სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი წელი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება... დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა" - რას წერს სანდრა რულოვსი?
"ორი წელი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება... დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა" - რას წერს სანდრა რულოვსი?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა. მისი თქმით, მათ შო­რის ხან­გრძლი­ვი და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა.

"ორი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და მა­ნამ, სა­ნამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­მეძ­ლო მი­შას მო­ნა­ხუ­ლე­ბა. დღეს შედ­გა ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი. ვუ­სურ­ვებ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ" - წერს სან­დრა რუ­ლოვ­სო.

მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი არ­სე­ბობ­და. რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა­ში იყო ნათ­ქვა­მი ეს ლიზა იაკო იყო, რო­მელ­თა­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის "სი­ურ­პი­რი­ზი" იყო და ამის შე­სა­ხებ უმ­ცრო­სი შვი­ლის­გან შე­ი­ტყო. რო­გორც სან­დრა ჰყვე­ბო­და, მას რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბის გავ­ლა მო­უ­წია იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბა შეძ­ლე­ბო­და. (წა­ი­კი­თხეთ: "შოკი იყო... ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და... მერე და­ი­წყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი" - სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე)

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილს მე­სა­მე შვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლის მას სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. ალის­კა ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ის დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­გან შვი­ლი ლიზა იას­კო­მაც გა­ა­ჩი­ნა.

ორი თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ის და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­რიგ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­ი­შა­ლა. ვინ არის ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით, უც­ნო­ბია, რად­გან ლიზა იას­კო წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად აღარ ჩა­მო­სუ­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრას!
9

და ახლა ბედნიერი ხარ, რომ ინახულე შენი "კაზანოვა"?

imreli
11

2 წელი რად უნდოდა იმის გაგებას რომ მთელი ცხოვრება გღალატობდა? მაგარი უთავმოყვარე ქალი ყოფილხარ. იმასაც ვერ ხვდებოდი? ვისაც ლოგინში იწვენდა ყველას თანამდეობებზე რომ ნიშნავდა? ან მაგარ საჩუქრებს რომ ურიგებდა და ბინებს ყიდულობდა თან ამერიკაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ორი წელი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება... დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა" - რას წერს სანდრა რულოვსი?

"ორი წელი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება... დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა" - რას წერს სანდრა რულოვსი?

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მათ შორის ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი შედგა.

"ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ" - წერს სანდრა რულოვსო.

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს, ცნობილი გახდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი არსებობდა. როგორც ექსპრეზიდენტის მიმართვაში იყო ნათქვამი ეს ლიზა იაკო იყო, რომელთანაც დიდი სიყვარული აკავშირებდა.

მოგვიანებით სანდრამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლისა და იასკოს ურთიერთობა მისთვის "სიურპირიზი" იყო და ამის შესახებ უმცროსი შვილისგან შეიტყო. როგორც სანდრა ჰყვებოდა, მას რთული ფსიქოლოგიური ეპიზოდების გავლა მოუწია იმისთვის, რომ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის ფაქტის საბოლოოდ მიღება შეძლებოდა. (წაიკითხეთ: "შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე)

რამდენიმე თვეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს მესამე შვილი ჰყავდა, რომელის მას სოფო ნიჟარაძისგან შეეძინა. ალისკა ამერიკაში დაიბადა. ის დედასთან ერთად საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ჩამოვიდა. ასევე რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი ლიზა იასკომაც გააჩინა.

ორი თვის წინ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა. ვინ არის ახლა ექსპრეზიდენტის გვერდით, უცნობია, რადგან ლიზა იასკო წელიწადზე მეტია საქართველოში მეუღლის სანახავად აღარ ჩამოსულა.

წაიკითხეთ ასევე: