლობით სპიკერი შეიძლება იყოს არაკონგრესმენიც (მართალია, მას თითქმის არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იმიჯურად წაადგება).

ავღანეთის თემასთან პარალელი იმიტომ გავავლე, რომ ავღანეთიდან აშშ-ს ფორსირებული გამოსვლა ამერიკის იმიჯისთვის დამანგრეველი იყო, ვინაიდან ბევრისთვის, მათ შორის, ევროპელი პარტნიორებისთვის ამერიკის მოულოდნელი გადაწვტილებით, მძიმე დღეში აღმოჩნდნენ არა მარტო ავღანელების ის ნაწილი, რომელიც ადგილზე აშშ-ს ბაზებთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდა, არამედ ევროპელი პარტნიორებიც, რომლებსაც ნაჩქარევად, მოუმზადებლად და უსაფრთხოების სერიოზული რისკების ქვეშ მოუწიათ ავღანეთის დატოვება. ეს აშშ-ს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო და როცა პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ერთ-ერთი, რასაც მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იყო ის, რომ ამდაგვარი ამერიკა უკრაინის დასაცავად აქტიურ ზომებს არ მიიღებდა. დასავლური პრესაც იმას წერდა, რომ პუტინს მიაჩნდა, რომ უკრაინას დასავლეთი გვერდში არ დაუდგებოდა, ვინაიდან ავღანეთიდან ასეთი გამოსვლა ამერიკის სისუსტედ ჩათვალა.

მაგრამ ავღანეთში ამერიკის მოქმედებები არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას, ეს მართლა გამოიწვევს მსოფლიო რუკის გადაწერას - ჯერ ერთი, საერთოდ ჩამოიშლება ამერიკის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, ეს ძალიან სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და ყველა ტიპის ავტორიტარულ რეჟიმს დაპყრობითი ომების დასაწყებად იმპულსს მისცემს, საერთაშორისო სამართალიც რეალურად შეწყვეტს მოქმედებას და უსაფრთხოების ყველა სახის ბერკეტიც მოიშლება.

ამერიკის პოლიტიკური ელიტა, დარწმუნებული ვარ, ამას ხვდება. თანაც შარშანდელი ბიუჯეტის ფორმირების დროსაც შეიქმნა ამდაგვარი კრიზისი და ამერიკელებს დამატებითი 45-დღიანი ვადით სარგებლობა საბოლოო ბიუჯეტის მიღებამდე ადრეც მოუწიათ, მაგრამ დაძლიეს. წლევანდელ საბიუჯეტო კრიზისს ამძიმებს ის, რომ საარჩევნო წელია და მაშინ, როცა აშშ-ში, მოსახლეობის გამოკითხვებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებას ემხრობა, პოლიტიკოსები იძულებულნი არიან საკუთრ გადაწყვეტილებებში ამომრჩევლის განწყობები ასახონ. შარშან და შარშანწინ გაცილებით მაღალი იყო აშშ-ს საზოგადოებაში მათი რიცხვი, ვინც არა მარტო უკრაინის ფინანსურ დახმარებას ემხრობოდა, არამედ იმასაც კი უშვებდა, რომ აუცილბელობის შემთხვევაში ამერიკა სამხედრო ძალითაც დახმარებოდა უკრაინას. წელს ეს რიცხვი არსებითად შემცირებულია, ამიტომაც როგორც რესპუბლიკელებს, ისე - დემოკრატებს საკუთარი ამომრჩევლის განწყობის გათვალისწინება უწევთ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს წინასაარჩევნო საჩვენებელი დაპირისპირებაა, ამომრჩევლისთვის გადახდილი ხარკია და საბოლოოო ბიუჯეტში უკრაინის ფინანსური დახმარების სოლიდური პაკეტი მაინც მოხვდება. სხვაგვარად, ეს მართლაც არნახული მასშტაბის გეოპოლიტიკურ კატასტროფას გამოიწვევდა, რაც ლოგიკურად, ამერიკამ არ უნდა დაუშვას.

დომინოს პრინციპში ვიგულისხმე ის, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფინანსურ დახმარებას, თავისთავად, ამერიკის კვალდაკვალ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშიც უკრაინის დახმარება არსებითად შემცირდება. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ახლა რუსეთისთვის დათმობა ნიშნავს მისთვის მწვანის ანთებას მომავალში უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განხორციელების მიმართულებით. ასევე, ეს იქნება მწვანე შუქი ჩინეთისთვისაც ტაივანის საკითხში - ახლა დასავლეთი და აშშ თუ უკან დაიხევს, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად, ჩინეთსაც გზა ხსნილი აქვს ტაივანის მიმართულებით.

საბოლოოდ, ძალიან ბევრი არგუმენტია საიმისოდ, რომ ამერიკამ გააგრძელოს უკრაინის დახმარება. არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ამერიკელებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ეს არის კორუფციის მასშტაბები უკრაინაში, რომლის გამოც სერიოზული უკმაყოფილებაა ამერიკელების, ასევე ევროპელების მხრიდან. არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდეს და განეიტრალდეს ის კორუფციული სქემები, რომლებიც მათ სერიოზულ კითხვის ნიშნებს უჩენს - სად მიემართება დასავლური ფინანსური, სამხედრო და ამუნიციის დახმარების ნაწილი და ხომ არ ხდება კორუფციული გზებით მისი დატაცება. ვიდრე უკრაინაში ახალი ფინანსური და სამხედრო დახმარებები წავა, ამერიკელები ითხოვენ სერიოზულ გარანტიებს, რომ ის დანიშნულებისამებრ მიემართოს“.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინისპრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს. "ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ამ ინიციატივას ხათუნა ლაგაზიძე ნებისმიერ შემთხვევაში იმედისმომცემს უწოდებს.

"მეტსაც გეტყვით - არა მარტო აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამაც განაცხადეს მზაობა, რომ უკრაინაში ერთობლივი საწარმოები გაიხსნას როგორც თავდაცვითი იარაღის წარმოების, ასევე მათი გარემონტების მიზნით. ფაქტი ისაა, რომ უკრაინას სჭირდება და უახლოესი წლების განმავლობაშიც დასჭირდება ეს შეიარაღება. დასავლეთისთვისაც გაცილებით ნაკლები ფინანსური ტვირთია, თუ უკრაინა თვითონ დაიწყებს მისთვის აუცილებელი შეიარაღების წარმოებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმედისმომცემი ნაბიჯია: იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატოს წევრი გახდება, უკრაინაში წარმოებული იარაღი ნატოს სამხედრო რესურსს წაადგება და თუ უკრაინის ნატოში გაწევრება დროში გადავადდა, მას ექნება იმგვარი შეიარაღება, რომელიც რუსეთს დააფიქრებს შემდგომი აგრესია განახორციელოს, თუ - არა. გარდა ამისა, უკრაინიშივე სარემონტო ქარხნების აშენება და ადგილზე დაზიანებული იარაღის და მძიმე ტექნიკის შეკეთება გაცილებით იაფი უჯდება დასავლეთს, ვიდრე მათი ტრანსპორტირება თუნდაც პოლონეთში და იქ გარემონტება“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.