სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციას როცა სჭირდება, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან" - ოდიშარია
"ოპოზიციას როცა სჭირდება, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან" - ოდიშარია

როცა სჭირ­დე­ბათ, პრე­ზი­დენ­ტთან და­ძუნ­ძუ­ლე­ბენ, როცა ხვდე­ბი­ან რომ რა­ღაც სა­მა­გა­ლი­თოდ არ ხდე­ბა, დე­დის გი­ნე­ბა­ზე გა­და­დი­ან - პრე­ზი­დენ­ტის პა­უ­ზამ მო­ა­ხერ­ხა ის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია პო­ზი­ცი­ა­ში და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რო­გო­რია მათი პო­ზი­ცია და სურთ თუ არა ფარ­ცხა­ლა­ძეს შე­უ­წყდეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ოდი­შა­რი­ას პა­სუ­ხია - „ჩვენ არც გვინ­და და არც არ გვინ­და“.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თლებ­რი­ვად პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ფერს ცვლის, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა, პირი ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე უნდა წარ­სდგეს. ოდი­შა­რია ვა­რა­უ­დობს, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფარ­ცხა­ლა­ძის თე­მას დღის წეს­რიგ­ში და­ტო­ვებს და ამით სარ­გებ­ლო­ბას ოპო­ზი­ცია შე­ეც­დე­ბა.

„სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ელო­დე­ბო­და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან შე­სა­ბა­მის დას­კვნას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მო­ახ­დენ­და იმ­წუ­თას­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­უქ­მე­ბას ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ბუ­ნებ­რი­ვია, აღას­რუ­ლა პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბა და მას უმოკ­ლეს ვა­და­ში, მე­ო­რე დღეს მი­ა­წო­და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამის შემ­დეგ პა­უ­ზამ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და უფრო სწო­რად, ამ პა­უ­ზამ მო­ა­ხერ­ხა ის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ამ პო­ზი­ცი­ა­ში და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ კო­რექ­ტუ­ლად ვსა­უბ­რობთ ამის შე­სა­ხებ და გვა­ინ­ტე­რე­სებს ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი. რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია მას ბრიყვს, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურს უწო­დებს და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, რო­გორც ამას აკე­თებ­დნენ არ­ჩევ­ნე­ბის დროს. როცა სჭირ­დე­ბათ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს­თან და­ძუნ­ძუ­ლე­ბენ, როცა ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღაც სა­მა­გა­ლი­თოდ არ ხდე­ბა, იმ­წუ­თას­ვე გა­და­დი­ან დე­დის გი­ნე­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­მას, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხი და ფა­ბუ­ლა გა­ნი­მარ­ტა, რომ ეს ერთი მე­ო­რეს არ უშ­ლის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე თუ ის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, აგებს კი­დეც პა­სუხს სრუ­ლი სიმ­კაც­რით ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე. ახლა ჩვენ ვა­რა­უ­დი გვაქვს, რომ მი­ზა­ნია დღის წეს­რიგ­ში დარ­ჩეს ეს თემა და რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას მი­ე­ცე­მა რყე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მას შემ­დეგ, რაც სუს-ი და­ამ­თავ­რებს მოკ­ვლე­ვას და გა­კეთ­დე­ბა დას­კვნე­ბი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ან მოხ­დე­ბა მისი და­სან­ქცი­რე­ბა ან არა. თქვენ მკი­თხეთ, რა­ტომ გინ­დათ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყვი­ტო­თო და ჩვენ არც გვინ­და და არც არ გვინ­და. ჩვენ უბ­რა­ლოდ მივ­ყე­ვით ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც მო­უ­წო­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, მის­თვის გა­და­ე­ცა დო­კუ­მენ­ტია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­მო­არ­თმევ­და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ეს რომ არ მოხ­და, 3 დღი­ან­მა პა­უ­ზამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ოპო­ზი­ცია გა­და­ვი­და კვლავ მის ლან­ძღვა­ზე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ დარ­ჩა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გაჩ­ნდა ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვე­ბი, რად­გან ეს სა­მარ­თლებ­რი­ვად არ უშ­ლის ფარ­ცხა­ლა­ძის მი­მართ პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და მე­ო­რე სა­კი­თხია, ეს რა­ტომ ხდე­ბა. თუ ანა­ლიზს გა­ვა­კე­თებთ, ეს გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ სა­კი­თხი დარ­ჩე­ბა დღის წეს­რიგ­ში და პა­რა­ზი­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და­ას­ხდე­ბი­ან ისევ ამ თე­მას, რად­გან სხვა თემა არ აქვთ,“ - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაზისუბნელი
0

ეს საიდან ამოჩხრიკეს პირველ სკოლა, ტერიტორიით ერგებოდა ეს სკოლა თორემ ცხონებული ლიანა შეწირული მაგისთანას თავის სკოლასთან არ გააჭაჭანებდა. სხვაზე რომ ვაზისუბნელსო რა უნდოდაო რეგვენი თავად შეიძლება ყოფილიყო? .ბიჯოს თბილისის თავი გონია თავი! რა უბნელია ეს იდიოტი. მანანიკოც წამოეყვანა ალბათ ისიც კარგად ყავს გაზრდილი ვაჟიშვილივით. 20 წლის მიტრუკი რა კაცი გაიზრდება მაგისგან.

???
1

ეს და წილოსანი რატომ გვანან ერთმანეთს განსაკუთრებულად??))🐵🥵

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ოპოზიციას როცა სჭირდება, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან" - ოდიშარია

"ოპოზიციას როცა სჭირდება, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან" - ოდიშარია

როცა სჭირდებათ, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან - პრეზიდენტის პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია პოზიციაში დაემთხვა ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორია მათი პოზიცია და სურთ თუ არა ფარცხალაძეს შეუწყდეს მოქალაქეობა, ოდიშარიას პასუხია - „ჩვენ არც გვინდა და არც არ გვინდა“.

მისივე თქმით, სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რადგან მიუხედავად მოქალაქეობისა, პირი ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ოდიშარია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფარცხალაძის თემას დღის წესრიგში დატოვებს და ამით სარგებლობას ოპოზიცია შეეცდება.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ელოდებოდა დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროდან შესაბამის დასკვნას, რის საფუძველზეც მოახდენდა იმწუთასვე მოქალაქეობის გაუქმებას ფარცხალაძისთვის. იუსტიციის სამინისტრომ ბუნებრივია, აღასრულა პრეზიდენტის მოწოდება და მას უმოკლეს ვადაში, მეორე დღეს მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ პაუზამ გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და უფრო სწორად, ამ პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში დაემთხვა ერთმანეთს. ბუნებრივია, ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ ამის შესახებ და გვაინტერესებს ობიექტური მიზეზები. რადიკალური ოპოზიცია მას ბრიყვს, არაკვალიფიციურს უწოდებს და შეურაცხყოფას აყენებს, როგორც ამას აკეთებდნენ არჩევნების დროს. როცა სჭირდებათ ქალბატონ სალომესთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, იმწუთასვე გადადიან დედის გინებაზე.

რაც შეეხება თემას, სამართლებრივი საკითხი და ფაბულა განიმარტა, რომ ეს ერთი მეორეს არ უშლის არავითარ შემთხვევაში - ნებისმიერი მოქალაქე თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, აგებს კიდეც პასუხს სრული სიმკაცრით ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანია დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც სუს-ი დაამთავრებს მოკვლევას და გაკეთდება დასკვნები, მართლმსაჯულების საფუძველზე, ქართული ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოხდება მისი დასანქცირება ან არა. თქვენ მკითხეთ, რატომ გინდათ მოქალაქეობა შეუწყვიტოთო და ჩვენ არც გვინდა და არც არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ მივყევით ქალბატონი სალომეს განცხადებას, რომელმაც მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, მისთვის გადაეცა დოკუმენტია, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ ჩამოართმევდა მოქალაქეობას. ეს რომ არ მოხდა, 3 დღიანმა პაუზამ გამოიწვია ის, რომ ოპოზიცია გადავიდა კვლავ მის ლანძღვაზე, „ქართული ოცნებაც“ დარჩა გაკვირვებული და გაჩნდა ლეგიტიმური შეკითხვები, რადგან ეს სამართლებრივად არ უშლის ფარცხალაძის მიმართ პროცესუალური თემების განხორციელებას და მეორე საკითხია, ეს რატომ ხდება. თუ ანალიზს გავაკეთებთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ საკითხი დარჩება დღის წესრიგში და პარაზიტული პოლიტიკური პარტიები დაასხდებიან ისევ ამ თემას, რადგან სხვა თემა არ აქვთ,“ - განაცხადა ოდიშარიამ.