მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი" - წამყვანი სოციალური მედიის დირექტორები აშშ-ს კანონმდებლებს შეხვდნენ: დეტალები კონგრესიდან
"ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი" - წამყვანი სოციალური მედიის დირექტორები აშშ-ს კანონმდებლებს შეხვდნენ: დეტალები კონგრესიდან

ილონ მას­კი, ბილ გე­ით­სი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, სუნ­დარ პი­ჩაი და სხვა ტექ-ტი­ტა­ნე­ბი აშშ-ში კა­ნონ­მდებ­ლებს შეხ­ვდნენ, რათა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­ნე­ხი­ლათ. წამ­ყვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის დი­რექ­ტო­რებს და კა­ნონ­მდებ­ლებს სურთ, რომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტექ­ნო­ლო­გი­ის საფრ­თხე შე­ამ­ცი­რონ.

მას­კის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლებ­მა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის უსაფრ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ: "მსა­ჯის ყოლა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათ უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ ის, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს და უსაფრ­თხო­ე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს". მი­სი­ვე თქმით, ეს შეხ­ვედ­რა მათი მხრი­დან, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რია და ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მო­მავ­ლის­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტი.

კონ­გრეს­ში 60-ზე მეტი სე­ნა­ტო­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კა­ნონ­მდებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ისი­ნი ერ­თხმად თან­ხმდე­ბოდ­ნენ. "ეს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც მომ­დევ­ნო თა­ო­ბას მო­უ­წევს. დღეს ვი­წყებთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა ჯერ კი­დევ დიდი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს სე­ნა­ტის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, ჩაკ შუ­მერ­მა, რო­მე­ლიც ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო.

შუ­მერ­მა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ 2024 წლის აშშ-ს სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბის წინ გან­სა­კუთ­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა, რათა ფეიკ კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბის­გან რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად ვი­ყოთ და­ზღვე­უ­ლე­ბი.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ლიკა
0

ცუკერბერგის პიჯაკი ჰქონია😄😲 ბილიც პირველად ვნახე პიჯაკში. რაღაც სერიოზული ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი" - წამყვანი სოციალური მედიის დირექტორები აშშ-ს კანონმდებლებს შეხვდნენ: დეტალები კონგრესიდან

"ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი" - წამყვანი სოციალური მედიის დირექტორები აშშ-ს კანონმდებლებს შეხვდნენ: დეტალები კონგრესიდან

ილონ მასკი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, სუნდარ პიჩაი და სხვა ტექ-ტიტანები აშშ-ში კანონმდებლებს შეხვდნენ, რათა ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები განეხილათ. წამყვანი სოციალური მედიის დირექტორებს და კანონმდებლებს სურთ, რომ განვითარებადი ტექნოლოგიის საფრთხე შეამცირონ.

მასკის თქმით, აუცილებელია, რომ მარეგულირებლებმა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენება უზრუნველყონ: "მსაჯის ყოლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ კომპანიების გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესებს და უსაფრთხოებას ითვალისწინებდეს". მისივე თქმით, ეს შეხვედრა მათი მხრიდან, კაცობრიობისთვის გაწეული სამსახურია და ისტორიაში შევა, როგორც ცივილიზაციის მომავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი.

კონგრესში 60-ზე მეტი სენატორი მონაწილეობდა. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ რეგულაციების აუცილებლობის შესახებ ისინი ერთხმად თანხმდებოდნენ. "ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთან გამკლავებაც მომდევნო თაობას მოუწევს. დღეს ვიწყებთ ამაზე მუშაობას, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - განუცხადა ჟურნალისტებს სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორი იყო.

შუმერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2024 წლის აშშ-ს საყოველთაო არჩევნების წინ განსაკუთრებლად აუცილებელია რეგულაციების არსებობა, რათა ფეიკ კონტენტის გავრცელებისგან რაც შეიძლება მეტად ვიყოთ დაზღვეულები.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა