საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია" - შალვა პაპუაშვილი
"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია" - შალვა პაპუაშვილი

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, ბოლო 10 წე­ლია, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს, ის კერ­ძო პი­რია. ამა­ვე დროს, ის არის სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მოხ­ვდა ამ ტი­პის სან­ქცი­ებ­ში, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის და­სან­ქცი­რე­ბას­თან, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის მიერ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბის სა­კითხს.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მიჰ­ყვე­ბა სან­ქცი­ებს, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია რუ­სე­თის მი­მართ.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ მოხ­დეს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავლა.

"შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ამ სა­კითხს შე­ის­წავ­ლი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის­თვის, რომ გა­ერ­კვეს, რა­შია საქ­მე. ზო­გა­დად, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ამ სან­ქცი­ებს მიჰ­ყვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავლა არ იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი. ამ კონ­ტექ­სტშია, რო­გორც ჩანს, ეს სან­ქცია. ამი­ტომ ამ სა­კითხს შე­ის­წავ­ლის ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი”,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკარუსო
0

ჰაა, რა ჰქენი შალია, შეისავლე/? აღიარე რომ ბიძოს ემსახურებით!! აღიარე!! მონების კასკადია საქართველო და მოღალატეების!

არიქა ნაცებო
3

მთელი სანაცეთი კლავიატურას უზიხართ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია" - შალვა პაპუაშვილი

"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია" - შალვა პაპუაშვილი

ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რაც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიჰყვება სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა.

"შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული. ამ კონტექსტშია, როგორც ჩანს, ეს სანქცია. ამიტომ ამ საკითხს შეისწავლის ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.