საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები გასაჯაროვდეს.
როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, საკითხზე დღეს თავდაცვის უწყებაში კომისია შეიკრიბა.
"დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და მიღებული იქნა დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება. ის, რომ პრეზიდენტის ჩარტერები თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული – ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი პარალელურად მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ტელეკომპანია „იმედთან“.
როგორც კი გაუჭირდებათ, სააკაშვილს ეცემიან ხოლმე... იქნებ ისიც გაიხსენოთ, რომ მარტო კოსტუმების საქმეზე ზის. რატომ მაშინ არ გამოუჩხრიკეთ ეგ ჩარტერული რეისების ამბავი, როცა ასამართლებდით?
ვისაც ილუზია გაქვთ რომ საქართველოში რამე პოლიტიკურად შეიცვალა ფსიქოლოგები მოიძებნეთ, არა ხართ კარგად ... ქოცები "ღირსეულად" აგრძელებენ ნაცების გაკვალულ გზაზე სიარულს, მათ გაზარდეს და რა ქნან!!!!