საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა ხელისუფლების დროსაც კი რუსთაველი საკნებით იყო გავსებული... დღევანდელი ხელისუფლება ამას სტატუსის მიღების საბოტირებისთვის აკეთებს" - ხუხაშვილი "ოცნების" ახალ კანონპროექტზე
"წინა ხელისუფლების დროსაც კი რუსთაველი საკნებით იყო გავსებული... დღევანდელი ხელისუფლება ამას სტატუსის მიღების საბოტირებისთვის აკეთებს" - ხუხაშვილი "ოცნების" ახალ კანონპროექტზე

"ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის წინ აკე­თე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, იფიქ­როს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­ბო­ტი­რე­ბის­თვის კეთ­დე­ბა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, რაც დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას მო­ი­ცავს.

  • ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მთავ­რო­ბა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის გამო იღებს, რომ "ევ­რო­კავ­ში­რი კი­დევ უფრო და­ძა­ბოს და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე კი­დევ უფრო ნე­გა­ტი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეს".

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ­ბა­ლუ­რად აცხა­დებს, რომ ევ­რო­პულ ოჯახ­ში გვინ­და და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც ასე წე­რია. ევ­რო­პას თა­ვი­სი სტან­დარ­ტე­ბი აქვს მათ შო­რის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის სივ­რცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რი­ტო­რი­კუ­ლად სა­უბ­რობს, რომ ევ­რო­პა­ში უნდა, მაგ­რამ ყვე­ლა მისი ნა­ბი­ჯი, რო­გორც ამ კუ­თხით, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამის სა­პი­რის­პი­როა. როცა სის­ხლი­ან 9 წელ­ზე და იმა­ზე აპე­ლი­რებ, რა სას­ტი­კი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­დის, რომ იმ სას­ტი­კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ბევ­რად უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იყო და პრო­ტეს­ტის­თვის ბევ­რად უფრო დიდ სივ­რცეს ტო­ვებ­და. მა­შინ რაზე გაქვს პრე­ტენ­ზია? იმას კი არ სჯო­ბი­ხარ, მას­ზე უა­რე­სი გა­მო­დი­ხარ. ვა­დას­ტუ­რებ, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სას­ტი­კი იყო, მაგ­რამ მა­შინ ტარ­დე­ბო­და საკ­ნე­ბის აქ­ცია, ჰო? არა­თუ დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა არ იყო აკ­რძა­ლუ­ლი, რუს­თა­ვე­ლი პირ­და­პირ საკ­ნე­ბით იყო გავ­სე­ბუ­ლი, სხვა­თა შო­რის, იმ ხალ­ხის მხრი­დან, ვინც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გუ­ლან­თე­ბუ­ლი უჭერს მხარს.

მათი სი­ტყვე­ბი, მათი რი­ტო­რი­კა და ქმე­დე­ბე­ბი, ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის გან­მტკი­ცე­ბის­კენ მი­დი­ან და არა თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ, თან ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის წინ აკე­თე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, იფიქ­როს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­ბო­ტი­რე­ბის­თვის კეთ­დე­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თონ ეს, ჯერ სტა­ტუ­სი მი­ი­ღონ და მერე გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­სი მან­კი­ე­რი თვი­სე­ბე­ბი, მაგ­რამ არა, წი­ნას­წარ აკე­თე­ბენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი კი­დევ უფრო და­ძა­ბონ და კი­დევ უფრო ნე­გა­ტი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ 18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მისი ფარ­გლე­ბის გა­რეთ მოქ­მე­დი პი­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბას გეგ­მავს, ხუ­ხაშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს:

"აგიხ­სნით, თუ რა­ტომ არის ეს აბ­სურ­დი. პრო­ტეს­ტის ფორ­მებს კონ­სტი­ტუ­ცია გან­სა­ზღვრავს, რა არის და­საშ­ვე­ბი და რა - არა. ჯერ ერთი, სუს-ი გან­ცხა­დე­ბებს მას შემ­დეგ აკე­თებს, რაც უკვე რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს. პირ­და­პირ გვა­რებს ასა­ხე­ლე­ბენ, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ფი­გუ­რან­ტე­ბი იცი­ან, რა­ტომ არ რე­ა­გი­რე­ბენ? მათი ფუნ­ქცია ის კი არაა, რომ ჩვენ გვა­ში­ნონ და შეგ­ვა­ში­ნონ. სუს-ის ფუნ­ქცი­აა, თუკი, რამე კა­ნონ­დარ­ღვე­ვას, ან ცუდი რა­ღა­ცის მომ­ზა­დე­ბას აქვს ად­გი­ლი, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, თუკი ქვეყ­ნის გა­რეთ არი­ან, მათი ექ­სტრა­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ, ქვეყ­ნის შიგ­ნით ვინც არის, ისი­ნი და­ა­პა­ტიმ­რონ. ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც გი­ნა­ხავთ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი? ხომ ამ­ბო­ბენ, ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც არი­ან და ვი­ცით, რომ­ლე­ბიც არი­ა­ნო?! მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და­იც­ვან, ჩვენ კი არ გაგ­ვაფრ­თხი­ლონ, „ბუა“ მო­დის და სახ­ლებ­ში და­ი­მა­ლე­თო, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. ასე­ვე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერთჯე­რად, რა­ღაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ზე არ ლაგ­დე­ბა.

კა­ნო­ნი მუდ­მი­ვი მოქ­მე­დე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია და ახლა რა­ღაც ხდე­ბა და ამი­ტომ, მუდ­მივ შე­ზღუდ­ვებს ვა­წე­სე­ბო, ასე არ ხდე­ბა, გა­მო­ა­ცხა­დონ მა­შინ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. სუს-ის ეს გან­ცხა­დე­ბა წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბაა, რად­გან რე­ა­გი­რე­ბას ვერ ხვე­დავ. როცა სუს-ი, ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს ბრალს სდებს, რომ ისი­ნი ძა­ლა­დობ­რივ ცვლი­ლე­ბას ამ­ზა­დე­ბენ და ამის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ, სად არის რე­ა­გი­რე­ბა? დიდი ბო­დი­ში მაგ­რამ, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ასე­თი 3 საქ­მე, რომ აქვს ამ სუს-ს აღ­ძრუ­ლი და სა­მი­ვე თა­რო­ზე რომ დევს და და­ი­ვი­წყეს, იმა­ზე რო­გორ არი­ან? აი, „სა­ბუ­რა­ვე­ბი­დან“ და­წყე­ბუ­ლი, სხვე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. სუს-ის ფუნ­ქცია არ არის ჩვე­ნი გაფრ­თხი­ლე­ბა და პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცია არ არის სუს-ის ამ შე­ში­ნე­ბა­ზე და კან­კალ­ზე რე­ა­გი­რე­ბა, კა­ნო­ნე­ბის წერა. სუს-ის ფუნ­ქცი­აა, თუ რამე უკა­ნო­ნო­ბა ხდე­ბა, ეს აღ­კვე­თოს, თუ ვინ­მე რა­მეს ამ­ზა­დებს, კე­თი­ლი ინე­ბონ და და­ი­ჭი­რონ. ვი­საც ვერ ხვდე­ბი­ან, ექ­სტრა­დი­ცია მოს­თხო­ვონ უკ­რა­ი­ნას, ან რა­ღაც გა­ა­კე­თონ, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა არ აქვთ, მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან და ამის სა­ფუძ­ველ­ზე კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­აქვთ. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ ეს თეთ­რი ძა­ფით, ნა­ჯა­ხით ნა­მუ­შე­ვა­რი ის­ტო­რი­აა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, რომ კი­დევ უფრო მე­ტად შე­ზღუ­დონ ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ ვფიქ­რობ, ამის გა­სა­ბა­თი­ლებ­ლად არ­გუ­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. სუს-ს მივ­მარ­თავ, თუ ვინ­მე რა­მეს აშა­ვებს, კე­თი­ლი ინე­ბეთ და ზო­მე­ბი მი­ი­ღეთ!“ -გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მმარ­თვე­ლი გუნ­დი შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი: ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­რა­ია, გივი მი­ქა­ნა­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე „ეფექ­ტი­ა­ნი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვას და მი­ღე­ბას ითხო­ვენ.

პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს 2 ოქ­ტომ­ბრის სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი ჰაუსი
0

ჩვენი კვერცხი ხუხლიკა გამოვიდა და დააბრეხვა ახალი სიბრძნე.

მახო
10

სოროსების და ხუხების დევიზია!!! ბევრი ვეცადე შენთვისო გამომივიდა ჩემთვისო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"წინა ხელისუფლების დროსაც კი რუსთაველი საკნებით იყო გავსებული... დღევანდელი ხელისუფლება ამას სტატუსის მიღების საბოტირებისთვის აკეთებს" - ხუხაშვილი "ოცნების" ახალ კანონპროექტზე

"წინა ხელისუფლების დროსაც კი რუსთაველი საკნებით იყო გავსებული... დღევანდელი ხელისუფლება ამას სტატუსის მიღების საბოტირებისთვის აკეთებს" - ხუხაშვილი "ოცნების" ახალ კანონპროექტზე

"ამ ყველაფერს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ აკეთებენ. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს, რომ ეს ყველაფერი სტატუსის მიღების საბოტირებისთვის კეთდება", - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რაც დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას მოიცავს.

  • ხუხაშვილის განმარტებით, მთავრობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმის გამო იღებს, რომ "ევროკავშირი კიდევ უფრო დაძაბოს და მიმდინარე პროცესებზე კიდევ უფრო ნეგატიური შეხედულებები ჰქონდეს".

"ხელისუფლება ვერბალურად აცხადებს, რომ ევროპულ ოჯახში გვინდა და კონსტიტუციაშიც ასე წერია. ევროპას თავისი სტანდარტები აქვს მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებასთან და პროტესტის გამოთქმის სივრცესთან დაკავშირებით. ხელისუფლება რიტორიკულად საუბრობს, რომ ევროპაში უნდა, მაგრამ ყველა მისი ნაბიჯი, როგორც ამ კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ამის საპირისპიროა. როცა სისხლიან 9 წელზე და იმაზე აპელირებ, რა სასტიკი იყო წინა ხელისუფლება, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ იმ სასტიკი ხელისუფლების კანონმდებლობა ბევრად უფრო დემოკრატიული იყო და პროტესტისთვის ბევრად უფრო დიდ სივრცეს ტოვებდა. მაშინ რაზე გაქვს პრეტენზია? იმას კი არ სჯობიხარ, მასზე უარესი გამოდიხარ. ვადასტურებ, რომ ის ხელისუფლება საკმაოდ სასტიკი იყო, მაგრამ მაშინ ტარდებოდა საკნების აქცია, ჰო? არათუ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა არ იყო აკრძალული, რუსთაველი პირდაპირ საკნებით იყო გავსებული, სხვათა შორის, იმ ხალხის მხრიდან, ვინც დღეს ხელისუფლებას გულანთებული უჭერს მხარს.

მათი სიტყვები, მათი რიტორიკა და ქმედებები, ერთმანეთს უპირისპირდება, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებისკენ მიდიან და არა თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციისკენ, თან ამ ყველაფერს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ აკეთებენ. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს, ეს ყველაფერი სტატუსის მიღების საბოტირებისთვის კეთდება. ხომ შეიძლება, ცოტა მოგვიანებით გააკეთონ ეს, ჯერ სტატუსი მიიღონ და მერე გამოავლინონ თავისი მანკიერი თვისებები, მაგრამ არა, წინასწარ აკეთებენ, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო ნეგატიური შეხედულებები ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კანონპროექტის განმარტებით ბარათში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების დასახელებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს, ხუხაშვილი ასე პასუხობს:

"აგიხსნით, თუ რატომ არის ეს აბსურდი. პროტესტის ფორმებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რა არის დასაშვები და რა - არა. ჯერ ერთი, სუს-ი განცხადებებს მას შემდეგ აკეთებს, რაც უკვე რეაგირებას მოახდენს. პირდაპირ გვარებს ასახელებენ, გადატრიალების მომზადების ფიგურანტები იციან, რატომ არ რეაგირებენ? მათი ფუნქცია ის კი არაა, რომ ჩვენ გვაშინონ და შეგვაშინონ. სუს-ის ფუნქციაა, თუკი, რამე კანონდარღვევას, ან ცუდი რაღაცის მომზადებას აქვს ადგილი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, თუკი ქვეყნის გარეთ არიან, მათი ექსტრადირება მოახდინონ, ქვეყნის შიგნით ვინც არის, ისინი დააპატიმრონ. ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი ადამიანი მაინც გინახავთ დაპატიმრებული? ხომ ამბობენ, ქვეყნის შიგნითაც არიან და ვიცით, რომლებიც არიანო?! მათი ვალდებულებაა ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვან, ჩვენ კი არ გაგვაფრთხილონ, „ბუა“ მოდის და სახლებში დაიმალეთო, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ. ასევე, კანონმდებლობა ერთჯერად, რაღაც გადატრიალების თეორიაზე არ ლაგდება.

კანონი მუდმივი მოქმედების ინსტრუმენტია და ახლა რაღაც ხდება და ამიტომ, მუდმივ შეზღუდვებს ვაწესებო, ასე არ ხდება, გამოაცხადონ მაშინ საგანგებო მდგომარეობა. სუს-ის ეს განცხადება წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა, რადგან რეაგირებას ვერ ხვედავ. როცა სუს-ი, ასეთი სერიოზული ორგანიზაცია კონკრეტულ ადამიანებს ბრალს სდებს, რომ ისინი ძალადობრივ ცვლილებას ამზადებენ და ამის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ, სად არის რეაგირება? დიდი ბოდიში მაგრამ, სახელმწიფო გადატრიალების ასეთი 3 საქმე, რომ აქვს ამ სუს-ს აღძრული და სამივე თაროზე რომ დევს და დაივიწყეს, იმაზე როგორ არიან? აი, „საბურავებიდან“ დაწყებული, სხვებით გაგრძელებული. სუს-ის ფუნქცია არ არის ჩვენი გაფრთხილება და პარლამენტის ფუნქცია არ არის სუს-ის ამ შეშინებაზე და კანკალზე რეაგირება, კანონების წერა. სუს-ის ფუნქციაა, თუ რამე უკანონობა ხდება, ეს აღკვეთოს, თუ ვინმე რამეს ამზადებს, კეთილი ინებონ და დაიჭირონ. ვისაც ვერ ხვდებიან, ექსტრადიცია მოსთხოვონ უკრაინას, ან რაღაც გააკეთონ, სამართლებრივი რეაგირება არ აქვთ, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან და ამის საფუძველზე კანონში ცვლილებები შეაქვთ. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს თეთრი ძაფით, ნაჯახით ნამუშევარი ისტორიაა მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად შეზღუდონ ადამიანების პროტესტის გამოთქმის თავისუფლება, რომ ვფიქრობ, ამის გასაბათილებლად არგუმენტები არ არსებობს. სუს-ს მივმართავ, თუ ვინმე რამეს აშავებს, კეთილი ინებეთ და ზომები მიიღეთ!“ -განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

წაიკითხეთ ასევე: