ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, "ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო.
"ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი?
ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
შენი მინისტრი გ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე არ იყო?
ამ არაკაცს მრავალი ავკაცობა აქვს ჩადენილი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ : სამოხელეო პარტოკრატიას და სამართალდამცავ მაკონტროლებლებს აძარცვინა და აკვლევინა რიგითი მოქალაქეები, თავად კი სახელმწიფოს სახელით ივანიშვილის და პატარკაციშვილი ქონება ხელყო და ძალუმადაც ძარცვა, სწორედ ამიტომ "მოვიდნენ" ეს უკანასკნელნი პოლიტიკაში და არა იდეოლოგიური პლატფორმის დაპირისპირებულობის გამო ! პოლიტიკურ განსხვავებულობას კი ჟვანიას სიცოცხლე შესწირა ! ეს კაცი ჩვეულებრივი კრიმინალია, თაღლითია, ცრუ და უსინდისო ! მას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური კრედო და მყარი მეცნიერული იდეოლოგია მოჩვენებითის გარდა - ძველი ნეოკონსერვატიზმი, ახალი ევროატლანტიზმი , ვირის ბატიბუტია ორივე , არაფერი აქვს საერთო საქართველოს რეალობასთან და დასავლურობის დროებითი ფირნიშია მხოლოდ, შეიცვლიან ამასაც, შესაბამისად არც არანაირი ფუნდამენტური პროგრამა არ გააჩნია , დაპირება და აუსრულებელი ოცნებების კასკადი, მოჩვენებითობა და ზღვარგადასული აგრესიული პიარპროპაგანდა მისი ინსტრუმენტებია , აფრქვევს რაც ენაზე მოადგება, კოდექსები და სხვა ნორმატიული აქტები სავსეა მის დროინდელი დაუფიქრებელი კაპრიზული წამონაყრანტალებლის კანონით და მთავრობის დადგენილებით "გაპრავების" მცდელობებით , ანუ პროფანიცაა - სახელმწიფო ინსტიტუტები ძლივს ასწრებდნენ მისი "ბრწყინვალე რეფორმატორული იდეების" ნორმატიზაცია ნამუსის მოწმენდას-გააჩნია რომ?! დააქცია ეკონომიკა რუსეთის სასარგებლოდ ამ ინოვაციებმა , პირწმინდად გააყალბა სახელმწიფო სტატისტიკა , მოირგო კონსტიტუცია, ამოიღლიავა ლარი და საბანკო სექტორი და იყენებდა როგორც ხალხის ეკონომიკური დამონების ინსტრუმენტს !? მოსპო საფონდო ბირჟა, მან არ იცის ღრმად არცერთი დისციპლინა, ზერელე და ქარაფშუტაა! სოციალურად ის ჩეკისტური ოჯახის პროდუქტია , ბუნებრივია, რომ ის საბჭოთა ტიპის მდგრადი , შევარდნაძის პირველი და მეორე ეშელონის სამოხელეო პარტოკრატიის და რეჟიმის სატრაპ მაკონტროლებელ მიმსჯელ დამსჯელთა, და მათი მონოპოლისტური , კარტელური და ჩრდილოვანი ბიზნესების საყრდენი და მამაა , მათთვის საკანონმდებლო კარტბლანშის და ინდულგენციის მიმცემიც-მოკალი , მე გაგიშვებ ! ბლეფია ვითომ სახელმწიფოსათვის ნაპარი წაართვა ნაკომუნისტარ ბობოლებს და მათ ოჯახებს , წილი აიღო, სხვებმაც აიღეს , მისმა ფაშიო ხუთეულმაც აიღო და მიითვისა, სწორედ ეს თანხებია ლარს რომ ძირს სცემს და ახალ რევოლუციას ხმარდება ! ვერცხლთმოყვარეობის და მექალთანეობის , საყოფაცხოვრებო უზნეობის ეტალონია , შესაბამისად ის ანტიეროვნული და ანტისახალხო ელემენტია , ანტისახელმწიფო და დესტრუქციულიც, მას მხოლოდ პირადი შურისძიება ამოძრავებს , ივანიშვილია ახლა სამიზნე და ოთხი მილიონი ქართველი ნატურალურ და შურტვაც ნაცებიანად თუ მიყვება თან ივანიშვილს, წარბსაც არ შეიხრის !