პოლიტიკა
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფის რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი, რომელიც კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილი, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა
მეფის რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი, რომელიც კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილი, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მალე დე­და­ქა­ლაქს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ქუჩა ექ­ნე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ის გახ­ლავთ ფილმ "ფეს­ვე­ბის" მთა­ვა­რი გმი­რის პრო­ტო­ტი­პი. სა­სი­ქა­დუ­ლო მა­მუ­ლიშ­ვი­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე, რაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, უც­ნო­ბია, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, თი­ნა­თინ წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ი­სა და თე­ო­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გოჩა ფე­რა­ძე მოგ­ვი­თხრობს. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი 30 წე­ლია, რაც ღვაწლ­მო­სი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის - ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბას იკ­ვლევს და ambebi.ge-ს მკი­თხველს მისი ემიგ­რან­ტუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებ­ზე უამ­ბობს.

- ბა­ტო­ნო გოჩა, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თბი­ლის­ში ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა ად­რეც არ­სე­ბობ­და...

- XX სა­უ­კუ­ნის დას­წყის­ში ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ქუჩა (ე.წ.მა­ლაკ­ნე­ბის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე), მარ­თლაც ატა­რებ­და ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ხელს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ქუ­ჩის­თვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის შემ­დე­გაც კარ­გა ხანს მას ისევ "ჩერ­ქე­ზო­ვის ქუ­ჩის“ სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. მაგ­რამ, ეს გახ­ლდათ 1907-1909 წლებ­ში თბი­ლი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი ქარ­თვე­ლი ქა­ლა­ქის თა­ვის - ვა­სილ ნი­კო­ლო­ზის ძე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის (1858-1910წ.წ.) სა­ხე­ლო­ბის ქუჩა. გვა­რის გარ­და, ამ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას და ქუ­ჩას ჩვენს დღე­ვან­დელ ის­ტო­რი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­უ­წყოთ უკავ­შირ­დე­ბა სულ ცოტა ხნის წინ, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თან­ხმა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, ბა­ტონ ჯაბა სა­მუ­ში­ას შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ის­ნის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ ქუ­ჩას მი­ე­ნი­ჭა არა ვა­სილ, არა­მედ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დევ­ნი­ლი, დიდი ქარ­თვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტის ვარ­ლამ ჯან ას­ლა­ნის (ტა­ტოს) ძე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს, ბა­ტონ გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძეს, ამა­ვე საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის თი­თე­ულ წევ­რს, მის ხელ­მძღვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძეს, კო­მი­სი­ის სამ­დივ­ნოს უფ­როსს, ბა­ტონ მა­მუ­კა ბა­ლი­აშ­ვილს, ის­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, ბა­ტონ კა­ხა­ბერ ლა­ბუ­ჩი­ძეს და საკ­რე­ბუ­ლოს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ვისი აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხორ­ცშეს­ხმა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2019 წელს მა­შინ­დე­ლი რექ­ტო­რის, ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის ბრძა­ნე­ბით, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლი­სა და წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი სირ­თუ­ლი­სა (მათ შო­რის მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორი წელი), სწო­რედ ამ ჯგუ­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა და მონ­დო­მე­ბის წყა­ლო­ბით, დღეს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში (სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) გვაქვს მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა, სა­გა­რე­ჯო­ში ქუჩა ატა­რებს მის სა­ხელს; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკვე გა­ი­მარ­თა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ორი დარგთა­შო­რი­სი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია, გა­მო­ი­ცა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­კი­თხუ­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, მო­ე­წყო დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან 175 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გა­მო­ფე­ნა, რო­გორც თბი­ლი­სის, ასე­ვე გო­რი­სა და ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ფე­ნას სოფ. თოხ­ლი­ა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უმას­პინ­ძლა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში­ვე შედ­გა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის პრე­ზენ­ტა­ცია და სხვა. ყო­ვე­ლი წლის 16 სექ­ტემ­ბერს "ჭიქა ღვი­ნით“ თუ, მის გა­რე­შე ვიხ­სე­ნებთ ლონ­დო­ნი­დან სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის მომ­ლო­დი­ნე სა­ხე­ლო­ვან მა­მუ­ლიშ­ვილს. ამ­ჯე­რად ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის 177-ე და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავთ.

არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძე, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი დე­კა­ნო­ზიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) წე­რე­თე­ლი.

- თით­ქმის 30 წე­ლია, რაც ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბას იკ­ვლევთ. მოგ­ვი­თხრეთ ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე და მის ღვაწლ­ზე..

- ეს გრძე­ლი და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აა. 1846 წლის 16 სექ­ტემ­ბერს სოფ. თოხ­ლი­ა­ურ­ში თა­ვად ჯან ას­ლან (იგი­ვე ტატო) ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და ვაჟი, პა­ტა­რა ვარ­ლა­მი, რო­მე­ლიც იმ დროს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, 10 წლის ასაკ­ში პე­ტერ­ბურ­გში გაგ­ზავ­ნეს სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. თუმ­ცა ისე მოხ­და, რომ ის ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ჩა­ერ­თო ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო, სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის მებ­რძოლ­თა მოძ­რა­ო­ბა­ში, რის­თვი­საც ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ორ­ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს. 1876 წელს მან მო­ა­ხერ­ხა გა­და­სახ­ლე­ბი­დან ევ­რო­პა­ში გაქ­ცე­ვა და აქე­დან იწყე­ბა მისი ხან­გრძლი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის წლე­ბი. XIX სა­უ­კუ­ნის 90-ია­ნებ­ში ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი სა­ბო­ლო­ოდ ლონ­დონ­ში მკვიდ­რდე­ბა. სწო­რედ აქ გა­ნათ­ლე­ბულ, უაღ­რე­სად სათ­ნო და მი­სი­ვე თა­ნა­მო­აზ­რე ჰო­ლან­დი­ელ ქალ­ბა­ტონ­თან ფრი­და რუ­პერ­ტუს­თან ერ­თად ქმნის ოჯახს (სამ­წუ­ხა­როდ, მათ შვი­ლი არ ყო­ლი­ათ) და თა­ვი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი, ძალ­ზედ ნა­ყო­ფი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბით ერ­თდრო­უ­ლად დიდი წვლი­ლი შე­აქვს რო­გორც მსოფ­ლიო ანარ­ქის­ტულ, ისე ქარ­თულ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში. სო­ცი­ა­ლის­ტურ ას­პა­რეზ­ზე თუ მისი უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლი მსოფ­ლიო სა­ხე­ლის მქო­ნე ცნო­ბი­ლი რუსი მეც­ნი­ე­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ანარ­ქიზ­მის იდე­ო­ლო­გი პეტ­რე კრო­პოტ­კი­ნი გახ­ლდათ, ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში ის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ერ­თგულ თა­ნა­მო­აზ­რედ და თა­ნა­მებ­რძო­ლად დარ­ჩა.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ორ გე­ნი­ოსს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქოს­და, გა­ყო­ფი­ლი ჰქონ­დათ სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცი­ე­ბი ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში. იმ­პე­რი­ის ფარ­გლებ­ში პატ­რი­ო­ტუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნამ­ძღო­ლის ფუნ­ქცი­ას თუ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ას­რუ­ლებ­და, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­მან­ზე ეს სა­პა­ტიო და იმავდრო­უ­ლად, უმ­ძი­მე­სი მი­სია სა­ზღვარ­გა­რეთ (ევ­რო­პა, ამე­რი­კა), ვარ­ლამ­მა იტ­ვირ­თა. სწო­რედ მისი დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და აქ­ტი­უ­რი მხარ­დაჭ­რის წყა­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი: არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძი­სა და მისი თა­ნა­მო­აზ­რე ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის მიერ 1903 წელს პა­რიზ­ში გა­ზეთ "სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­მო­ცე­მა; 1905 წელს ქარ­თვე­ლი სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის მიერ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჰო­ლან­დი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­მით დი­დძა­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­მო­ტა­ნა; 1905-1906 წ.წ. რუ­სუ­ლი დამ­სჯე­ლი რაზ­მე­ბის მიერ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რიგი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის გა­დაწ­ვის, თბი­ლის­ში ჩა­დე­ნი­ლი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის, მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­ბე­ვა-და­წი­ო­კე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა; გო­რის მაზ­რა­ში, ტი­რი­ფო­ნის ვე­ლი­დან ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის აყ­რი­სა და უხო­ეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის წყა­ლო­ბით წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა და სხვა. ამას­თან, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი გახ­ლდათ ის ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­დან პირ­ველ­მა მი­აქ­ცია მსოფ­ლი­ოს პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა 1783 წელს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­კავ­ში­რეო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის სა­მარ­თლებ­რივ ას­პექ­ტებს და პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, ეს სა­კი­თხი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მსჯე­ლო­ბის საგ­ნად აქ­ცია. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ჰა­ა­გის 1907 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია და მისი შე­დე­გე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და­ჩაგ­რულ ერთა ლი­გა­ში, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი­სა და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის მამ­ხი­ლე­ბე­ლი გა­მოს­ვლე­ბი ლი­გის კონ­გე­სებ­ზე და სხვა.

- რო­გორ ახერ­ხებ­და ეს ადა­მი­ა­ნი ერ­თნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ამ ორ ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ას­პა­რეზ­ზე?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი კი­თხვაა. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ითქვ ას, ის უიშ­ვი­ა­თე­სი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­დე­საც ერთ პი­როვ­ნე­ბა­ში ერ­თის მხრივ სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი და მე­რეს მხრივ, უდი­დე­სი პატ­რი­ო­ტი, მე­ტიც, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის, მისი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნი­სათ­ვის მებ­რძო­ლი ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს. ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­მო­ე­ბა­საც, რომ იმ დროს სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე სა­ზო­გა­დო­ე­ბას XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თაღ­ლი­თო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბას ჰპირ­დე­ბო­და. ვარ­ლამ­მა კი დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­როვ­ნე­ბა იყოს მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შე­უ­რი­გე­ბე­ლი ანარ­ქო-სინ­დი­კა­ლის­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დე­რი და, იმავდრო­უ­ლად, რო­დე­საც ამას სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ი­თხოვს, დაბ­რუნ­დეს "სტო­ლი­პი­ნის ჰალ­სტუ­ხე­ბით“ (ამ სა­ხე­ლით 1905-1907 წლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და­წყე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ის წლებ­ში ხალ­ხი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის მო­ედ­ნებ­ზე მომ­რავ­ლე­ბულ სახ­რჩო­ბე­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებ­და) მო­ფე­ნილ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და კონ­სპი­რა­ცი­ის მიზ­ნით მღვდლის ანა­ფო­რით შე­მო­სილ­მა, ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად, დედა ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნი­სათ­ვის იბ­რძო­ლოს.

- რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას მისი ასე­თი გარ­და­სახ­ვა?

- სამ­შობ­ლოს უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით, მზად­ყოფ­ნით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის და თუ ამას სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ი­თხოვ­და, მისი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სი­ცო­ცხლეც და­ეთ­მო. მერ­წმუ­ნეთ, ეს არ გახ­ლავთ ცა­რი­ე­ლი, ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, თუ რა შე­უძ­ლია სამ­შობ­ლოს ჭეშ­მა­რიტ სიყ­ვა­რულს, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ერთი ფაქ­ტი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო. ჩვენ უკვე ვახ­სე­ნეთ, რომ ვარ­ლა­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი იყო. ზო­გი­ერთ ჩემს კო­ლე­გას უკ­ვირს, რა­ტომ მო­ვიხ­სე­ნი­ებ ვარ­ლამს ხან სო­ცი­ა­ლის­ტად და ხა­ნაც ანარ­ქო-სინ­დი­კა­ლის­ტად. მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად ვარ­ლა­მის გან­მარ­ტე­ბას ვეყ­რდნო­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის ბრძო­ლის ჭეშ­მა­რიტ იდე­ა­ლებს სწო­რედ ანარ­ქის­ტებ­მა უერ­თგუ­ლეს. ისი­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის მე­ო­რე დღეს­ვე მო­ი­თხოვ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­ნაც­ვლე­ბას თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბით (სინ­დი­კა­ტე­ბით), გან­სხვა­ვე­ბით მარ­ქსის­ტე­ბის­გან, ე.წ. "სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლიზ­მის“ მქა­და­გებ­ლე­ბის­გან, რო­მელ­საც ანარ­ქის­ტე­ბის ღრმა რწმე­ნით, სო­ცი­ა­ლიზ­მთან, სო­ცი­ა­ლურ თა­ნას­წო­რო­ბას­თან შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ერ­თო ჰქონ­და. ანუ რო­გორც ისი­ნი ხა­ტოვ­ნად აღ­ნიშ­ნავ­დნენ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ "ახა­ლი ღვი­ნო ძველ ტიკ­ში შე­ე­ნა­ხათ“, რაც ანარ­ქის­ტე­ბის ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბით გა­მოს­ვლას კი ისი­ნი თაღ­ლი­თო­ბად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბად აფა­სებ­დნენ. ვარ­ლა­მი­სა და მისი თა­ნა­მო­აზ­რე ანარ­ქო-სინ­დი­კა­ლის­ტე­ბის ღრმა რწმე­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ძალ­მომ­რე­ო­ბის ია­რა­ღად რჩე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ბურ­ჟუ­ა­ზი­ის ხელ­ში იქ­ნე­ბა, თუ - მუ­შე­ბი­სა და გლე­ხე­ბის.

ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შრო­მე­ბი: "ფურ­ცლე­ბი სო­ცი­ა­ლიზ­მის ის­ტო­რი­ი­დან“, "მარ­ქსიზ­მის დოქ­ტრი­ნე­ბი“, "ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის სა­თა­ვე­ებ­თან“ მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ცი­ვი­ლუ­რი ერე­ბის ენა­ზეა თარ­გმნი­ლი, მათ შო­რის, ჩი­ნუ­რად და ია­პო­ნუ­რად. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, მარ­თლაც გა­საკ­ვი­რია, რომ ამ რწმე­ნის, მსოფ­ლიო ანარ­ქის­ტულ მოძ­რა­ო­ბა­ში უდი­დე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა, რო­დე­საც მის სამ­შობ­ლოს დას­ჭირ­და, ნოე ჟორ­და­ნი­ას მენ­შე­ვი­კურ მთავ­რო­ბას თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა. ის აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­აღ­დგე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­დღი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. განა გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი აკა­კი ჩხენ­კე­ლი ხში­რად აკი­თხავ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ვარ­ლამს და ყუ­რა­დღე­ბით ის­მენ­და მის რჩე­ვებს ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­ტიც, სწო­რედ ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის წიგ­ნი "La Georgie”იქცა მენშვი­კუ­რი მთავ­რო­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად პა­რი­ზის 1918 წლის სამ­შვი­დო­ბო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. აი, რა შე­უძ­ლია სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს და დღე­ი­სათ­ვის ასე აქ­ტუ­ა­ლუ­რი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის რა ბრწყინ­ვა­ლე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას "სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი დაძ­ვე­ლე­ბის“ მა­გა­ლი­თი დაგ­ვი­ტო­ვა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს პო­ლი­ტი­კოს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს.

- თქვენ წე­რი­ლის დას­წყის­ში ვარ­ლა­მის ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბა ახ­სე­ნეთ, რა ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვარ­ლა­მი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ვერც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­ურ­ჩა. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც კი მკაც­რად იდევ­ნე­ბო­და. სხვა არა­ერთ ცი­ლის­წა­მე­ბას­თან ერ­თად, ვრცელ­დე­ბო­და ცრუ მო­ნა­ცე­მე­ბი მისი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლის შე­სა­ხებ. თით­ქოს­და, მისი საფ­ლა­ვი ლონ­დონ­ში, მარ­ქსის საფ­ლა­ვის გვერ­დით მდე­ბა­რე­ობ­და. სხვა­თა შო­რის, ეს მცდა­რი მო­ნა­ცე­მი (ბევრ სხვა უხეშ შეც­დო­მას­თან ერ­თად ვარ­ლა­მის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან), ჩვე­ნი არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გაგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა, დღემ­დე ვრცელ­დე­ბა ვი­კი­პე­დი­ის ქარ­თულ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ე.წ. სა­თაო წე­რი­ლის მეშ­ვე­ო­ბით. სი­მარ­თლე კი ის გახ­ლავთ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სამ­ფო­ში რამ­დე­ნი­მე ხან­გრძლი­ვი მივ­ლი­ნე­ბის შემ­დეგ, 2001 წელს ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.10-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს “Golders Green“-ის კრე­მა­ტო­რი­უმ­ში მი­ვაკ­ვლი­ეთ ვარ­ლა­მის ფერ­ფლს, რო­მე­ლიც დღემ­დე იქ ინა­ხე­ბა. ლი­თო­ნის ყუთი, რო­მელ­შიც 1925 წლის შემ­დეგ ვარ­ლა­მის ფერ­ფლი ინა­ხე­ბო­და, აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაგ­ვხვდა და ის 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ტა­ნი­ლი, ქარ­თუ­ლი მარ­მა­რი­ლოს­გან დამ­ზა­დე­ბულ ახა­ლი სარ­კო­ფა­გით ჩა­ვა­ნაც­ვლეთ. ცხა­დია, ფერ­ფლის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა მისი გად­მოს­ვე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. თუმ­ცა, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­ნამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­დეს მისი ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა. ჯერ მე­ფის რუ­სე­თის, შემ­დეგ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­უ­კუ­ნო­ვან დევ­ნას უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია. ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე შე­უ­სა­ბა­მოდ და­ბა­ლია ამ დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის ცნო­ბა­დო­ბა, მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას სა­ზღვარ­გა­რეთ უკეთ იც­ნო­ბენ, იქ უფრო ხში­რად გა­მო­ი­ცე­მა მისი შრო­მე­ბი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა. უნდა მო­ვუმ­ზა­დოთ სა­ფუძ­ვე­ლი დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­ულ დაბ­რუ­ნე­ბას, ამ ადა­მი­ა­ნის უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის ახ­დე­ნას. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ღვაწ­ლის თი­თო­ე­ულ დამ­ფა­სე­ბელს ვუ­ლო­ცავ ამ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან - 177-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ქუ­ჩის­თვის მისი სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბას და მათ­თან ერ­თად ვი­სურ­ვებ იმ ნა­ნატ­რი დღის ერ­თად აღ­ნიშ­ვნას, რო­დე­საც ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი თა­ვის სამ­შობ­ლოს ღირ­სე­უ­ლად და სა­მუ­და­მოდ და­უბ­რუნ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სუხია
1

მალაკნებიდან საბჭოს მოედნამდე მონაკვეთს ახლაც ჩერქეზოვს ეძახის უფროსი თაობა, როგორც პლეხანოვს აღმაშენებელს. მეგონა ჩერქეზოვიც რუსი რევოლუციონერი იყო. არ ვიცოდი თუ ჩერქეზიშვილიდან მომდინარეობდა. არა და მაგ უბანში ვცხოვრობ.

აი
1

ასეთი მამულიშვილები არიან საქართველოს თანმდევი სულები. სანამ ემახსოვრება ხალხს - მანამ იწოდება ერად. კარგი საქმე წამოგიწყიათ გაიხარეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

მეფის რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი, რომელიც კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილი, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა

მეფის რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი, რომელიც კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილი, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, მალე დედაქალაქს ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა ექნება. როგორც ამბობენ, სწორედ ის გახლავთ ფილმ "ფესვების" მთავარი გმირის პროტოტიპი. სასიქადულო მამულიშვილის ემიგრაციაში მოღვაწეობაზე, რაც ფართო საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, უცნობია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ფერაძე მოგვითხრობს. ჩვენი რესპოდენტი 30 წელია, რაც ღვაწლმოსილი თანამემამულის - ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას იკვლევს და ambebi.ge-ს მკითხველს მისი ემიგრანტული ბიოგრაფიიდან საინტერესო ეპიზოდებზე უამბობს.

- ბატონო გოჩა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისში ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა ადრეც არსებობდა...

- XX საუკუნის დასწყისში ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ქუჩა (ე.წ.მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე), მართლაც ატარებდა ჩერქეზიშვილის სახელს. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელები ბოლშევიკების მიერ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შემდეგაც კარგა ხანს მას ისევ "ჩერქეზოვის ქუჩის“ სახელით მოიხსენიებდნენ. მაგრამ, ეს გახლდათ 1907-1909 წლებში თბილისის წარმატებული და ერთ-ერთი იშვიათი ქართველი ქალაქის თავის - ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილის (1858-1910წ.წ.) სახელობის ქუჩა. გვარის გარდა, ამ უაღრესად საინტერესო პიროვნებას და ქუჩას ჩვენს დღევანდელ ისტორიასთან საერთო არაფერი აქვს. სასიხარულო ამბავი, რომელიც ამჯერად გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ უკავშირდება სულ ცოტა ხნის წინ, აგვისტოს ბოლოს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანხმადაც დედაქალაქის საკრებულომ დააკმაყოფილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ჯაბა სამუშიას შუამდგომლობა და ისნის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა არა ვასილ, არამედ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ათწლეულების განმავლობაში დევნილი, დიდი ქართველი მამულიშვილის, ცნობილი პოლიტიკური ემიგრანტის ვარლამ ჯან ასლანის (ტატოს) ძე ჩერქეზიშვილის სახელი. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, ამავე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თითეულ წევრს, მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ვარდოსანიძეს, კომისიის სამდივნოს უფროსს, ბატონ მამუკა ბალიაშვილს, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ კახაბერ ლაბუჩიძეს და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს ვისი აქტიური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის ამ შესანიშნავი ინიციატივის ხორცშესხმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წელს მაშინდელი რექტორის, ბატონ გიორგი შარვაშიძის ბრძანებით, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად შესწავლისა და წარმოჩენის მიზნით, უნივერსიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად არაერთი სირთულისა (მათ შორის მხედველობაში გვაქვს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ორი წელი), სწორედ ამ ჯგუფის ინიციატივისა და მონდომების წყალობით, დღეს ვარლამ ჩერქეზიშვილის მშობლიურ სოფელ თოხლიაურში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) გვაქვს მისი სახელობის საჯარო სკოლა, საგარეჯოში ქუჩა ატარებს მის სახელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე გაიმართა ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი ორი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია, გამოიცა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებული, მოეწყო დიდი მამულიშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, როგორც თბილისის, ასევე გორისა და ბათუმის უნივერსიტეტებში. გასული წლის სექტემბერში გამოფენას სოფ. თოხლიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანების სასახლეშივე შედგა ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა. ყოველი წლის 16 სექტემბერს "ჭიქა ღვინით“ თუ, მის გარეშე ვიხსენებთ ლონდონიდან სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების მომლოდინე სახელოვან მამულიშვილს. ამჯერად ვარლამ ჩერქეზიშვილის 177-ე დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

არჩილ ჯორჯაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი.

- თითქმის 30 წელია, რაც ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას იკვლევთ. მოგვითხრეთ ამ პიროვნებაზე და მის ღვაწლზე..

- ეს გრძელი და უაღრესად საინტერესო ისტორიაა. 1846 წლის 16 სექტემბერს სოფ. თოხლიაურში თავად ჯან ასლან (იგივე ტატო) ჩერქეზიშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, პატარა ვარლამი, რომელიც იმ დროს დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, 10 წლის ასაკში პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო განათლების მისაღებად. თუმცა ისე მოხდა, რომ ის ადრეული ასაკიდან ჩაერთო ანტისახელისუფლებო, სოციალური თანასწორობისთვის მებრძოლთა მოძრაობაში, რისთვისაც ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ორჯერ დააპატიმრეს. 1876 წელს მან მოახერხა გადასახლებიდან ევროპაში გაქცევა და აქედან იწყება მისი ხანგრძლივი პოლიტიკური ემიგრაციის წლები. XIX საუკუნის 90-იანებში ვარლამ ჩერქეზიშვილი საბოლოოდ ლონდონში მკვიდრდება. სწორედ აქ განათლებულ, უაღრესად სათნო და მისივე თანამოაზრე ჰოლანდიელ ქალბატონთან ფრიდა რუპერტუსთან ერთად ქმნის ოჯახს (სამწუხაროდ, მათ შვილი არ ყოლიათ) და თავისი ყოველდღიური, ძალზედ ნაყოფიერი პოლიტიკური-საზოგადოებრივი მოღვაწეობით ერთდროულად დიდი წვლილი შეაქვს როგორც მსოფლიო ანარქისტულ, ისე ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სოციალისტურ ასპარეზზე თუ მისი უახლოესი თანამებრძოლი მსოფლიო სახელის მქონე ცნობილი რუსი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ანარქიზმის იდეოლოგი პეტრე კროპოტკინი გახლდათ, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ის სიცოცხლის ბოლომდე ილია ჭავჭავაძის ერთგულ თანამოაზრედ და თანამებრძოლად დარჩა.

მეუღლესთან ერთად

მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ გენიოსს ათწლეულების განმავლობაში, თითქოსდა, გაყოფილი ჰქონდათ საკუთარი ფუნქციები ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იმპერიის ფარგლებში პატრიოტული ძალების წინამძღოლის ფუნქციას თუ ილია ჭავჭავაძე ასრულებდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ XIX-XX საუკუნეების სამანზე ეს საპატიო და იმავდროულად, უმძიმესი მისია საზღვარგარეთ (ევროპა, ამერიკა), ვარლამმა იტვირთა. სწორედ მისი დიდი ავტორიტეტისა და აქტიური მხარდაჭრის წყალობით გახდა შესაძლებელი: არჩილ ჯორჯაძისა და მისი თანამოაზრე ქართველი პატრიოტების მიერ 1903 წელს პარიზში გაზეთ "საქართველოს“ გამოცემა; 1905 წელს ქართველი სოციალ-ფედერალისტების მიერ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასახმარებლად ჰოლანდიიდან საქართველოში გემით დიდძალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანა; 1905-1906 წ.წ. რუსული დამსჯელი რაზმების მიერ დასავლეთ საქართველოს რიგი ქალაქებისა და სოფლების გადაწვის, თბილისში ჩადენილი საზარელი მკვლელობების, მოსახლეობის დარბევა-დაწიოკების შესახებ ევროპისა და ამერიკის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება; გორის მაზრაში, ტირიფონის ველიდან ქართული სოფლების აყრისა და უხოეთში გადასახლების საწინააღმდეგო აქციის ევროპული საზოგადოების, პოლიტიკური წრეების აქტიური მხარდაჭერის წყალობით წარმატებით დასრულება და სხვა. ამასთან, ვარლამ ჩერქეზიშვილი გახლდათ ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ჩვენი თანამემამულეებიდან პირველმა მიაქცია მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ყურადღება 1783 წელს რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული საერთაშორისო სამოკავშირეო ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ ასპექტებს და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს საკითხი საერთაშორისო კონფერენციის მსჯელობის საგნად აქცია. მხედველობაში მაქვს ჰააგის 1907 წლის საერთაშორისო კონფერენცია და მისი შედეგები, საქართველოს გაწევრიანება დაჩაგრულ ერთა ლიგაში, ვარლამ ჩერქეზიშვილისა და მისი თანამებრძოლების რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მამხილებელი გამოსვლები ლიგის კონგესებზე და სხვა.

- როგორ ახერხებდა ეს ადამიანი ერთნაირად წარმატებული ყოფილიყო ამ ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ასპარეზზე?

- შესანიშნავი კითხვაა. არაერთხელ მითქვამს, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი, შეიძლება ითქვ ას, ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც ერთ პიროვნებაში ერთის მხრივ საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერი და მერეს მხრივ, უდიდესი პატრიოტი, მეტიც, ქართული ეკლესიის, მისი ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი ერწყმის ერთმანეთს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ იმ დროს სოციალისტური მოძრაობის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოებას XIX საუკუნის მიწურულს სასულიერო პირების თაღლითობისთვის გასამართლებას ჰპირდებოდა. ვარლამმა კი დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელია პიროვნება იყოს მსოფლიოში სახელმწიფოსთან ერთ-ერთ ყველაზე შეურიგებელი ანარქო-სინდიკალისტური მიმართულების ლიდერი და, იმავდროულად, როდესაც ამას სამშობლოს ინტერესები მოითხოვს, დაბრუნდეს "სტოლიპინის ჰალსტუხებით“ (ამ სახელით 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ, რუსეთის იმპერიაში დაწყებული რეაქციის წლებში ხალხი ქალაქებისა და სოფლების მოედნებზე მომრავლებულ სახრჩობელებს მოიხსენიებდა) მოფენილ რუსეთის იმპერიაში და კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილმა, ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, დედა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოლოს.

- რით შეიძლება აიხსნას მისი ასეთი გარდასახვა?

- სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, მზადყოფნით, მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურა ქართველი ხალხისთვის და თუ ამას სამშობლოს ინტერესები მოითხოვდა, მისი კეთილდღეობისთვის სიცოცხლეც დაეთმო. მერწმუნეთ, ეს არ გახლავთ ცარიელი, ლიტონი სიტყვები. თვალსაჩინოებისთვის, თუ რა შეუძლია სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს, ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ვარლამი საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერი იყო. ზოგიერთ ჩემს კოლეგას უკვირს, რატომ მოვიხსენიებ ვარლამს ხან სოციალისტად და ხანაც ანარქო-სინდიკალისტად. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ შემთხვევაში თავად ვარლამის განმარტებას ვეყრდნობი, რომლის თანახმადაც სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლის ჭეშმარიტ იდეალებს სწორედ ანარქისტებმა უერთგულეს. ისინი რევოლუციის მეორე დღესვე მოითხოვდნენ სახელმწიფოს ჩანაცვლებას თავისუფალ მოქალაქეთა პროფესიული გაერთიანებებით (სინდიკატებით), განსხვავებით მარქსისტებისგან, ე.წ. "სახელმწიფო სოციალიზმის“ მქადაგებლებისგან, რომელსაც ანარქისტების ღრმა რწმენით, სოციალიზმთან, სოციალურ თანასწორობასთან შეუძლებელია, საერთო ჰქონდა. ანუ როგორც ისინი ხატოვნად აღნიშნავდნენ, სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ "ახალი ღვინო ძველ ტიკში შეენახათ“, რაც ანარქისტების ხედვით, შეუძლებელია. ასეთი მოწოდებებით გამოსვლას კი ისინი თაღლითობად, საზოგადოების მოტყუებად აფასებდნენ. ვარლამისა და მისი თანამოაზრე ანარქო-სინდიკალისტების ღრმა რწმენით, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში ძალმომრეობის იარაღად რჩება, მიუხედავად იმისა, ძალაუფლება ბურჟუაზიის ხელში იქნება, თუ - მუშებისა და გლეხების.

ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომები: "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“, "მარქსიზმის დოქტრინები“, "ინტერნაციონალის სათავეებთან“ მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილური ერების ენაზეა თარგმნილი, მათ შორის, ჩინურად და იაპონურად. ამ ყველაფრის შემდეგ, მართლაც გასაკვირია, რომ ამ რწმენის, მსოფლიო ანარქისტულ მოძრაობაში უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პიროვნება, როდესაც მის სამშობლოს დასჭირდა, ნოე ჟორდანიას მენშევიკურ მთავრობას თანამშრომლობაზე დათანხმდა. ის აქტიურად ჩაერთო დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ყოველდღიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. განა გასაკვირი არ არის, რომ მენშევიკური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ხშირად აკითხავდა დამოუკიდებლობის წლებში მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნებულ ვარლამს და ყურადღებით ისმენდა მის რჩევებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მეტიც, სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილის წიგნი "La Georgie”იქცა მენშვიკური მთავრობის სავიზიტო ბარათად პარიზის 1918 წლის სამშვიდობო კონფერენციაზე. აი, რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულს და დღეისათვის ასე აქტუალური დეპოლარიზაციის რა ბრწყინვალე, შეიძლება ითქვას "საუკუნოვანი დაძველების“ მაგალითი დაგვიტოვა ვარლამ ჩერქეზიშვილმა მომავალ თაობებს, პირველ რიგში, ჩვენს პოლიტიკოს თანამემამულეებს.

- თქვენ წერილის დასწყისში ვარლამის ნეშტის გადმოსვენება ახსენეთ, რა ხდება ამ მიმართულებით?

- სამწუხაროდ, ვარლამი ბოლშევიკების მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვერც გარდაცვალების შემდეგ გადაურჩა. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირში მისი სახელის ხსენებაც კი მკაცრად იდევნებოდა. სხვა არაერთ ცილისწამებასთან ერთად, ვრცელდებოდა ცრუ მონაცემები მისი დაკრძალვის ადგილის შესახებ. თითქოსდა, მისი საფლავი ლონდონში, მარქსის საფლავის გვერდით მდებარეობდა. სხვათა შორის, ეს მცდარი მონაცემი (ბევრ სხვა უხეშ შეცდომასთან ერთად ვარლამის ბიოგრაფიიდან), ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაგვესწორებინა, დღემდე ვრცელდება ვიკიპედიის ქართულ გვერდზე განთავსებული ე.წ. სათაო წერილის მეშვეობით. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ გაერთიანებულ სამფოში რამდენიმე ხანგრძლივი მივლინების შემდეგ, 2001 წელს ჩვენი მცდელობა წარმატებით დასრულდა.10-წლიანი ძებნის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ უძველეს “Golders Green“-ის კრემატორიუმში მივაკვლიეთ ვარლამის ფერფლს, რომელიც დღემდე იქ ინახება. ლითონის ყუთი, რომელშიც 1925 წლის შემდეგ ვარლამის ფერფლი ინახებოდა, აღმოჩენისთანავე მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა და ის 2013 წელს საქართველოდან ჩატანილი, ქართული მარმარილოსგან დამზადებულ ახალი სარკოფაგით ჩავანაცვლეთ. ცხადია, ფერფლის აღმოჩენისთანავე დაიწყო მსჯელობა მისი გადმოსვენების თაობაზე. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მანამდე აუცილებელია მოხდეს მისი ცნობადობის ამაღლება. ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან საუკუნოვან დევნას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი მონდომების მიუხედავად, დღემდე შეუსაბამოდ დაბალია ამ დიდი მამულიშვილის ცნობადობა, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას საზღვარგარეთ უკეთ იცნობენ, იქ უფრო ხშირად გამოიცემა მისი შრომები, ვიდრე საქართველოში. სწორედ ეს არის ჩვენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი რიგის ამოცანა. უნდა მოვუმზადოთ საფუძველი დიდი მამულიშვილის სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას, ამ ადამიანის უკანასკნელი სურვილის ახდენას. ვარლამ ჩერქეზიშვილის ღვაწლის თითოეულ დამფასებელს ვულოცავ ამ საიუბილეო თარიღთან - 177-ე წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებას და მათთან ერთად ვისურვებ იმ ნანატრი დღის ერთად აღნიშვნას, როდესაც ვარლამ ჩერქეზიშვილი თავის სამშობლოს ღირსეულად და სამუდამოდ დაუბრუნდება.