სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგან მარკლი კალიფორნიის შტატის სენატორობისთვის იბრძოლებს?
მეგან მარკლი კალიფორნიის შტატის სენატორობისთვის იბრძოლებს?

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ, მე­გან მარ­კლმა შე­საძ­ლოა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის სე­ნა­ტო­რო­ბის­თვის იბ­რძო­ლოს, ეს პო­ზი­ცია მას მერე გახ­და ვა­კან­ტუ­რი, რაც სე­ნა­ტო­რი და­ი­ან ფა­ინშტა­ი­ნი გა­სულ კვი­რას, 90 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, - ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail წერს.

გა­მო­ცე­მა, ამას მა­ინც ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნელს უწო­დებს, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ეს არც ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მაა.

"მე­გა­ნის ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მოს­ვლა ცოტა უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იმ სი­გი­ჟის ფონ­ზე, რაც დღეს აშშ-ს პო­ლი­ტი­კა­ში ხდე­ბა, ეს არც ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. უფრო გი­ჟუ­რი რა­მე­ე­ბიც მომ­ხდა­რა", - ამ­ბობს ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, გე­ვინ ნი­უსო­მი.

მე­გან მარ­კლი პრინც ჰა­რის­თან ერ­თად ლოს ან­ჯე­ლეს­ში 2020 წელს დაბ­რუნ­და და წყვილ­მა მა­ლე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მე­ფო ოჯახ­თან ერ­თად თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აღარ აპი­რებ­დნენ. მას შემ­დეგ, წყვილს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ამის გამო იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი­ან მათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­კლის­თვის არც ისე­თი უცხოა პო­ლი­ტი­კა: ის 2021 წელს კონ­გრე­სის დე­მოკ­რა­ტი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ლო­ბი­რებ­და, ასე­ვე მხარს უჭერ­და ია­რა­ღის უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­გო­რი­ცაა Moms Demand Action. 2022 წელს მარ­კლი უვალ­დეს და­წყე­ბით სკო­ლას მა­სობ­რი­ვი სრო­ლი­დან ორი დღის შემ­დეგ ეწ­ვია, რათა მსხვერ­პლთა ოჯა­ხე­ბის­თვის სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ე­ხა­ტა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ცბიერი იხვი!

P.S.
1

ებიჯოოოოო სად ხაარ რამდენი ხანია ამას ველიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მეგან მარკლი კალიფორნიის შტატის სენატორობისთვის იბრძოლებს?

მეგან მარკლი კალიფორნიის შტატის სენატორობისთვის იბრძოლებს?

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა შესაძლოა კალიფორნიის შტატის სენატორობისთვის იბრძოლოს, ეს პოზიცია მას მერე გახდა ვაკანტური, რაც სენატორი დაიან ფაინშტაინი გასულ კვირას, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემა, ამას მაინც ნაკლებად მოსალოდნელს უწოდებს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის ეს არც ისეთი წარმოუდგენელი რამაა.

"მეგანის ამ პოზიციაზე მოსვლა ცოტა უცნაურია, მაგრამ იმ სიგიჟის ფონზე, რაც დღეს აშშ-ს პოლიტიკაში ხდება, ეს არც ისეთი წარმოუდგენელია. უფრო გიჟური რამეებიც მომხდარა", - ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი, გევინ ნიუსომი.

მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად ლოს ანჯელესში 2020 წელს დაბრუნდა და წყვილმა მალევე განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან ერთად თავიანთი მოვალეობების შესრულებას აღარ აპირებდნენ. მას შემდეგ, წყვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს სამეფო ოჯახის წევრებთან და ამის გამო იშვიათად ხვდებიან მათ.

აღსანიშნავია, რომ მარკლისთვის არც ისეთი უცხოა პოლიტიკა: ის 2021 წელს კონგრესის დემოკრატიულ ხელმძღვანელობას ლობირებდა, ასევე მხარს უჭერდა იარაღის უსაფრთხოების ორგანიზაციას, როგორიცაა Moms Demand Action. 2022 წელს მარკლი უვალდეს დაწყებით სკოლას მასობრივი სროლიდან ორი დღის შემდეგ ეწვია, რათა მსხვერპლთა ოჯახებისთვის სოლიდარობა გამოეხატა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა