პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NASA აცხადებს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევას ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იწყებს
NASA აცხადებს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევას ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იწყებს

NASA ამო­უც­ნობ მფრი­ნავ ობი­ექ­ტებ­ზე ერ­თწ­ლი­ა­ნი კვლე­ვის დას­კვნებს აქ­ვეყ­ნებს. მათი თქმით, კვლე­ვის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად მათ ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნი­კა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და სა­ტე­ლი­ტე­ბი სჭირ­დე­ბათ. NASA-ს მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მა უნდა შევ­ცვა­ლოთ და მათ ახ­ლე­ბუ­რი აღ­ქმით შევ­ხე­დოთ. კვლე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ და­ი­წყო და 100 000 დო­ლა­რი დაჯ­და.

NASA-ს 33-გვერ­დი­ან დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მათ ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში ხელს უშ­ლის. თუმ­ცა აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, ნა­სას ჩარ­თუ­ლო­ბა ხელს შე­უ­წყობს ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტის (ამო) ფე­ნო­მე­ნის გარ­შე­მო სტიგ­მის შემ­ცი­რე­ბას. მათი თქმით, იმ­დე­ნად ცოტა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კვლე­ვა ტარ­დე­ბა, რომ მეც­ნი­ე­რუ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

NASA-ს ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა, ბილ ნელ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­გენ­ტოს სურს და­უდ­გე­ნე­ლი ანო­მა­ლი­უ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბის გარ­შე­მო სა­უ­ბა­რი ნაკ­ლებ სენ­სა­ცი­უ­რი და უფრო მე­ტად მეც­ნი­ე­რუ­ლი გახ­დეს. ნელ­სონ­მა დას­ძი­ნა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ­მა ჯგუფ­მა ჯერ კი­დევ ვერ მი­აგ­ნო რა­ი­მე ნი­შანს, რომ ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბი არა­მი­წი­ე­რი წარ­მო­შო­ბი­სა­ნი არი­ან.

16-წევ­რი­ან­მა ჯგუფ­მა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც გა­ამ­ხი­ლა და დას­ძი­ნა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ამო­უც­ნო­ბი ფე­ნო­მე­ნე­ბის შე­სას­წავ­ლად აუ­ცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუ­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ.

"NASA გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბას და­ი­ცავს", - გა­ნა­ცხა­და ნელ­სონ­მა.

მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რემ და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტმა, დე­ვიდ სპერ­გელ­მა კი თქვა, რომ ამო­უხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის უკან თვითმფრი­ნა­ვე­ბი, დრო­ნე­ბი, ბუშ­ტე­ბი ან ამინ­დის პი­რო­ბე­ბი დგას.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩევ­ნია, რომ ტერ­მინ "ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის" ნაც­ვლად "და­უდ­გე­ნე­ლი ანო­მა­ლი­უ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბი" გა­მო­ი­ყე­ნოს. თა­ვად ნასა კი მათ აღ­წერს, რო­გორც ცაში ან სხვა­გან აღ­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ე­რუ­ლად ამო­უხ­სნელ ან და­უდ­გე­ნელ ობი­ექ­ტებს.

NASA-ს თქმით, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არ ეძე­ბენ ამო­უც­ნობ მფრი­ნავ ობი­ექ­ტებს, მაგ­რამ მათ დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოძ­რა­ვი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბის ჯგუ­ფი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ, უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის უკან ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზი იმა­ლე­ბა თუ რა­ი­მე სხვა.

წყა­რო: nbcnews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰ....
4

ეშმაკებს დასდევენ...

`
11

ჩინელი ბავშვები ,,პარადზე,, წითელ-ყვითელ ბუშტებს უშვებენ ,ამათ კი ,,მფრინავი თეფშები ,, ჰგონიათ . დროულად დარეკეთ ხონის კლინიკაში და გამოყავით ადგილები პალატებში :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

NASA აცხადებს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევას ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იწყებს

NASA აცხადებს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევას ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იწყებს

NASA ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ერთწლიანი კვლევის დასკვნებს აქვეყნებს. მათი თქმით, კვლევის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად მათ ახალი სამეცნიერო ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი და სატელიტები სჭირდებათ. NASA-ს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უცხოპლანეტელების გარშემო არსებული სტიგმა უნდა შევცვალოთ და მათ ახლებური აღქმით შევხედოთ. კვლევა დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო და 100 000 დოლარი დაჯდა.

NASA-ს 33-გვერდიან დასკვნაში ვკითხულობთ, რომ უცხოპლანეტელების ირგვლივ არსებული უარყოფითი დამოკიდებულებები მათ ობიექტური მონაცემების შეგროვებაში ხელს უშლის. თუმცა აშშ-ს ხელისუფლების აზრით, ნასას ჩართულობა ხელს შეუწყობს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (ამო) ფენომენის გარშემო სტიგმის შემცირებას. მათი თქმით, იმდენად ცოტა მაღალი ხარისხის კვლევა ტარდება, რომ მეცნიერული დასკვნების გაკეთება შეუძლებელი ხდება.

NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ სააგენტოს სურს დაუდგენელი ანომალიური ფენომენების გარშემო საუბარი ნაკლებ სენსაციური და უფრო მეტად მეცნიერული გახდეს. ნელსონმა დასძინა, რომ სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა ჯერ კიდევ ვერ მიაგნო რაიმე ნიშანს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არამიწიერი წარმოშობისანი არიან.

16-წევრიანმა ჯგუფმა სამომავლო გეგმებიც გაამხილა და დასძინა, რომ ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ამოუცნობი ფენომენების შესასწავლად აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ.

"NASA გამჭვირვალეობას დაიცავს", - განაცხადა ნელსონმა.

მკვლევართა ჯგუფის თავმჯდომარემ და სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ სპერგელმა კი თქვა, რომ ამოუხსნელი მოვლენების უმეტესობის უკან თვითმფრინავები, დრონები, ბუშტები ან ამინდის პირობები დგას.

ხელისუფლებას ურჩევნია, რომ ტერმინ "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" ნაცვლად "დაუდგენელი ანომალიური ფენომენები" გამოიყენოს. თავად ნასა კი მათ აღწერს, როგორც ცაში ან სხვაგან აღმოჩენილ მეცნიერულად ამოუხსნელ ან დაუდგენელ ობიექტებს.

NASA-ს თქმით, ისინი აქტიურად არ ეძებენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, მაგრამ მათ დედამიწის გარშემო მოძრავი კოსმოსური ხომალდების ჯგუფი ჰყავთ, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, უცნაური მოვლენების უკან ბუნებრივი მიზეზი იმალება თუ რაიმე სხვა.

წყარო: nbcnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა