საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი კრემლში - სტუმარმა ამჯერად არ ჩაიფსა, მაგრამ პუტინს მაინც გაუჩინა თავსატეხი: ნახეთ ვიდეო და იხალისეთ
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი კრემლში - სტუმარმა ამჯერად არ ჩაიფსა, მაგრამ პუტინს მაინც გაუჩინა თავსატეხი: ნახეთ ვიდეო და იხალისეთ

2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან, ანუ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, კრემლში ელი­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ვი­ზი­ტე­ბი სწრა­ფი ტემ­პით შემ­ცირ­და. სა­მა­გი­ე­როდ, რუ­სეთ­მა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ძი­ე­ბა მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში და­ი­წყო. ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი ლი­დე­რე­ბის ნაც­ვლად, მოს­კოვ­ში აფ­რი­კე­ლი სტუმ­რე­ბი მომ­რავ­ლდნენ.

ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნა­უ­რი, პე­რი­ო­დუ­ლად კი კუ­რი­ო­ზუ­ლიც გა­მო­დის. ამას პუ­ტი­ნი­სა და სამ­ხრეთ სუ­და­ნის პრე­ზი­დენ­ტის სალ­ვა­ტო­რე კი­ი­რის დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რაც ადას­ტუ­რებს.

კი­ი­რი თა­ვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით წარ­სდგა პუ­ტინ­თან და ისე­დაც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. "ტე­ლეგ­რა­მის" რუსი მომ­ხა­რებ­ლე­ბი კი კარ­გა ხანს არ­კვევ­დნენ სა­ერ­თოდ სად იყო სამ­ხრეთ სუ­და­ნი, ჩრდი­ლო­ეთ სუ­და­ნი რო­მე­ლია და ის სუ­და­ნი რო­მე­ლი, სკო­ლა­ში რომ ას­წავ­ლეს.

თუმ­ცა შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი მო­მენ­ტი მა­ინც ყურ­სას­მენ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კი­ი­რი ვერ გა­ერ­კვა თუ რო­გორ უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სწო­რად. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა ჯერ პუ­ტინ­მა სცა­და, რო­მელ­საც სა­ხე­ზე ღი­მი­ლი არ გა­დას­დი­ო­და (თვი­თონ უკ­ვირ­და ალ­ბათ, ეს ვინ არი­სო). რუ­სე­თის პრე­ზი­დეტნ­მა შემ­დეგ ხე­ლე­ბი და მი­მი­კე­ბი მი­ახ­მა­რა საქ­მეს, რომ აფ­რი­კე­ლი კო­ლე­გის­თვის უკეთ აეხ­სნა, მაგ­რამ მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ბო­ლოს დამ­ხმა­რე მი­ვი­და და კი­ირს რო­გორ­ღაც მო­არ­გო ყურ­სას­მე­ნი.

თა­ვის მხრივ სამ­ხრეთ სუ­და­ნის პრე­ზი­დენ­ტი საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რია და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გამო, პუ­ტინ­თან ბევ­რი სა­ერ­თო აქვს. მა­გა­ლი­თად, 2021 სალ­ვა­ტო­რემ ჩათ­ვა­ლა, რომ ქვეყ­ნის მარ­თვის­თვის ოპო­ზი­ცია სა­ჭი­რო არ იყო და პარ­ლა­მენ­ტი და­ი­თხო­ვა.

2022 წლის 15 დე­კემ­ბერს კი აფ­რი­კელ დიქ­ტა­ტორს მარ­ცხი მო­უ­ვი­და, პირ­და­პი­რი და ირი­ბი გა­გე­ბი­თაც. ახა­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გახ­სნის დროს, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას, 71 წლის სალ­ვა­ტო­რემ ჩა­აფ­სა. ექ­ვსი ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა-გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

კი­ირ­მა და პუ­ტინ­მა შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სეთ-სამ­ხრეთ სუ­და­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
4

შეიძლება თან უნდა წაიყვანოს

))))
13

ერთი ვინც აქ ქილიკობთ შედით და ვიკიპედიაზე ნახეთ რა ხალხთან არი შენახვედრი ეს მასტი))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი კრემლში - სტუმარმა ამჯერად არ ჩაიფსა, მაგრამ პუტინს მაინც გაუჩინა თავსატეხი: ნახეთ ვიდეო და იხალისეთ

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი კრემლში - სტუმარმა ამჯერად არ ჩაიფსა, მაგრამ პუტინს მაინც გაუჩინა თავსატეხი: ნახეთ ვიდეო და იხალისეთ

2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლში ელიტარული პოლიტიკოსების ვიზიტები სწრაფი ტემპით შემცირდა. სამაგიეროდ, რუსეთმა მისთვის საინტერესო ახალი მოკავშირეების ძიება მესამე ქვეყნებში დაიწყო. ევროპელი და ამერიკელი ლიდერების ნაცვლად, მოსკოვში აფრიკელი სტუმრები მომრავლდნენ.

ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით უცნაური, პერიოდულად კი კურიოზულიც გამოდის. ამას პუტინისა და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის სალვატორე კიირის დღევანდელი შეხვედრაც ადასტურებს.

კიირი თავისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით წარსდგა პუტინთან და ისედაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. "ტელეგრამის" რუსი მომხარებლები კი კარგა ხანს არკვევდნენ საერთოდ სად იყო სამხრეთ სუდანი, ჩრდილოეთ სუდანი რომელია და ის სუდანი რომელი, სკოლაში რომ ასწავლეს.

თუმცა შეხვედრის მთავარი მომენტი მაინც ყურსასმენთან იყო დაკავშირებული. კიირი ვერ გაერკვა თუ როგორ უნდა გამოეყენებინა სწორად. სიტუაციის განმუხტვა ჯერ პუტინმა სცადა, რომელსაც სახეზე ღიმილი არ გადასდიოდა (თვითონ უკვირდა ალბათ, ეს ვინ არისო). რუსეთის პრეზიდეტნმა შემდეგ ხელები და მიმიკები მიახმარა საქმეს, რომ აფრიკელი კოლეგისთვის უკეთ აეხსნა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ბოლოს დამხმარე მივიდა და კიირს როგორღაც მოარგო ყურსასმენი.

თავის მხრივ სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი საკმაოდ სკანდალურია და ავტორიტარული მიდგომების გამო, პუტინთან ბევრი საერთო აქვს. მაგალითად, 2021 სალვატორემ ჩათვალა, რომ ქვეყნის მართვისთვის ოპოზიცია საჭირო არ იყო და პარლამენტი დაითხოვა.

2022 წლის 15 დეკემბერს კი აფრიკელ დიქტატორს მარცხი მოუვიდა, პირდაპირი და ირიბი გაგებითაც. ახალი ავტომაგისტრალის გახსნის დროს, როდესაც ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, 71 წლის სალვატორემ ჩააფსა. ექვსი ჟურნალისტი აღნიშნულის კადრების გადაღება-გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

კიირმა და პუტინმა შეხვედრაზე რუსეთ-სამხრეთ სუდანის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ