მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კონსტრუქციების განთავსებაზე ამკრძალავი ნორმების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კონსტრუქციების განთავსებაზე ამკრძალავი ნორმების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს

პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, “შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს და მი­ი­ღებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რით გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის ორ კო­მი­ტეტს - იუ­რი­დულ სა­კი­თხთა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტებს გა­და­ე­ცა, რის შემ­დე­გაც სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გავა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ თუ მისი მო­წყო­ბა: - საფრ­თხეს უქ­მნის შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ან სხვა პი­რებს; ხელს უშ­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას; იწ­ვევს სა­წარ­მოს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას; შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა.

ამას­თან, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, „სა­ჯა­რო სივ­რცის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით“, შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც ეკ­რძა­ლე­ბათ, თუ მისი მო­წყო­ბის გა­რე­შე შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა არ­სე­ბი­თად არ ფერ­ხდე­ბა.

ამ ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით, ხოლო თუ დამ­რღვე­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია - სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და და­ჯა­რი­მე­ბას 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში, „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ 18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბულ იქნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მისი ფარ­გლე­ბის გა­რეთ მოქ­მე­დი პი­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბას გეგ­მავს. იმა­ვე გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლია, მათ შო­რის, ე.წ. კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის მო­წყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ გამ­ზი­რებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­თან ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვა, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­თა შე­ნო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა და ბლო­კი­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ე. წ. კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იგეგ­მე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ტა­ნა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ტი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნო­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, გა­ა­ტა­რონ ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი საფრ­თხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად“, - ვკი­თხუ­ლობთ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი: ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­რა­ია, გივი მი­ქა­ნა­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შიოლა
0

დღეს რაც მოვისმინე კანვას საქართველოს ტრენინგები, იმის მერე თანახმა ვარ აკრძალეთ.

არა რუსეთს
13

ჩმორებს ეშეინიათ. რაო არ გინდატ სკამები და მილიონების დათმობაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კონსტრუქციების განთავსებაზე ამკრძალავი ნორმების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კონსტრუქციების განთავსებაზე ამკრძალავი ნორმების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

აღნიშნული კანონის პროექტი დაჩქარებული პროცედურით განსახილველად პარლამენტის ორ კომიტეტს - იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

„აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.