მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, რადგან ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში" - პაპუაშვილი
"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, რადგან ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში" - პაპუაშვილი

ეს არის შავი დღე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის ფული გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია იმის­თვის, რათა მოხ­დეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის და­გეგ­მვა, მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მომ­ზა­დე­ბა არე­უ­ლო­ბის­თვის და ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თვის,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უნდა გა­კეთ­დეს გან­მარ­ტე­ბე­ბი, თუ რა­ტომ მი­დის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის და გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული სხვა ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის ინ­სპი­რა­ცი­ის ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის.

"ეს არის შავი დღე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ რო­გორც ჩანს, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის ფული აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ მოხ­დეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის და­გეგ­მვა, მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მომ­ზა­დე­ბა არე­უ­ლო­ბის­თვის და ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამა­ში ჩარ­თუ­ლია ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის ფული. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­კეთ­დეს USAID-ის მხრი­დან, რო­მე­ლიც უკვე მე­რამ­დე­ნედ ეხ­ვე­ვა ასეთ სკან­დალ­ში. აქამ­დე ვნა­ხეთ, რომ ის ე.წ. პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც "ის­ფე­დის“ მიერ 2020 წელს იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ის ყალ­ბი შე­დე­გე­ბი, მა­შინ არე­უ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ "ის­ფე­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მხრი­დან იყო ნათ­ქვა­მი, რომ მის­მა დო­ნორ­მა, USAID-მა იცო­და, რომ შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ ვრცელ­დე­ბო­და ყალ­ბი იყო და ამას უმა­ლავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არც ეუბ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ხალ­ხს.

დღემ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია ამა­ზე კო­მენ­ტა­რი და გან­მარ­ტე­ბა USAID-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, თუ რა­ტომ უმა­ლავ­დნენ ქარ­თველ ხალ­ხს, რომ პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი ყალ­ბი იყო. ხე­დავ­დნენ, რომ ეს ყალ­ბი პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი არე­უ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო.

გა­ა­კე­თონ გან­მარ­ტე­ბე­ბი, რა­ტომ მი­დის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის და გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული სხვა ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის ინ­სპი­რა­ცი­ის ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, რო­მელ­თაც არე­უ­ლო­ბა უნდა და­გეგ­მონ და ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ“, - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის პროგ­რა­მის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სერ­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან, სხვა­დას­ხვა წლებ­ში კი მათ ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სერ­ბეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ანა­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­თან. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის წარ­მოქ­მნის მე­თო­დი­კი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტაქ­ტი­კის სწავ­ლე­ბას. წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ მმარ­თველ რგოლს, აგ­რეთ­ვე, სი­ნი­სა სიკ­მა­ნი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოტ­პო­რის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სერ­ბეთ­ში წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კმა­რას“ ანა­ლოგს.

სუს-ის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ჯგუ­ფე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ბრძო­ლის“ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ეს არ იყო. კერ­ძოდ, ვი­ზი­ტის რე­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო იმ ახალ­გაზ­რდებ­სა და გავ­ლე­ნი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ბირ­თვი უნდა გახ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11
7

მეთოდებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თორე არც ამერიკას უნდა დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო და არც რუსეთს. ორივემ ერთად დაამხო ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ზვიადი!

ნანი
10

შენი ცოდვების გამო, შენ ისეთ დღეში ჩავარდები, შავი და თეთრი ერთნაირი იქნება შენთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, რადგან ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში" - პაპუაშვილი

"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, რადგან ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში" - პაპუაშვილი

ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია იმისთვის, რათა მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა გაკეთდეს განმარტებები, თუ რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის.

"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც "ისფედის“ მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო. გავარკვიეთ, რომ "ისფედის“ ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს.

დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო.

გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება მოახდინონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია "კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია "კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია "ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია "კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.