საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა
ირაკლი ღარიბაშვილი  რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს შეხ­ვდა.

ნიუ-იორკში, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლეს, ასე­ვე ორი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­დე­გე­ბი მი­მო­ი­ხი­ლეს და სა­მო­მავ­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­სა­ხეს. რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ და თურ­ქეთ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წი­ეს, რაც აი­სა­ხა რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ, ისე პო­ლი­ტი­კურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რო­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის, რაც მეტ ეკო­ნო­მი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მე­დე­გო­ბას მო­უ­ტანს ორი­ვე ქვე­ყა­ნას.

მხა­რე­ებ­მა ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა სა­კი­თხე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით და­რე­გუ­ლი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, ასე­ვე – ევ­რო­პუ­ლი და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცი
5

ღარიბაშვილი არის ერეკლე მეორეს შემდეგ ყველაზე ბრძენი მეთაური. კიმ ჩენ ირმა უთხრა ამ დღეებში ვლადივასტოკში პუტინს. მე აღმოსავლეთს ვმართავ, ირაკლი დასავლეთსო. 

ნინა
4

წარმატებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ!ღმერთმა ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩასვლა გვაღირსოს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა

ირაკლი ღარიბაშვილი  რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში.

მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.