მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, მას არც საუდის არაბეთი ჩამორჩება" - საუდის არაბეთის პრინცის განცხადება
"თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, მას არც საუდის არაბეთი ჩამორჩება" - საუდის არაბეთის პრინცის განცხადება

"სა­უ­დის არა­ბეთს არ სურს ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი, მაგ­რამ ეჭვგა­რე­შეა, თუ ირა­ნი ატო­მურ ბომბს შე­ი­მუ­შა­ვებს, ჩვენ მას არ ჩა­მოვ­რჩე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცმა მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მან­მა CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ატო­მუ­რი ია­რა­ღი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ძა­ლე­ბის და­ბა­ლან­სე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა.

პრინ­ცის მტკი­ცე­ბით, თუ ირა­ნი ატო­მურ ია­რაღს შექ­მნის, ხოლო მისი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი ამ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­და­წყვეტს - ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა.

"მსოფ­ლი­ომ არ უნდა ნა­ხოს მე­ო­რე ჰი­რო­სი­მა“, - აღ­ნიშ­ნა პრინცმა.

მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნის გან­ცხა­დე­ბას ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი, ბაჰ­რამ ქა­სე­მი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:"მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს პო­ლი­ტი­კა­ზე, გუ­ლუბ­რყვი­ლო ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც წინ­და­უ­ხე­და­ვად სა­უბ­რობს. მისი კო­მენ­ტა­რი პა­სუხს არ იმ­სა­ხუ­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ბაჰ­რამ ქა­სემ­მა.

ირა­ნი და სა­უ­დის არა­ბე­თი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ერ­თმა­ნე­თის მე­ტო­ქე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან. ორი­ვე მათ­გა­ნი რე­გი­ო­ნის დო­მი­ნანტ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ცდი­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმ საათში
1

ეროვნული თავსაბურავის და ტანსაცმლის გარეშე ჩვეულებრივი ქართველია. (კასპელი ზაურას ალალი ბიძაშვილი).

გოჩა
0

საქართველოსაც უნდა ერთი ორი ბირთვული ბომბი არსენალში იყოს მაინც ვინმეს შევაშინებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, მას არც საუდის არაბეთი ჩამორჩება" - საუდის არაბეთის პრინცის განცხადება

"თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, მას არც საუდის არაბეთი ჩამორჩება" - საუდის არაბეთის პრინცის განცხადება

"საუდის არაბეთს არ სურს ბირთვული ბომბი, მაგრამ ეჭვგარეშეა, თუ ირანი ატომურ ბომბს შეიმუშავებს, ჩვენ მას არ ჩამოვრჩებით“, - ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ატომური იარაღი უსაფრთხოებისა და ახლო აღმოსავლეთში ძალების დაბალანსებისთვის სჭირდება.

პრინცის მტკიცებით, თუ ირანი ატომურ იარაღს შექმნის, ხოლო მისი ავტორიტარული რეჟიმი ამ იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს - ეს, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადება იქნება.

"მსოფლიომ არ უნდა ნახოს მეორე ჰიროსიმა“, - აღნიშნა პრინცმა.

მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ბაჰრამ ქასემი გამოეხმაურა:"მას წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე, გულუბრყვილო ადამიანია, რომელიც წინდაუხედავად საუბრობს. მისი კომენტარი პასუხს არ იმსახურებს“, - განაცხადა ბაჰრამ ქასემმა.

ირანი და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ირანის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, ერთმანეთის მეტოქე სახელმწიფოები არიან. ორივე მათგანი რეგიონის დომინანტ ძალად ჩამოყალიბებას ცდილობს.