საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა" - ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა
"განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა" - ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი - მშვი­დო­ბა არის ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ამ და­ძა­ბულ გა­რე­მო­ში, დრო­დად­რო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე, მშვი­დო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ამ პი­რო­ბებ­ში მშვი­დო­ბა უნდა და­ფას­დეს, - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სომ­ხე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

"დღეს ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დრო­ში, გან­ვიც­დით ენით აღუ­წე­რელ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვას, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს, რა­ტომ უნდა გა­ვი­ა­როთ გან­საც­დე­ლე­ბის ეს გზა. თუ ვი­ტყვით, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ეს ნიშ­ნავს სი­მარ­თლის დიდი ნა­წი­ლის, მაგ­რამ არა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის თქმას, რად­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რაც არ უნდა მა­ღა­ლი მი­ზა­ნი იყოს, რე­ა­ლუ­რად არის უმაღ­ლე­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­უ­ბა­რია ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე. მათ უნდა გა­დავ­ცეთ სომ­ხე­თი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი თავი, აა­შე­ნონ სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შრო­მით", - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

მისი თქმით, სომ­ხეთ­ში ბევ­რი პი­რო­ბა არ­სე­ბობს ამ ყვე­ლაფ­რის ხელ­შე­სა­წყო­ბად, მაგ­რამ არა საკ­მა­რი­სი და იმის­თვის, რომ ეს პი­რო­ბე­ბი იყოს სრუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშვი­დო­ბა, ანუ კონ­ფლიქ­ტის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო.

"სომ­ხეთ­ში დღე­საც ბევ­რი პი­რო­ბაა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს ხელს უწყობს. ამის ხელ­შემ­წყო­ბი დღე­საც ბევ­რი პი­რო­ბაა: დე­მოკ­რა­ტია, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლას თა­ნას­წო­რო­ბა, პრინ­ცი­პუ­ლი, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ ეს პი­რო­ბე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის. იმის­თვის, რომ ეს პი­რო­ბე­ბი იყოს სრუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშვი­დო­ბა, ანუ კონ­ფლიქ­ტის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო. მშვი­დო­ბა არის ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს", - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე მშვი­დო­ბა უნდა და­ფას­დეს და მისი არე­ვა ზავ­ში ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ში არ უნდა მოხ­დეს.

"ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ამ და­ძა­ბულ გა­რე­მო­ში, დრო­დად­რო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე, მშვი­დო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის. მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ამ პი­რო­ბებ­ში მშვი­დო­ბა უნდა და­ფას­დეს და მშვი­დო­ბა არ უნდა აგ­ვე­რი­ოს ზავ­ში ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ში. მშვი­დო­ბა არის გა­რე­მო, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან, სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი, ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან. ეს გზა ად­ვი­ლი არ არის, ის გარე და შიდა შო­კებ­ზე გა­დის და ეს გზა უნდა გა­ვი­ა­როთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის, მო­მავ­ლის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
2

სამართალმა პურიჭამაო ამას ჰქვიაჰ

ბექა
6

მაგ ყარაბახის გულისთვის სომხები ჩვენს მიწაზე ცდილობდნენ მსგავსი პრეცცენდენტების შექმნას. იმიტომ გვეომა ბაგრამიანის ბატალიონი აფხაზეთში. აი დასაასრულიც დადგა. არამი ლუკმა არ შეერგოთ. ახლა თვითონ განიცადონ ის ტკივილი და დამცირება რაც სხვისთვის უნდოდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა" - ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა

"განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა" - ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა

ნიკოლ ფაშინიანი - მშვიდობა არის ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ბევრს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებულ ამ დაძაბულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი ადეკვატური არ არის, მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში მშვიდობა უნდა დაფასდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა. თუ ვიტყვით, რომ დამოუკიდებლობისთვის, ეს ნიშნავს სიმართლის დიდი ნაწილის, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის თქმას, რადგან დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა მაღალი მიზანი იყოს, რეალურად არის უმაღლესი მიზნის მიღწევის საშუალება. საუბარია ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერებაზე. მათ უნდა გადავცეთ სომხეთი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, ააშენონ საკუთარი ბედნიერება თავისუფალი და შემოქმედებითი შრომით", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთში ბევრი პირობა არსებობს ამ ყველაფრის ხელშესაწყობად, მაგრამ არა საკმარისი და იმისთვის, რომ ეს პირობები იყოს სრული, აუცილებელია მშვიდობა, ანუ კონფლიქტისგან თავისუფალი გარემო.

"სომხეთში დღესაც ბევრი პირობაა, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ამის ხელშემწყობი დღესაც ბევრი პირობაა: დემოკრატია, ეკონომიკური და ნებისმიერი კანონიერი საქმიანობის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, პრინციპული, ანტიკორუფციული პოლიტიკა, მაგრამ ეს პირობები საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ეს პირობები იყოს სრული, აუცილებელია მშვიდობა, ანუ კონფლიქტისგან თავისუფალი გარემო. მშვიდობა არის ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე მშვიდობა უნდა დაფასდეს და მისი არევა ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში არ უნდა მოხდეს.

"ბევრს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებულ ამ დაძაბულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი ადეკვატური არ არის. მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში მშვიდობა უნდა დაფასდეს და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის, ის გარე და შიდა შოკებზე გადის და ეს გზა უნდა გავიაროთ დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, მომავლისთვის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

იხილეთ ასევე: