საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბიაში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეა: ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ - წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს მიაღწიოს
ლიბიაში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეა: ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ - წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს მიაღწიოს

ქა­რიშ­ხალ "და­ნი­ე­ლის“ გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბულ ლი­ბი­ის ქა­ლაქ დერ­ნა­ში მაშ­ვე­ლე­ბი ცხედ­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლურ ტომ­რებს ითხო­ვენ.

"გვჭირ­დე­ბა გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან ცხედ­რე­ბის ამოს­ვე­ნე­ბა­ში. ვში­შობ, რომ ქა­ლა­ქი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა ეპი­დე­მი­ით ნან­გრე­ვებ­ში და წყალ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ცხედ­რე­ბის არ­სე­ბო­ბის გამო“, - გა­ნა­ცხა­და დერ­ნას მერ­მა, აბ­დულ­მე­ნამ ალ-გა­ი­თიმ.

მა­ნამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ ლი­ბი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ზღვი­დან მუდ­მი­ვად ირი­ყე­ბა ათო­ბით ცხე­და­რი და ბევ­რი მათ­გა­ნი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის უკვე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია.

"ცხედ­რე­ბი ყველ­გა­ნაა, სახ­ლებ­ში, ქუ­ჩებ­ში, ზღვა­ში. სა­დაც არ უნდა წახ­ვი­დეთ, იპო­ვით გარ­დაც­ვლილ მა­მა­კა­ცებს, ქა­ლებს და ბავ­შვებს,“ - გა­ნა­ცხა­და ბენ­ღა­ზის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ემად ალ-ფა­ლახ­მა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ცხედ­რე­ბის დაკ­რძალ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ერთ საფ­ლავ­ში დაკ­რძა­ლეს. მე­დია იუ­წყე­ბა, რომ დერ­ნას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ახა­ლი სა­ვე­ლე სა­ა­ვად­მყო­ფოს გახ­სნას ითხო­ვენ, რად­გან ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ორი სა­ა­ვად­მყო­ფო მორ­გე­ბა­დაა ქცე­უ­ლი.

დერ­ნას მერი აცხა­დებს, რომ ქა­ლაქ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა, შე­საძ­ლოა, 20 000-ს მი­აღ­წი­ოს.

ლი­ბი­ის გა­ე­რო-ს მიერ აღი­ა­რე­ბულ ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში დახ­მა­რე­ბა და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი 12-მა ქვე­ყა­ნამ გა­აგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ლიბიაში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეა: ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ - წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს მიაღწიოს

ლიბიაში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეა: ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ - წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს მიაღწიოს

ქარიშხალ "დანიელის“ გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის ქალაქ დერნაში მაშველები ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ.

"გვჭირდება გუნდები, რომლებიც სპეციალიზებული არიან ცხედრების ამოსვენებაში. ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში დიდი რაოდენობის ცხედრების არსებობის გამო“, - განაცხადა დერნას მერმა, აბდულმენამ ალ-გაითიმ.

მანამდე, აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ზღვიდან მუდმივად ირიყება ათობით ცხედარი და ბევრი მათგანი იდენტიფიცირებისთვის უკვე გადასვენებულია.

"ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს,“ - განაცხადა ბენღაზის ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის თანამშრომელმა, ემად ალ-ფალახმა მედიასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ცხედრების დაკრძალვის აუცილებლობის გამო ასობით ადამიანი ერთ საფლავში დაკრძალეს. მედია იუწყება, რომ დერნას მაცხოვრებლები ახალი საველე საავადმყოფოს გახსნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო მორგებადაა ქცეული.

დერნას მერი აცხადებს, რომ ქალაქში დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს.

ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულ ეროვნული ერთიანობის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დახმარება და სამაშველო ჯგუფები 12-მა ქვეყანამ გააგზავნა.