საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა" - ვოლსკი
"სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა" - ვოლსკი

არ ვფიქ­რობ, რომ ქალ დე­პუ­ტა­ტებ­თან ან ლომ­ჯა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი საკ­მა­რი­სია. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვო­ი­ა­ჟის ცალ­კე­ულ ეპი­ზო­დებ­ზე ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით - ხალ­ხს მა­ინც აუხ­სნას, რა წა­ი­ღო და რით წა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

ვოლ­სკიმ ყუ­რა­დღე­ბა ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ სან­ქცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, მას ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გან­გებ არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს "რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ბან­კში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სი“.

"მე არ ვფიქ­რობ, რომ ქალ დე­პუ­ტა­ტებ­თან ან ლომ­ჯა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი საკ­მა­რი­სია. მისი ვო­ი­ა­ჟის ცალ­კე­ულ ეპი­ზო­დებ­ზე ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით. ერ­თა­დერ­თი ვი­ცით, რომ ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბიც წა­მო­ა­ყე­ნა, რომ რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო არ უერ­თდე­ბა. ეტყო­ბა არ იცის, ან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გან­გებ არ ჩა­ა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის თა­ვის არი­დე­ბის არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა და ამის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა კო­მი­სი­ამ ილა­პა­რა­კა. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­მხრივ სან­ქცი­ებს, ესეც უნდა სცოდ­ნო­და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან, რომ რუ­სე­თის­თვის ეს შე­სამ­ჩნე­ვი არ იქ­ნე­ბა, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს და­ან­გრევს ეკო­ნო­მი­კუ­რად. ამის თა­ო­ბა­ზე თუ ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­და იმ ხელ­მძღვა­ნე­ლებს, ვი­საც შეხ­ვდა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ბან­კში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სი. ვფიქ­რობ, მას ან­გა­რი­ში აქვს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი არა ნინო ლომ­ჯა­რი­ას­თან ან ქალ დე­პუ­ტა­ტებ­თან, რო­მელ­თაც პა­ტივს ვცემ, არა­მედ ხალ­ხთან. მთავ­რო­ბას თუ არ ესა­უბ­რე­ბა, ხალ­ხს მა­ინც აუხ­სნას, რა წა­ი­ღო და რით წა­მო­ვი­და ვი­ზი­ტე­ბი­დან, რო­მე­ლიც შე­უ­თან­ხმებ­ლად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვით ჰქონ­და,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
0

სალო ბრიუსელს მიდიოდა,რა მიჰქონდა,რა მოჰქონდაო:)

ნნნ
0

რა მოიტანა არ ვიცი, მარა თავის შვილების საქმეებს რომ აწყობს დარწმუნებული ვარ, ეს გამყიდველი ქალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა" - ვოლსკი

"სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა" - ვოლსკი

არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. ზურაბიშვილის ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით - ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ ყურადღება ლატვიის პრეზიდენტის მიერ სანქციებთან საქართველოს მიერთების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მას ზურაბიშვილმა განგებ არ მიაწოდა ინფორმაცია. ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი შეიძლება შეფასდეს "როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანკში მყოფი პოლიტიკოსი“.

"მე არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. მისი ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული პრობლემებია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უკავშირდება და სერიოზული ბრალდებებიც წამოაყენა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ უერთდება. ეტყობა არ იცის, ან სალომე ზურაბიშვილმა განგებ არ ჩააყენა საქმის კურსში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების არანაირი ფაქტი არ გამოვლენილა და ამის შესახებ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომისიამ ილაპარაკა. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ესეც უნდა სცოდნოდა ზურაბიშვილისგან, რომ რუსეთისთვის ეს შესამჩნევი არ იქნება, ხოლო საქართველოს დაანგრევს ეკონომიკურად. ამის თაობაზე თუ ინფორმაცია არ მიაწოდა იმ ხელმძღვანელებს, ვისაც შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანკში მყოფი პოლიტიკოსი. ვფიქრობ, მას ანგარიში აქვს ჩასაბარებელი არა ნინო ლომჯარიასთან ან ქალ დეპუტატებთან, რომელთაც პატივს ვცემ, არამედ ხალხთან. მთავრობას თუ არ ესაუბრება, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.