მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ თუ პუტინი ამ ქვეყანაში ჩავა, უნდა დააკავონ
სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ თუ პუტინი ამ ქვეყანაში ჩავა, უნდა დააკავონ

სომ­ხე­თის ეროვ­ნულ­მა ასამ­ბლე­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს რო­მის სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბა დადო.

შე­გახ­სე­ნებთ, 2023 წლის 17 მარტს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ გას­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­სარ მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი.

სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, პუ­ტი­ნი და ლვო­ვა-ბე­ლო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ომის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ზე - უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ა­ზე.

თუკი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი "რო­მის სტა­ტუ­ტის" ხელ­მომ­წერ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩავა, იგი უნდა და­ა­კა­ვონ.

მა­ნამ­დე, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ერე­ვა­ნი გა­აფრ­თხი­ლა, რომ რო­მის სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას სომ­ხეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, რო­მის სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა არ არის.

მისი თქმით, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა აპი­რებს მი­მარ­თოს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მიზ­ნით, კერ­ძოდ, 2022 წლის სექ­ტემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და სხვა ეპი­ზო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
0

ზაზა-ს როცა ადამიანს მტერ-მოყვარის გარჩევა არ შეუძლია, მაშინაამისი საქმე ცუდად.

სამართალი
9

რუსეთის გაღიზიანება მაშინ, როცა ისედაც ძლიერ აზერბაიჯანს თურქეთი ეხმარება, რანდენად გამართლებულია ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ თუ პუტინი ამ ქვეყანაში ჩავა, უნდა დააკავონ

სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ თუ პუტინი ამ ქვეყანაში ჩავა, უნდა დააკავონ

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება განახორციელა და მისი გადაწყვეტილებების შესრულების პირობა დადო.

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.

სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

თუკი ვლადიმირ პუტინი "რომის სტატუტის" ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი გააფრთხილა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.