საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა" - ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული
"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა"  - ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული

"ასი­დან ას შემ­თხვე­ვა­ში ასე მო­ვიქ­ცე­ვი. მე კა­ცად გამ­ზარ­და დე­და­ჩემ­მა", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ტატო ხუნ­და­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან მოხ­და, თვი­თონ კი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­და "ამ აურ­ზა­ურ­ში“.

"ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე ჩემს ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი… მათი მხრი­დან იყო შე­ძა­ხი­ლე­ბი, "კახი კა­ლა­ძის მო­ნე­ბი ხართ“, "სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მი ხართ“. ამას­თან, დე­და­ჩემს, რომ ასე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს, ასი­დან ას შემ­თხვე­ვა­ში ასე მო­ვიქ­ცე­ვი. მე კა­ცად გამ­ზარ­და დე­და­ჩემ­მა.

მე ვარ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და შემ­თხვე­ვით მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ში, ამი­ტომ უნ­დათ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ტატო ხუნ­და­ძემ.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, მი­რი­ან სვა­ნა­ძის თქმი­თაც, და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა თა­ვად ეძგვე­რა­ძის მხრი­დან მოხ­და.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 6 პირს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: მი­რი­ან სვა­ნი­ძე, გი­ორ­გი ქიშ­მა­რია, ტატო ხუნ­და­ძე, ელ­გუ­ჯა ჩო­ხე­ლი, ლაშა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და ბექა ავ­სა­ჯა­ნაშ­ვი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბით იშუ­ამ­დგომ­ლა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა მა­რი­ამ ბე­გი­აშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი, ამი­ტომ, სას­ჯე­ლი უნდა იყოს მკაც­რი.

ად­ვო­კა­ტებ­მა კი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა ის, რაც ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, ისე რო­გორ სიც­რუ­ეა ის, რომ საქ­მეს ჰყავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი­ვე თქმით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, გლ­და­ნის I მიკ­რო-რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოთხ პირს თავს და­ესხნენ და მათ მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის. 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ძა­ლა­დო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
1

დედამ გაგზარდა არა ფოთოლი. შენც ისეთივე ხარ, როგორც ქოცებში ათქვეფილი ნაცები. ფული ბაბაია, ფული ... რატომ იმათ არ დაერიე, ქოცების წყალი რომ ნაცს გადაესხმება რა, განიწმინდება არა?..

mimino
5

ყველაზე საინტეტესო რაა იცით, რაც ამ პიროვნებამ თქვა, შემთხვევით ვიყავიო... ანუ შემთხვევით აღმოჩნდა ის 30, თუ 40 ადამიანი... ოცნებამ რაღაცა ვერ გათვალა და მოუწია ამათზე ჯოხის გადარტყმა... თორე ეს საქმე სხვა საქმეებივით გამოძიების ეტაპზე დარჩებოდა... ის საკრებულოს ოცნების დეპუტატი, როგორ იმალება. რა იყო დაგცხა ფისო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა" - ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული

"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა"  - ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული

"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა, თვითონ კი სრულიად შემთხვევით მოხდა "ამ აურზაურში“.

"ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები, "კახი კალაძის მონები ხართ“, "სადამსჯელო რაზმი ხართ“. ამასთან, დედაჩემს, რომ ასე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა.

მე ვარ თანამდებობის პირი და შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამიტომ უნდათ ამის გამოყენება პოლიტიკურად“, - განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, მირიან სვანაძის თქმითაც, დაპირისპირების პროვოცირება თავად ეძგვერაძის მხრიდან მოხდა.

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ბრალდებულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულები არიან: მირიან სვანიძე, გიორგი ქიშმარია, ტატო ხუნდაძე, ელგუჯა ჩოხელი, ლაშა ამირანაშვილი და ბექა ავსაჯანაშვილი.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განმარტა, დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.

ადვოკატებმა კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის მხარის მტკიცებით, აბსოლუტური სიცრუეა ის, რაც ბრალდების დადგენილებაში წერია, ისე როგორ სიცრუეა ის, რომ საქმეს ჰყავს დაზარალებული. შესაბამისად, მათივე თქმით, პატიმრობის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ“ და "გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.