პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს მის იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა - სტუმრად თამარის კარზე
თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს მის იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა - სტუმრად თამარის კარზე
  • ბექა ჭი­ჭი­ნა­ძის ბლო­გი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უც­ნო­ბი წყა­რო­ე­ბი

რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვაგ­რო­ვებ წყა­რო­ებს თა­მა­რის სა­სახ­ლის და გა­რე­მოც­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბე­ბიც საკ­მა­ოდ დაწ­ვრი­ლე­ბი­თია, წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რილ­ში გა­დავ­წყვი­ტე მათი მხატ­ვრუ­ლი ფორ­მით გად­მო­ცე­მა, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი ჩა­ნარ­თე­ბის ად­გი­ლი აქ მი­ნი­მა­ლუ­რია და ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის დო­ნე­ზე რჩე­ბა, სხვა მხრივ, ყვე­ლა­ფე­რი ამ ეპო­ქის წყა­რო­ე­ბი­და­ნაა მო­ტა­ნი­ლი.

ტრა­პი­ზო­ნი­დან აფხა­ზე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი ხო­მალ­დე­ბი ზღვა­ზე ავდრი­სას ნა­პი­რის­კენ მი­ი­წე­ვენ და სა­ნა­პი­რო ზო­ლის გას­წვრივ ცუ­რა­ვენ, რათა სა­შიშ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავი ხუ­ფა­თის, ბა­თო­მის ან ფო­თის ნავ­მი­სად­გო­მებს შე­ა­ფა­რონ. ახ­ლაც, ცუდი ტა­რო­სი­სას სა­ნა­პი­როს მახ­ლობ­ლად ხო­მალ­დე­ბის გრძე­ლი და მჭიდ­რო მწკრი­ვი გა­და­ი­ჭი­მა. ჩვენ საფრ­თხე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გვაქვს, მეგ­რულ ოლა­ჭ­კან­დარ­ში ვსხედ­ვართ, ბერ­ძნუ­ლი და გე­ნუ­უ­რი გა­ლე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას უფრო შეკ­რუ­ლი პირი და ვიწ­რო გემ­ბა­ნი აქვს, გო­ბი­ვით, ამი­ტომ შტორმ­ში უფრო სა­ი­მე­დოა. ხო­მალ­დის მე­ნა­ვეთ­მო­ძღვარს მა­ინც შფო­თი ეტყო­ბა, მის­თვი­საც ეც­ნო­ბე­ბი­ნათ ფო­თი­დან უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ქონ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი ხო­მალ­დის გას­ვლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ზღვის ფსკერ­ზე უპო­ვია გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი უფ­ლის მოს­ვლამ­დე. ალექ­სი ბერ­ძენ­თა მე­ფეს მისი ნამ­სხვრე­ვე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად სა­გან­გე­ბო ხო­მალ­დი გა­უგ­ზავ­ნია.

სხვა მხრივ, ზღვა­ზე ნა­ოს­ნო­ბა უსაფრ­თხოა და მე­კობ­რე ნა­ვე­ბის თავ­დას­ხმე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, რად­გა­ნაც ლიხს აქეთ გად­მობ­რძა­ნე­ბი­სას თა­მა­რი ზღვის საქ­მეს სა­გან­გე­ბოდ მო­კი­თხულ ჰყოფს და და­ი­ურ­ვებს ხოლ­მე, ამის გამო, თა­ვად ზღვის­ფერ­თვა­ლე­ბი­ა­ნი თა­მა­რი ბერ­ძენ და ფრანგ მე­ზღვა­უ­რებ­საც კი ზღვის მფარ­ველ კე­თილ გე­ნი­ად მი­აჩ­ნი­ათ და ზურ­გის ქა­რი­სას მას უმ­ღე­რი­ან ხოლ­მე.

ტრა­პი­ზო­ნი­დან ხუ­ფა­თამ­დე ნა­პირ­ნა­პირ ვი­ა­რეთ, ხუ­ფათს როცა გა­ვუს­წორ­დით, თვა­ლი ვკი­დეთ ამ "ცო­ტა­სა მარა ტურ­ფა­სა“ სა­ზღვაო ქა­ლაქს, რო­მე­ლიც ერთი ხანი ბერ­ძნებს ჰქონ­დათ გა­ტა­ნი­ლი, შე­უ­პო­ვარ­მა ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლატ­მა კა­ტა­პულ­ტე­ბით შე­ლე­წა მისი ზღუ­დე­ე­ბი და ასე და­იბ­რუ­ნა ეს სა­ზღვაო კა­რიბ­ჭე. ხუ­ფა­თის სა­ნა­პი­როს­თან ზურ­გის ქარ­მა და­ბე­რა, ყვე­ლამ დავ­ლო­ცეთ თა­მა­რის სვე და ჩვენ­მა ოლა­ჭ­კან­დარ­მა ზღვის პი­რი­დან სიღ­რმის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლა, რათა ანა­კო­ფის ნავ­სად­გურ­ში უფრო სწრა­ფად ჩა­სუ­ლი­ყო.

გამ­თე­ნი­ი­სას უკვე გა­მოჩ­ნდა დი­დე­ბუ­ლი სა­ზღვაო ქა­ლა­ქის - ანა­კო­ფის მქრქა­ლი ხა­ზე­ბი, რო­მე­ლიც ან­ტი­კუ­რი და მე­დი­ე­ვა­ლუ­რი სტი­ლე­ბის სა­ო­ცა­რი კომ­ბი­ნა­ცი­აა, ზღვის ერ­თფე­როვ­ნე­ბით დაღ­ლილ თვალს ერ­თბა­შად იტა­ცებს მისი თა­ღე­ბის მა­ღა­ლი და გრძე­ლი მწკრი­ვი. ქა­ლა­ქის ნახ­ვი­სას ხო­მალ­დზე მყოფ­მა ერ­თმა რუ­მელ­მა თურ­ქმა ვა­ჭარ­მა გემ­ბა­ნი­დან ყელი წა­იგ­რძე­ლა და ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა: "ბილ­კის მემ­ლე­ქეთ !“ თურ­ქე­ბი თა­მარს სა­ბას გან­თქმუ­ლი გრძნე­უ­ლი დე­დოფ­ლის სა­ხელს ეძახ­დნენ, თით­ქოს თა­მარ­საც მხო­ლოდ გრძნე­ბით ეძ­ლი­ოს მათი სულ­თა­ნი.

ნავ­სად­გურ­ში შეს­ვლი­სას ხო­მალ­დის მდივ­ნებ­მა სწრა­ფად აღ­წე­რეს შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ქო­ნე­ლი, სა­მე­ფო წილი გა­და­დეს და მა­ლე­ვე გავ­თა­ვი­სუფ­ლდით.

იმე­დი გვქონ­და მე­ფეს ცხუმ­ში ან ანა­კოფ­ში ვნა­ხავ­დით, რად­გა­ნაც ზამ­თა­რი იყო და წე­სი­სა­მებრ ის სწო­რედ აფხა­ზეთ­ში იზამ­თრებ­და, მაგ­რამ ამ ჯერ­ზე შე­ვი­ტყვეთ, რომ აფხა­ზე­თის ნი­კოფ­სამ­დე მო­ხილ­ვის შემ­დეგ თა­მა­რი მა­ლე­ვე თბი­ლისს გაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. გა­ვემ­ზა­დეთ თბი­ლისს წა­სას­ვლე­ლად. აფხა­ზეთ­ში თბი­ლი ზამ­თა­რი იცის, ამი­ტო­მაც ბაგ­რა­ტი­ონ­თა ზამ­თრის სად­გუ­რი აქაა. მიწა მდი­და­რია ნა­ყო­ფე­ბით, პი­რუ­ტყვით და კარ­გი ღვი­ნით. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჰა­ე­რით და უხვი საზ­რდო­თი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბი თხე­ლი აგე­ბუ­ლე­ბის არი­ან და თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ში მეგ­რე­ლებს ჰგვა­ნან, ბრწყინ­ვა­ლე ქსო­ვი­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა იცი­ან, თა­ვი­ან­თი მსუ­ბუ­ქი და მოქ­ნი­ლი სხე­უ­ლე­ბით კოხ­ტად ატა­რე­ბენ აბ­რე­შუ­მის ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლის სა­მო­სებს, ვარ­ცხნი­ლო­ბად მა­თაც, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტონ­ზუ­რა აქვთ, ანუ კო­ჭი­კუ­რი, ოთხკუ­თხად ამო­პარ­სუ­ლი თხე­მი.

თა­მა­რის ლაშ­ქარ­ში აფხა­ზე­ბი მარ­ჯვე­ნა ფრთა­ზე არი­ან გან­წე­სე­ბუ­ლი, მხდა­ლი არ ეთ­ქმით, მაგ­რამ ბა­სი­ა­ნი­სა და შამ­ქო­რის დიდ ომებ­ში თავი მა­ინ­ცა­და­მა­ინც არ უსა­ხე­ლე­ბი­ათ, ზოგი ამ­ბობს, გუ­ლოვ­ნო­ბით მესხნი, ფხით მეგ­რელ­ნი, სიმ­დიდ­რით კი სომ­ხი­თარ­ნი ჩრდი­ლა­ვე­ნო, მაგ­რამ თუკი ხმე­ლე­თის ლო­მე­ბი მეს­ხე­ბი არი­ან, ზღვა­ზე ასე­თე­ბად აფხა­ზებს იც­ნო­ბენ, ტრა­პი­ზონს გა­ლაშ­ქრე­ბი­სას თა­მარ­მა ქარ­თველ­თა სახ­მე­ლე­თო ჯარს ზღვით ფლო­ტიც გა­ა­ყო­ლა და იქ მეტი ას­პა­რე­ზი მი­ე­ცა აფხაზ­თა სიქ­ვე­ლეს.

აფხა­ზე­თი­დან სა­მეგ­რე­ლოს­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბი­თაა მო­ცუ­ლი, მრავ­ლად მი­მობ­ნე­უ­ლი დიდი სოფ­ლე­ბით გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლი.

ხმე­ბია დაყ­რი­ლი რომ თა­მა­რის მოყ­მე­თა შო­რის იმი­ერ­ნი, ანუ დას. სა­ქარ­თვე­ლოს რა­ინ­დო­ბა მე­ფის ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ამ სი­ამ­ტკბი­ლო­ბამ­დე, რუ­სის გან­დგო­მი­სას თა­მარს მთე­ლი ლიხ­თი­მე­რი გა­და­უდ­გა და ხე­ლის მა­ღალ უფალ­თან აქ ბიჭ­ვინ­თე­ლი კა­თა­ლი­კო­სი­სა და ქუ­თა­თე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის მეტი მე­ფის ერ­თგუ­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­წყე­ნად თა­მარს ის და­ურ­ჩა რომ გან­დგო­მი­ლებ­მა გა­დაწ­ვეს მისი ერ­თგუ­ლი ქა­ლა­ქი ოძრხე, თმოგვზეც იმა­ვეს ეცად­ნენ მაგ­რამ თა­მა­რის ლაშ­ქარ­მა იმ­ძლავ­რა ბო­ლოს და უხ­ვად გა­ღე­ბუ­ლი სის­ხლის ფას­ში სა­მე­ფო გა­ნუ­ხეთ­ქე­ლად და­იც­ვა. ქუ­თა­ი­სი­დან ცხუ­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ლიხთ იმი­ერ მოყ­მე­თა გუნდს გა­და­ვა­წყდით, მეგ­რე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცხენ­კა­ცი­ა­ნად სრუ­ლად იყ­ვნენ შე­აბ­ჯრუ­ლე­ბი, მათ­გან ზო­გი­ერ­თი ატა­რებ­და მა­ღალ წაწ­ვე­ტე­ბულ ქუდს, თვა­ლებ­თან ჩა­მო­ფხა­ტულს და გრძელ ნაწ­ნა­ვებს, ეს სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბა მო­ნუ­მენ­ტუ­რო­ბი­სა და ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბის ელე­გან­ტურ ნა­ზავს იძ­ლე­ო­და, ჩანს, ამი­ტო­მაც გავ­რცელ­და ის ქედ­მა­ღალ ბი­ზან­ტი­ურ არის­ტოკ­რა­ტი­ა­შიც.

თვალ­სა­ჩი­ნოა დიდ მდი­ნა­რე­ებ­ზე გა­დე­ბუ­ლი კე­თილ­ნა­შე­ნი ხი­დე­ბის სიმ­რავ­ლე. ეს შიშ­ვე­ლი რკა­ლი კი არ არის, არა­მედ ერ­თგვა­რი ბალ­და­ხი­ნით და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი - კა­მა­რად შეკ­რუ­ლი ძე­ლე­ბის მა­ღა­ლი თაღი, რაც მას­ზე გავ­ლას უფრო უსაფრ­თხო­სა და შთა­მა­გო­ნე­ბელს ქმნის.

ანა­კო­ფი­დან რი­ო­ნამ­დე ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­ა­რეთ, ჭა­ო­ბებ­ში გაჭ­რილ მოკ­ლე­ებ­ზე გავ­ლა­ში დიდი ჯაფა დაგ­ვად­გა, ჰა­ე­რი ხშუ­ლი იყო და მავ­ნე, კუ­ლა­რო­პთან რი­ო­ნის სა­ნა­პი­როს მი­ვაღ­წი­ეთ, მდი­ნა­რე გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო ქუ­თა­ი­სი­დან ფოთს, ანა­კოფს, ცხომს თუ ხუ­ფათს მი­მა­ვა­ლი მოზ­რდი­ლი ხო­მალ­დე­ბი­თა და ნა­ვე­ბით.

რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ვჩ­ქა­რობ­დით თბი­ლისს ჩას­ვლას, სწრა­ფად გა­დავ­ცუ­რეთ რი­ო­ნი სა­ნა­ოს­ნო მო­ნაკ­ვე­თამ­დე, გარ­დი­გარ­დმო ბევ­რი სა­ვაჭ­რო დაბა და პა­ტა­რა ქა­ლა­ქი გვხდე­ბო­და. სა­ნა­ოს­ნო გზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში შე­უს­ვლე­ლად გა­ვე­მარ­თეთ თბი­ლი­სის­კენ. თავს ავა­რი­დებ ყვე­ლა იმ ფე­რა­დე­ბის აღ­წე­რას, რაც ისან­თა სა­სახ­ლემ­დე მოღ­წე­ვამ­დის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ა­როს, გა­მო­ცა­დოს და გა­სინ­ჯოს უცხო თვალ­მა. აფხა­ზე­თი­დან გა­მომ­გზავ­რე­ბის მე­ო­ცე დღეს თბი­ლის­ში ვი­ყა­ვით.

თა­მა­რის სა­მე­ფო სა­სახ­ლე დიდ­შე­ნია და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი, სა­მე­ფო სი­დი­ა­დის გარ­და ამას წმინ­და სა­ჭი­რო­ე­ბი­თი მხა­რეც აქვს, მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მსა­ხუ­რებ­თან ერ­თად დი­დე­ბუ­ლე­ბიც უმე­ტე­სად დროს თა­მა­რის კარ­ზე ატა­რე­ბენ.

სა­მე­ფო სა­სახ­ლეს ჭეშ­მა­რი­ტად მე­ფურ იერს სძე­ნენ მრავ­ლად და­ტა­ნე­ბუ­ლი კოშ­კე­ბი, თა­ღე­ბით შეკ­რუ­ლი სვე­ტე­ბი და კა­რიბ­ჭის სტო­ე­ბი.

სა­სახ­ლეს ძირს, ძა­ლი­ან ახ­ლოს, წყა­ლი ჩა­უ­დის. გან­სა­კუთ­რე­ბულ დი­დე­ბუ­ლე­ბას თა­მა­რის სა­სახ­ლეს სძე­ნენ დიდი და მშვე­ნი­ე­რი ბა­ღე­ბი ("მტილ-სა­მო­თხე­ნი“), ფი­ლო­პა­ტი, ანუ იშ­ვი­ა­თი ცხო­ვე­ლე­ბის ნაკ­რძა­ლი, სა­დაც სხვა­თა შო­რის ალა­დინ სულ­თნი­სა­გან მო­ძღვნი­ლი სპი­ლოს და შარ­ვან­შა­სა­გან მოგ­ვრი­ლი ლო­მის ნახ­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და ბევრ სხვა ეგ­ზო­ტი­კურ ცხო­ველ­თან და ფრინ­ველ­თან ერ­თად.

სა­სახ­ლეს ამ­შვე­ნებ­დნენ აუ­ზე­ბი ("ავა­ზან­ნი“) და ფარ­თო იპოდ­რო­მი ("გან­ხმუ­ლი იპოდ­რო­მი“), რო­მელ­თაც ეს­დენ აქე­ბენ მე­ფის მე­ხოტ­ბე­ნი და მე­მა­ტი­ა­ნე­ნი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
2

ხო ხო ხო ხო,რას შვება გრანტი?! არა ბექაჯან?

ვახტანგი -71
4

თამარ მეფე იყო საქართველოს სამეფოს პირველი ქალი მმართველი 1184 წლის 27 მარტიდან გარდაცვალებამდე, 1213 წლის 18 იანვრამდე.

მისი მეფობის პერიოდს "ოქროს ხანა" ეწოდა, როდესაც სამეფომ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.

ის იყო გიორგი III-ისა და ბურდუხანის ქალიშვილი, რომელიც თავის მხრივ იყო ოსთა მეფის ხუდდანის ასული.

თამარ მეფის მეორე მეუღლე იყო დავით სოსლანი, რომელიც ერთ-ერთი მოსაზრებით იყო ოსეთის მეფე ბაგრატიონთა საგვარეულოდან.

მათი შვილი გიორგი IV ლაშა მეფობდა 1213-1223 წლებში. ის 1220 წელს მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.

პ.ს. რაც შეეხება საქართველოს მეფეთა ეროვნებებსა და წარმომავლობას.

ისინი ეკუთვნიან ბაგრატიონების დინასტიას, ისევე როგორც სომხეთის მეფეები, რომლებიც ეკუთვნიან ბაგრატიდების დინასტიას...

გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III იყო გურგენ მეფეთა მეფისა (ქართველი) და გურანდუხტ დედოფლის (აფხაზი) შვილი.

ასე, რომ საქართველოს მეფეებში ჩქეფდა ქართველების, სომხების, აფხაზებისა და ოსების სისხლი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს მის იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა - სტუმრად თამარის კარზე

თამარს ლაღი და უკადრი ხასიათიც აქვს, ძალიან უყვარს მის იპოდრომზე მოყმეთა ასპარეზობების მოწყობა - სტუმრად თამარის კარზე
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები

რამდენიმე წელია ვაგროვებ წყაროებს თამარის სასახლის და გარემოცვის შესახებ, რომელთა ჩვენებებიც საკმაოდ დაწვრილებითია, წინამდებარე წერილში გადავწყვიტე მათი მხატვრული ფორმით გადმოცემა, მაგრამ მხატვრული ჩანართების ადგილი აქ მინიმალურია და ძირითადად მხოლოდ შთაბეჭდილებების დონეზე რჩება, სხვა მხრივ, ყველაფერი ამ ეპოქის წყაროებიდანაა მოტანილი.

ტრაპიზონიდან აფხაზეთისკენ მიმავალი ხომალდები ზღვაზე ავდრისას ნაპირისკენ მიიწევენ და სანაპირო ზოლის გასწვრივ ცურავენ, რათა საშიშროების შემთხვევაში თავი ხუფათის, ბათომის ან ფოთის ნავმისადგომებს შეაფარონ. ახლაც, ცუდი ტაროსისას სანაპიროს მახლობლად ხომალდების გრძელი და მჭიდრო მწკრივი გადაიჭიმა. ჩვენ საფრთხე ყველაზე ნაკლები გვაქვს, მეგრულ ოლაჭკანდარში ვსხედვართ, ბერძნული და გენუური გალერებისგან განსხვავებით მას უფრო შეკრული პირი და ვიწრო გემბანი აქვს, გობივით, ამიტომ შტორმში უფრო საიმედოა. ხომალდის მენავეთმოძღვარს მაინც შფოთი ეტყობა, მისთვისაც ეცნობებინათ ფოთიდან უძვირფასესი საქონლით დატვირთული ხომალდის გასვლის შესახებ, რომელსაც ზღვის ფსკერზე უპოვია განსასვენებელი უფლის მოსვლამდე. ალექსი ბერძენთა მეფეს მისი ნამსხვრევების მოსაძიებლად საგანგებო ხომალდი გაუგზავნია.

სხვა მხრივ, ზღვაზე ნაოსნობა უსაფრთხოა და მეკობრე ნავების თავდასხმებისაგან თავისუფალი, რადგანაც ლიხს აქეთ გადმობრძანებისას თამარი ზღვის საქმეს საგანგებოდ მოკითხულ ჰყოფს და დაიურვებს ხოლმე, ამის გამო, თავად ზღვისფერთვალებიანი თამარი ბერძენ და ფრანგ მეზღვაურებსაც კი ზღვის მფარველ კეთილ გენიად მიაჩნიათ და ზურგის ქარისას მას უმღერიან ხოლმე.

ტრაპიზონიდან ხუფათამდე ნაპირნაპირ ვიარეთ, ხუფათს როცა გავუსწორდით, თვალი ვკიდეთ ამ "ცოტასა მარა ტურფასა“ საზღვაო ქალაქს, რომელიც ერთი ხანი ბერძნებს ჰქონდათ გატანილი, შეუპოვარმა ბაგრატ კურაპალატმა კატაპულტებით შელეწა მისი ზღუდეები და ასე დაიბრუნა ეს საზღვაო კარიბჭე. ხუფათის სანაპიროსთან ზურგის ქარმა დაბერა, ყველამ დავლოცეთ თამარის სვე და ჩვენმა ოლაჭკანდარმა ზღვის პირიდან სიღრმისკენ გადაინაცვლა, რათა ანაკოფის ნავსადგურში უფრო სწრაფად ჩასულიყო.

გამთენიისას უკვე გამოჩნდა დიდებული საზღვაო ქალაქის - ანაკოფის მქრქალი ხაზები, რომელიც ანტიკური და მედიევალური სტილების საოცარი კომბინაციაა, ზღვის ერთფეროვნებით დაღლილ თვალს ერთბაშად იტაცებს მისი თაღების მაღალი და გრძელი მწკრივი. ქალაქის ნახვისას ხომალდზე მყოფმა ერთმა რუმელმა თურქმა ვაჭარმა გემბანიდან ყელი წაიგრძელა და ამოილუღლუღა: "ბილკის მემლექეთ !“ თურქები თამარს საბას განთქმული გრძნეული დედოფლის სახელს ეძახდნენ, თითქოს თამარსაც მხოლოდ გრძნებით ეძლიოს მათი სულთანი.

ნავსადგურში შესვლისას ხომალდის მდივნებმა სწრაფად აღწერეს შემოტანილი საქონელი, სამეფო წილი გადადეს და მალევე გავთავისუფლდით.

იმედი გვქონდა მეფეს ცხუმში ან ანაკოფში ვნახავდით, რადგანაც ზამთარი იყო და წესისამებრ ის სწორედ აფხაზეთში იზამთრებდა, მაგრამ ამ ჯერზე შევიტყვეთ, რომ აფხაზეთის ნიკოფსამდე მოხილვის შემდეგ თამარი მალევე თბილისს გაბრუნებულა. გავემზადეთ თბილისს წასასვლელად. აფხაზეთში თბილი ზამთარი იცის, ამიტომაც ბაგრატიონთა ზამთრის სადგური აქაა. მიწა მდიდარია ნაყოფებით, პირუტყვით და კარგი ღვინით. შესანიშნავი ჰაერით და უხვი საზრდოთი დაჯილდოებული აფხაზები თხელი აგებულების არიან და თითქმის ყველაფერში მეგრელებს ჰგვანან, ბრწყინვალე ქსოვილების დამზადება იციან, თავიანთი მსუბუქი და მოქნილი სხეულებით კოხტად ატარებენ აბრეშუმის ძვირფასი ქსოვილის სამოსებს, ვარცხნილობად მათაც, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ტონზურა აქვთ, ანუ კოჭიკური, ოთხკუთხად ამოპარსული თხემი.

თამარის ლაშქარში აფხაზები მარჯვენა ფრთაზე არიან განწესებული, მხდალი არ ეთქმით, მაგრამ ბასიანისა და შამქორის დიდ ომებში თავი მაინცადამაინც არ უსახელებიათ, ზოგი ამბობს, გულოვნობით მესხნი, ფხით მეგრელნი, სიმდიდრით კი სომხითარნი ჩრდილავენო, მაგრამ თუკი ხმელეთის ლომები მესხები არიან, ზღვაზე ასეთებად აფხაზებს იცნობენ, ტრაპიზონს გალაშქრებისას თამარმა ქართველთა სახმელეთო ჯარს ზღვით ფლოტიც გააყოლა და იქ მეტი ასპარეზი მიეცა აფხაზთა სიქველეს.

აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ მიმავალი გზები წარმტაცი ბუნებითაა მოცული, მრავლად მიმობნეული დიდი სოფლებით გამხიარულებული.

ხმებია დაყრილი რომ თამარის მოყმეთა შორის იმიერნი, ანუ დას. საქართველოს რაინდობა მეფის ერთგულებით გამოირჩევა, თუმცა ამ სიამტკბილობამდე, რუსის განდგომისას თამარს მთელი ლიხთიმერი გადაუდგა და ხელის მაღალ უფალთან აქ ბიჭვინთელი კათალიკოსისა და ქუთათელი მთავარეპისკოპოსის მეტი მეფის ერთგული არავინ დარჩენილა. განსაკუთრებით საწყენად თამარს ის დაურჩა რომ განდგომილებმა გადაწვეს მისი ერთგული ქალაქი ოძრხე, თმოგვზეც იმავეს ეცადნენ მაგრამ თამარის ლაშქარმა იმძლავრა ბოლოს და უხვად გაღებული სისხლის ფასში სამეფო განუხეთქელად დაიცვა. ქუთაისიდან ცხუმისკენ მიმავალ გზაზე ლიხთ იმიერ მოყმეთა გუნდს გადავაწყდით, მეგრელები უნდა ყოფილიყვნენ, ცხენკაციანად სრულად იყვნენ შეაბჯრულები, მათგან ზოგიერთი ატარებდა მაღალ წაწვეტებულ ქუდს, თვალებთან ჩამოფხატულს და გრძელ ნაწნავებს, ეს სწორხაზოვნება მონუმენტურობისა და ქარიზმატულობის ელეგანტურ ნაზავს იძლეოდა, ჩანს, ამიტომაც გავრცელდა ის ქედმაღალ ბიზანტიურ არისტოკრატიაშიც.

თვალსაჩინოა დიდ მდინარეებზე გადებული კეთილნაშენი ხიდების სიმრავლე. ეს შიშველი რკალი კი არ არის, არამედ ერთგვარი ბალდახინით დაბოლოებული - კამარად შეკრული ძელების მაღალი თაღი, რაც მასზე გავლას უფრო უსაფრთხოსა და შთამაგონებელს ქმნის.

ანაკოფიდან რიონამდე ძალიან სწრაფად ვიარეთ, ჭაობებში გაჭრილ მოკლეებზე გავლაში დიდი ჯაფა დაგვადგა, ჰაერი ხშული იყო და მავნე, კულაროპთან რიონის სანაპიროს მივაღწიეთ, მდინარე გადატვირთული იყო ქუთაისიდან ფოთს, ანაკოფს, ცხომს თუ ხუფათს მიმავალი მოზრდილი ხომალდებითა და ნავებით.

რადგანაც ძალიან ვჩქარობდით თბილისს ჩასვლას, სწრაფად გადავცურეთ რიონი სანაოსნო მონაკვეთამდე, გარდიგარდმო ბევრი სავაჭრო დაბა და პატარა ქალაქი გვხდებოდა. სანაოსნო გზის დასრულების შემდეგ ქუთაისში შეუსვლელად გავემართეთ თბილისისკენ. თავს ავარიდებ ყველა იმ ფერადების აღწერას, რაც ისანთა სასახლემდე მოღწევამდის შეიძლება გამოიაროს, გამოცადოს და გასინჯოს უცხო თვალმა. აფხაზეთიდან გამომგზავრების მეოცე დღეს თბილისში ვიყავით.

თამარის სამეფო სასახლე დიდშენია და კეთილმოწყობილი, სამეფო სიდიადის გარდა ამას წმინდა საჭიროებითი მხარეც აქვს, მრავალრიცხოვან მსახურებთან ერთად დიდებულებიც უმეტესად დროს თამარის კარზე ატარებენ.

სამეფო სასახლეს ჭეშმარიტად მეფურ იერს სძენენ მრავლად დატანებული კოშკები, თაღებით შეკრული სვეტები და კარიბჭის სტოები.

სასახლეს ძირს, ძალიან ახლოს, წყალი ჩაუდის. განსაკუთრებულ დიდებულებას თამარის სასახლეს სძენენ დიდი და მშვენიერი ბაღები ("მტილ-სამოთხენი“), ფილოპატი, ანუ იშვიათი ცხოველების ნაკრძალი, სადაც სხვათა შორის ალადინ სულთნისაგან მოძღვნილი სპილოს და შარვანშასაგან მოგვრილი ლომის ნახვაც შეიძლებოდა ბევრ სხვა ეგზოტიკურ ცხოველთან და ფრინველთან ერთად.

სასახლეს ამშვენებდნენ აუზები ("ავაზანნი“) და ფართო იპოდრომი ("განხმული იპოდრომი“), რომელთაც ესდენ აქებენ მეფის მეხოტბენი და მემატიანენი. გააგრძელეთ კითხვა