სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობად? - "ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ხდება "ფრონტის ჩამოშლა“
უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობად? - "ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ხდება "ფრონტის ჩამოშლა“

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ თავ­დახ­მებს ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში გან­ლა­გე­ბულ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე.

ექ­სპერ­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ყი­რიმ­ზე უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. მათი აზ­რით, ეს სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­უ­ტანს არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნას, არა­მედ - ევ­რო­პა­საც.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ჰყავს რო­გორც მომ­ხრე­ე­ბი, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი: მომ­ხრე­ე­ბის აზ­რით, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის მიზ­ნე­ბი მისი ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს და გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს. ოპო­ნენ­ტე­ბის თქმით კი, მოს­კოვ­თან შე­თან­ხმე­ბამ შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბით და­ას­რუ­ლოს ბრძო­ლა, მაგ­რამ ეს იმას არ გა­მო­რი­ცხავს, რომ რუ­სე­თი აგ­რე­სი­ას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ გა­ნა­ახ­ლებს.

ყი­რი­მის სა­ვა­რა­უ­დო მო­მა­ვალ­ზე არა­ერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მსჯე­ლობს. ბევ­რი მათ­გა­ნის აზ­რით, ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

”ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვი­სა­უბ­რებთ ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, სა­ნამ და­ნარ­ჩე­ნი უკ­რა­ი­ნა არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ან­დრეი ზა­გო­როდ­ნი­უკ­მა.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დის თქმით, "ყი­რი­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტია" და აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ მხარს და­უ­ჭერს უკ­რა­ი­ნის ძა­ლის­ხმე­ვას, და­იბ­რუ­ნოს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი, რო­მე­ლიც თით­ქმის ათი წლის წინ და­კარ­გა.

ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მო­მა­ვალ­სა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლო სცე­ნა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge - ს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ არ­სე­ბობს. კარ­გად ვხე­დავთ თუ რა რთუ­ლი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს აქვს და­პყრო­ბი­ლი. ჯერ კი­დევ დიდი ბრძო­ლაა არის გა­სავ­ლე­ლი იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის ჯარ­მა ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ჩრდი­ლო­ეთ სა­ზღვარ­თან მი­აღ­წი­ოს. 4 ივ­ნი­სი შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა კონ­ტრშე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს ყი­რი­მის მი­მარ­თუ­ლე­ბი, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ჯე­რაც არ არის მიღ­წე­უ­ლი.

ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­თან მიღ­წე­ვის კიდე ერთი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: ეს არის სა­ზღვაო და სახ­მე­ლე­თო დე­სან­ტის გა­დას­ხმა შე­მოვ­ლი­თი გზით. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნას ამ­ჟა­მად მსგავ­სი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის რე­სურ­სი არ აქვს.

თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ ომში შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას ვი­თა­რე­ბა, როცა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ხდე­ბა "ფრონ­ტის ჩა­მოშ­ლა. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბით ან თუნ­დაც, რე­ვო­ლუ­ცი­ით - მსგავ­სი შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დრო­საც მოხ­და, როცა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა მე­ფის რუ­სე­თის ფრონ­ტის ხა­ზის ჩა­მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია. ეს სცე­ნა­რი არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე იმის თქმა, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რე იმარ­ჯვებს, ნა­ად­რე­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის მიერ ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას, ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­რი­ცხუ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ისი­ნი შე­ე­გუ­ე­ბი­ან ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­კარ­გვას და უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას და­თან­ხმდე­ბი­ან.

თუმ­ცა, თუ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა, მა­შინ გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვად მი­მაჩ­ნია“, - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობად? - "ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ხდება "ფრონტის ჩამოშლა“

უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება შეიძლება იქცეს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების წინაპირობად? - "ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ხდება "ფრონტის ჩამოშლა“

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდახმებს ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.

ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრით, ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენა გრძელვადიანი მშვიდობის მთავარი გარანტი შეიძლება გახდეს. მათი აზრით, ეს სტაბილურობას მოუტანს არა მარტო უკრაინას, არამედ - ევროპასაც.

რუსეთ-უკრაინას შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები: მომხრეების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებების შედეგად არ დაკმაყოფილდება უკრაინის მიზნები მისი ტერიტორიის სრულად აღდგენის შესახებ, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და გარკვეული შეთანხმება შედგეს. ოპონენტების თქმით კი, მოსკოვთან შეთანხმებამ შეიძლება დროებით დაასრულოს ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აგრესიას უახლოეს მომავალში არ განაახლებს.

ყირიმის სავარაუდო მომავალზე არაერთი უკრაინელი პოლიტიკოსი მსჯელობს. ბევრი მათგანის აზრით, ყირიმის დაბრუნება უახლოეს მომავალში არ განიხილება.

”ჩვენ სერიოზულად არ ვისაუბრებთ ყირიმის დაბრუნებაზე, სანამ დანარჩენი უკრაინა არ გათავისუფლდება”, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, "ყირიმის გათავისუფლება უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია" და აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ძალისხმევას, დაიბრუნოს ნახევარკუნძული, რომელიც თითქმის ათი წლის წინ დაკარგა.

ნახევარკუნძულის მომავალსა და მისი გათავისუფლების შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით Ambebi.ge - ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა:

"შემიძლია ვთქვა, რომ ყირიმის დაბრუნების პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ არსებობს. კარგად ვხედავთ თუ რა რთული ბრძოლები მიმდინარეობს ზაპოროჟიესა და ხერსონის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს დაპყრობილი. ჯერ კიდევ დიდი ბრძოლაა არის გასავლელი იმისთვის, რომ უკრაინის ჯარმა ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთ საზღვართან მიაღწიოს. 4 ივნისი შემდეგ უკრაინა კონტრშეტევებს ახორციელებს ყირიმის მიმართულები, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი ჯერაც არ არის მიღწეული.

ყირიმის ნახევარკუნძულთან მიღწევის კიდე ერთი ვარიანტი არსებობს: ეს არის საზღვაო და სახმელეთო დესანტის გადასხმა შემოვლითი გზით. მაგრამ უკრაინას ამჟამად მსგავსი ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ჩატარების რესურსი არ აქვს.

თუმცა, ნებისმიერ ომში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა სხვადასხვა მიზეზით ხდება "ფრონტის ჩამოშლა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებით ან თუნდაც, რევოლუციით - მსგავსი შემთხვევა პირველი მსოფლიო ომის დროსაც მოხდა, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა მეფის რუსეთის ფრონტის ხაზის ჩამოშლა გამოიწვია. ეს სცენარი არ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს, ნაადრევია.

რაც შეეხება უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყებას, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ხელისუფლებას, გამორიცხულია ვივარაუდოთ, რომ ისინი შეეგუებიან ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვას და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდებიან.

თუმცა, თუ რუსეთის ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება, მაშინ გამორიცხული არაფერია. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.