მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევის წინადადებას განიხილავს
რომის პაპი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევის წინადადებას განიხილავს

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბის კურ­თხე­ვას გა­ნი­ხი­ლავს. კარ­დი­ნა­ლე­ბის ჯგუფ­მა მას სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უფრო ცხა­დი პა­სუ­ხის გა­ცე­მა სთხო­ვა, რა­ზეც ფრან­ცის­კემ უპა­სუ­ხა, რომ კურ­თხე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი მო­თხოვ­ნა "პას­ტო­რა­ლუ­რი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით" უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს.

"ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­ვით, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ უარ­ყო­ფენ, გან­კი­ცხა­ვენ და გა­ნაგ­დე­ბენ".

პაპ­მა დას­ძი­ნა, რომ ეკ­ლე­სია ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას კვლავ "ობი­ექ­ტუ­რად ცოდ­ვად" აღი­ა­რებს, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სებს გა­ნი­ხი­ლავს.

მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის ბელ­გი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში, მღვდლებს უკვე აქვთ უფ­ლე­ბა, ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სას წყვი­ლი აკურ­თხონ, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქი­ის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ზი­ცია, დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

კურ­თხე­ვის თხოვ­ნა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, რო­მის პაპ­მა თქვა, რომ ეკ­ლე­სი­ას ეს­მის, რომ ქორ­წი­ნე­ბა არის "ექ­სკლუ­ზი­უ­რი, სტა­ბი­ლუ­რი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი კავ­ში­რი მა­მა­კაც­სა და ქალს შო­რის" და უნდა მო­ე­რი­დოს "ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის რი­ტუ­ალს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ რწმე­ნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს", მაგ­რამ ფრან­ცის­კეს აზ­რით, დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა, არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია.

პაპ­მა ფრან­ცის­კემ მი­ა­ნიშ­ნა, რომ კურ­თხე­ვის თხოვ­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს:

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში შე­საძ­ლოა პას­ტო­რა­ლუ­რი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნა­წი­ლი იყოს, არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნორ­მად იქ­ცეს. კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თა­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ი­ცავ­დეს ყვე­ლა­ფერს",- დას­ძი­ნა მან.

პა­პის თქმით, ეკ­ლე­სია ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას "ყო­ველ­თვის სი­კე­თით, მოთ­მი­ნე­ბით, გა­გე­ბით, ნა­ზად და გა­მამ­ხნე­ვებ­ლად უნდა მო­ე­კი­დოს".

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
1

გადაყვება ამ გადაწყვეტილებას მისი კარიერაც

Sniper
0

იყონ ერთად ქალი და ქალი, კაცი და კაცი. რისი კურთხევა უნდათ? მაინცდამაინც ჯვრისწერა უნდათ? თუ დახმარება მადლია, ცოდვას და მადლს ერთ ტაფაში რატომ ხარშავ? რა აუცილებელია ეკლესიური დაკანონება? ხელი მოაწერონ და იქნებიან სამოქალაქო ქორწინებაში. ქრისტეც უნდათ და მრუშობაც? ამაზე საერთოდ რატომ საუბრობს კათოლიკური ეკლესია? ამ სარწმუნოების ხალხს ისევ მუსლიმი მირჩევნია მეგობრად, რადგან ისინი ასეთ უმსგავსობას არ ქადაგებენ (რადიკალებს არ ვგულისხმობ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რომის პაპი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევის წინადადებას განიხილავს

რომის პაპი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევის წინადადებას განიხილავს

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას განიხილავს. კარდინალების ჯგუფმა მას საკითხთან დაკავშირებით უფრო ცხადი პასუხის გაცემა სთხოვა, რაზეც ფრანცისკემ უპასუხა, რომ კურთხევის ნებისმიერი მოთხოვნა "პასტორალური კეთილშობილებით" უნდა განიხილებოდეს.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოსამართლეებივით, რომლებიც მხოლოდ უარყოფენ, განკიცხავენ და განაგდებენ".

პაპმა დასძინა, რომ ეკლესია ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კვლავ "ობიექტურად ცოდვად" აღიარებს, თუმცა გამონაკლისებს განიხილავს.

მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბელგიასა და გერმანიაში, მღვდლებს უკვე აქვთ უფლება, ერთსქესიანი ქორწინებისას წყვილი აკურთხონ, მაგრამ ეკლესიის იერარქიის უმაღლესი წარმომადგენლების პოზიცია, დღემდე გაურკვეველი რჩება.

კურთხევის თხოვნაზე საპასუხოდ, რომის პაპმა თქვა, რომ ეკლესიას ესმის, რომ ქორწინება არის "ექსკლუზიური, სტაბილური და განუყოფელი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" და უნდა მოერიდოს "ნებისმიერი სახის რიტუალს, რომელიც შესაძლოა ამ რწმენას ეწინააღმდეგებოდეს", მაგრამ ფრანცისკეს აზრით, დახმარებაზე უარის თქმა, არაქრისტიანულია.

პაპმა ფრანცისკემ მიანიშნა, რომ კურთხევის თხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს:

"გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა პასტორალური წინდახედულობის ნაწილი იყოს, არაა აუცილებელი ნორმად იქცეს. კანონიკური სამართალი შეუძლებელია მოიცავდეს ყველაფერს",- დასძინა მან.

პაპის თქმით, ეკლესია ადამიანებთან ურთიერთობას "ყოველთვის სიკეთით, მოთმინებით, გაგებით, ნაზად და გამამხნევებლად უნდა მოეკიდოს".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა