სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა - ორმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა  - ორმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ambebi.ge - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი მოკ­ლა, შსს-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და - გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო, წო­დე­ბით ოფი­ცე­რი.

"გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლი 55 წლამ­დე იქ­ნე­ბა. ვიც­ნობ­დით, რო­გორც კარგ თა­ნამ­შრო­მელს და გა­მომ­ძი­ე­ბელს, მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მისი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვე­რი­კო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო. მას ქა­დე­იშ­ვილ­თან 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ბავ­შვე­ბი შინ იყ­ვნენ, რო­დე­საც ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რის მე­რეც ქა­დე­იშ­ვილ­მა თა­ვის მოკ­ვლა სცა­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით მოხ­და.

მე­ზობ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე არა­ფე­რი იცი­ან, გარ­და იმი­სა, რომ წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და.

"ბავ­შვე­ბი ტი­როდ­ნენ და იძახ­დნენ, "მამა, არ გა­პა­ტი­ებთ”. სას­წრა­ფო იყო მო­სუ­ლი, შემ­დეგ ამ ბავ­შვებს აწყნა­რებ­დნენ. ორი ბავ­შვი იყო, ერთი, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წლამ­დე, მე­ო­რე მას­ზე უმ­ცრო­სი. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი იყო, თუ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ეგ ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რილ მა­მა­კაცს, მას გა­და­ად­გი­ლე­ბა თვი­თონ არ შე­ეძ­ლო. მაშ­ვე­ლებს გა­მო­უ­ძა­ხეს, სას­წრა­ფოს და შემ­დეგ სას­წრა­ფომ წა­იყ­ვა­ნა. ისიც არ ვი­ცო­დი, რომ ორი (გარ­დაც­ვლი­ლი) იყო. მე გა­ვი­გე ბავ­შვე­ბის ხმა, რომ­ლე­ბიც დე­დის სა­ხელს იძახ­დნენ. იქ თუ ბე­ბი­აც იყო, ეს ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ოჯა­ხი სამი თვეა, რაც აქ ცხოვ­რობს. ახლა გა­ვი­გე, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე იყო [ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი]. ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და უხ­მა­უ­როდ. რომ არ მო­სუ­ლი­ყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ­დი. არც გას­რო­ლა გაგ­ვი­გია, სახ­ლში ვი­ყა­ვი… ის ბავ­შვე­ბი თუ გა­მო­ვიდ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა შო­რე­ნა ჟვა­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის დროს ბი­ნა­ში, სი­დედ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და კი­დევ ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და.

დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
7

ძალიან სამწუხარო ფაქტია, არაფერი გაამართლებს ამას, რად უნდა ადვოკატი.ის სხვა პირი ვინ იყო, ალბათ დაკითხავენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ნორმალურმა ადამიანმა ეს როგორ უნდა ჩაიდონოს.

ყურშა
38

ავდვოკატს ულაპარკია სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდაო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა - ორმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა  - ორმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ambebi.ge - ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ში წლების განმავლობაში მუშაობდა - გურამ ქადეიშვილი გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, წოდებით ოფიცერი.

"გურამ ქადეიშვილი 55 წლამდე იქნება. ვიცნობდით, როგორც კარგ თანამშრომელს და გამომძიებელს, მომხდარით გაოგნებულები ვართ, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი", - ამბობს ბრალდებულის ყოფილი თანამშრომელი.

მისი ყოფილი მეუღლე ვერიკო ქუმსიაშვილი შვილებთან ერთად დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებლად ახალი გადასული იყო. მას ქადეიშვილთან 2 არასრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა. ბავშვები შინ იყვნენ, როდესაც ორმაგი მკვლელობა მოხდა, რის მერეც ქადეიშვილმა თავის მოკვლა სცადა.

ჩვენი ინფორმაციით, დანაშაული ტაბელური იარაღით მოხდა.

მეზობლების განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ წყვილი განქორწინებული იყო.

მათივე ცნობით, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა.

"ბავშვები ტიროდნენ და იძახდნენ, "მამა, არ გაპატიებთ”. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ამ ბავშვებს აწყნარებდნენ. ორი ბავშვი იყო, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდე, მეორე მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტი იყო, თუ მიცვალებულები იყვნენ, ეგ ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა. ისიც არ ვიცოდი, რომ ორი (გარდაცვლილი) იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა, რომლებიც დედის სახელს იძახდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი სამი თვეა, რაც აქ ცხოვრობს. ახლა გავიგე, რომ ყოფილი მეუღლე იყო [ბრალდებული მამაკაცი]. ყველაფერი მოხდა უხმაუროდ. რომ არ მოსულიყო საპატრულო პოლიცია, ვერაფერს გავიგებდი. არც გასროლა გაგვიგია, სახლში ვიყავი… ის ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა შორენა ჟვანიამ.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.