კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეილო და აფლეკი პაპარაცებმა ისევ კამათისას გამოიჭირეს - ჯენიფერმა ბენს ყოფილ მეუღლესთან ჩახუტება არ აპატია?
ჯეილო და აფლეკი პაპარაცებმა ისევ კამათისას გამოიჭირეს - ჯენიფერმა ბენს ყოფილ მეუღლესთან ჩახუტება არ აპატია?

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი პა­პა­რა­ცებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან კა­მა­თის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მან­ქა­ნე­ბის სად­გომ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში აფ­ლე­კი და­ძა­ბუ­ლი ეკა­მა­თე­ბო­და ლო­პესს.

სა­უბ­რის ერთ მო­მენ­ტში, მომ­ღე­რა­ლი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი უყუ­რებ­და ქმარს, სა­ნამ ის რა­ღა­ცას უხ­სნი­და. წყა­რო, რო­მე­ლიც PageSix-ს ესა­უბ­რა, აცხა­დებს, რომ წყვი­ლის "სა­უ­ბარ­ში არა­ფე­რი იყო მწვა­ვე" და რომ მათ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

უც­ნო­ბია, თუ რაზე მსჯე­ლობ­და ცოლ-ქმა­რი, თუმ­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვამს, რომ ეს აფ­ლე­კის და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ჯე­ნი­ფერ გარ­ნე­რის ბოლო ფო­ტო­ებს უნდა შე­ე­ხე­ბო­დეს. პა­პა­რა­ცებ­მა ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი ბე­ნის მან­ქა­ნა­ში ერ­თმა­ნეთ­თან ჩა­ხუ­ტე­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს.

გარ­ნერს და აფ­ლეკს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, სე­რა­ფი­ნა, ვა­ი­ო­ლე­ტი და სა­მუ­ე­ლი. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს 2015 წელს და­ცილ­დნენ და მას შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ, რომ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. გარ­ნე­რი ამ­ჟა­მად ბიზ­ნეს­მენ ჯონ მი­ლერს ხვდე­ბა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა აფ­ლეკს, მან ლო­პეს­ზე 2022 წლის ივ­ლის­ში მე­ო­რედ იქორ­წი­ნა.

წყა­რომ, რო­მე­ლიც ბენ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, Daily mail-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ აფ­ლე­კი ლო­პეს­თან ყოფ­ნი­სას ბევ­რად უფრო კარ­გად გრძნობს თავს: "დრა­მა და ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგო­მი ემო­ცი­ე­ბი დიდი ხა­ნია გაქ­რა და ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვთ",- აცხა­დებ­და წყა­რო გა­მო­ცე­მას­თან. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ჯე­ი­ლო და გარ­ნე­რი ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რუ­ლად არი­ან და უხა­რი­ათ, რომ მათ შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თი და-ძმა­სა­ვით უყ­ვართ.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენ აფლეკიჩი
0

მერე რა რომ იკამათეს, აბა ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება არ არსებობს ვისაც გამოცდილი აქვს მსგავსი შემთხვევები პირად ცხოვრებაში დამეთანხმება. ხომ არ დაუკვრიათ ერთმანეთისთვის ხელი. ნორმალურია ეგ რაა გასაკვირი ან გასაოცარი მაგაში

Marvel
0

ტოქსიკური ქალი კლავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯეილო და აფლეკი პაპარაცებმა ისევ კამათისას გამოიჭირეს - ჯენიფერმა ბენს ყოფილ მეუღლესთან ჩახუტება არ აპატია?

ჯეილო და აფლეკი პაპარაცებმა ისევ კამათისას გამოიჭირეს - ჯენიფერმა ბენს ყოფილ მეუღლესთან ჩახუტება არ აპატია?

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პაპარაცებმა ერთმანეთთან კამათის დროს გამოიჭირეს. ლოს-ანჯელესში, მანქანების სადგომზე გადაღებულ ფოტოებში აფლეკი დაძაბული ეკამათებოდა ლოპესს.

საუბრის ერთ მომენტში, მომღერალი გაბრაზებული უყურებდა ქმარს, სანამ ის რაღაცას უხსნიდა. წყარო, რომელიც PageSix-ს ესაუბრა, აცხადებს, რომ წყვილის "საუბარში არაფერი იყო მწვავე" და რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა.

უცნობია, თუ რაზე მსჯელობდა ცოლ-ქმარი, თუმცა გამომცემლობა ვარაუდს გამოთქვამს, რომ ეს აფლეკის და მისი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ბოლო ფოტოებს უნდა შეეხებოდეს. პაპარაცებმა ყოფილი ცოლ-ქმარი ბენის მანქანაში ერთმანეთთან ჩახუტებისას დააფიქსირეს.

გარნერს და აფლეკს სამი საერთო შვილი ჰყავთ, სერაფინა, ვაიოლეტი და სამუელი. ისინი ერთმანეთს 2015 წელს დაცილდნენ და მას შემდეგ ცდილობენ, რომ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ. გარნერი ამჟამად ბიზნესმენ ჯონ მილერს ხვდება, ხოლო რაც შეეხება აფლეკს, მან ლოპესზე 2022 წლის ივლისში მეორედ იქორწინა.

წყარომ, რომელიც ბენთან დაახლოებული პირია, Daily mail-ს განუცხადა, რომ აფლეკი ლოპესთან ყოფნისას ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს: "დრამა და ქორწინების შემდგომი ემოციები დიდი ხანია გაქრა და ახლა ყველაფერი კარგად აქვთ",- აცხადებდა წყარო გამოცემასთან. მან ასევე დასძინა, რომ ჯეილო და გარნერი ერთმანეთთან მეგობრულად არიან და უხარიათ, რომ მათ შვილებს ერთმანეთი და-ძმასავით უყვართ.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა