მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა  ქორწინდება შამანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა - რას აცხადებს სამეფო ოჯახი?
ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა  ქორწინდება შამანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა - რას აცხადებს სამეფო ოჯახი?

ნორ­ვე­გი­ის პრინ­ცე­სა მარ­ტა ლუ­ი­ზამ და მის­მა ამე­რი­კელ­მა პარტნი­ორ­მა, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა შა­მან­მა დი­უ­რეკ ვე­რეტ­მა, მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის­თვის ქორ­წი­ლის თა­რი­ღი გა­მო­ა­ცხა­დეს. მათი ნიშ­ნო­ბა ჯერ კი­დევ 2022 წლის ივ­ნის­ში შედ­გა, წყვილ­მა პა­ტარ­ძლის მა­მის­გან კურ­თხე­ვა მი­ი­ღო - ნორ­ვე­გი­ის მეფე ჰა­რალდ V-მ მარ­ტას და დი­უ­რეკს მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს დი­უ­რეკს ოჯახ­ში.

ვე­რე­ტი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და შა­მა­ნია. ის სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე ეწე­ვა. კერ­ძოდ, ის ამ­ტკი­ცებს, რომ კიბო თა­ვად ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია და "ინ­ტერ­ნეტ­ში" ყი­დის მე­და­ლი­ო­ნებს, რაც, მისი მტკი­ცე­ბით, ადა­მი­ა­ნებს კო­ვი­დის­გან იცავს.

პრინ­ცე­სა მარ­ტა ლუ­ი­ზა, საქმროს მსგავ­სად, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და შარ­შან ამ საქ­მის გამო სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც კი დათ­მო. ის ასე­ვე აცხა­დებს, რომ ან­გე­ლო­ზებ­თან ურ­თი­ერ­თობს.

შა­მა­ნი­სა და პრინ­ცე­სას ქორ­წი­ლი ულა­მა­ზეს სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ გე­ი­რან­ჯერ­ში, ფი­ორ­დის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ეს ად­გი­ლი შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ დი­უ­რე­კი შე­უ­ერ­თდე­ბა ჩვენს ოჯახს და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის აღ­ნიშ­ვნას ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­თან ერ­თად“, - ამ­ბო­ბენ ნორ­ვე­გი­ის მეფე და დე­დო­ფა­ლი ოთხშა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ”მარ­ტას და დი­უ­რეკს ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებთ”.

ჰო­ლი­ვუ­დის გურუ დი­უ­რეკ ვე­რე­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ "მე­ექ­ვსე თა­ო­ბის შა­მა­ნია" და აცხა­დებს, რომ მკვდრე­თით აღ­დგა და ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე ორი წლით ადრე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტე­ბი ამე­რი­კა­ში. ის ასე­ვე აღი­ა­რებს, რომ ყვე­ლას არ მოს­წონს მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და რწმე­ნა, მაგ­რამ აცხა­დებს, რომ მის მი­მართ ყო­ველ­გვა­რი კრი­ტი­კა მხო­ლოდ რა­სიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

პრინ­ცე­სა მარ­ტა ლუ­ი­ზა ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვა რთულ პერ­სო­ნად ნორ­ვე­გი­ა­ში, რად­გან გა­ტა­ცე­ბუ­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნით. ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ტი­ტუ­ლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის გამო ის არა­ერ­თხელ გა­უკ­რი­ტი­კე­ბი­ათ.

ქალი თა­ვად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­ხმა­რე უნდა იყოს სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში. მარ­ტამ შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლაც, რათა დახ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, "თა­ვი­ანთ ში­ნა­გან ან­გე­ლო­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში“. პრინ­ცე­სას ყო­ფი­ლი ქმა­რი, მწე­რა­ლი არი ბენი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ცოლს 2017 წელს და­შორ­და. ნორ­ვე­გი­უ­ლი მე­დია სარ­კას­ტუ­ლად წერს, - რო­გორც ჩანს, კაც­მა ვერ იპო­ვა თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი ან­გე­ლო­ზი, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და 2019 წელს თავი მო­იკ­ლაო.

ყო­ფილ ქმარ­თან ერ­თად

მარ­ტა ლუ­ი­ზა მეფე ჰა­რალ­დის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, მაგ­რამ ნორ­ვე­გი­ა­ში მოქ­მე­დი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ის მხო­ლოდ მე­ო­თხეა ტახ­ტის რიგ­ში - ძმი­სა და ორი ძმის­შვი­ლის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

🤣

შორენა
1

ბამბის პლანტაციები შამანს გადაავიწყდა, პრინცესას აინტერესებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა  ქორწინდება შამანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა - რას აცხადებს სამეფო ოჯახი?

ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა  ქორწინდება შამანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა - რას აცხადებს სამეფო ოჯახი?

ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზამ და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა, თვითგამოცხადებულმა შამანმა დიურეკ ვერეტმა, მომავალი ზაფხულისთვის ქორწილის თარიღი გამოაცხადეს. მათი ნიშნობა ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში შედგა, წყვილმა პატარძლის მამისგან კურთხევა მიიღო - ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-მ მარტას და დიურეკს მიულოცა და განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებს დიურეკს ოჯახში.

ვერეტი აფროამერიკელი მწერალი და შამანია. ის სამედიცინო კონსულტაციებს სპეციალური განათლებისა და კვალიფიკაციის გარეშე ეწევა. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ კიბო თავად ხალხის არჩევანია და "ინტერნეტში" ყიდის მედალიონებს, რაც, მისი მტკიცებით, ადამიანებს კოვიდისგან იცავს.

პრინცესა მარტა ლუიზა, საქმროს მსგავსად, ალტერნატიული მედიცინით არის გატაცებული და შარშან ამ საქმის გამო სამეფო მოვალეობებიც კი დათმო. ის ასევე აცხადებს, რომ ანგელოზებთან ურთიერთობს.

შამანისა და პრინცესას ქორწილი ულამაზეს საკურორტო ქალაქ გეირანჯერში, ფიორდის სანაპიროზე გაიმართება. ეს ადგილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

"მოხარულები ვართ, რომ დიურეკი შეუერთდება ჩვენს ოჯახს და მოუთმენლად ველით ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას ახალდაქორწინებულებთან ერთად“, - ამბობენ ნორვეგიის მეფე და დედოფალი ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”მარტას და დიურეკს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ”.

ჰოლივუდის გურუ დიურეკ ვერეტი ამტკიცებს, რომ "მეექვსე თაობის შამანია" და აცხადებს, რომ მკვდრეთით აღდგა და ტრაგიკულ მოვლენებამდე ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა 11 სექტემბრის ტერაქტები ამერიკაში. ის ასევე აღიარებს, რომ ყველას არ მოსწონს მისი შეხედულებები და რწმენა, მაგრამ აცხადებს, რომ მის მიმართ ყოველგვარი კრიტიკა მხოლოდ რასიზმის გამოვლინებაა.

პრინცესა მარტა ლუიზა ასევე მიიჩნევა რთულ პერსონად ნორვეგიაში, რადგან გატაცებულია ალტერნატიული მედიცინით. ბიზნესიდეების პოპულარიზაციისთვის ტიტულის ბოროტად გამოყენების გამო ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

ქალი თავად დარწმუნებულია, რომ ალტერნატიული მედიცინა მნიშვნელოვანი დამხმარე უნდა იყოს სამედიცინო პრაქტიკაში. მარტამ შექმნა სპეციალური სკოლაც, რათა დახმარებოდა ადამიანებს, "თავიანთ შინაგან ანგელოზებთან დაკავშირებაში“. პრინცესას ყოფილი ქმარი, მწერალი არი ბენი გახლდათ, რომელიც ცოლს 2017 წელს დაშორდა. ნორვეგიული მედია სარკასტულად წერს, - როგორც ჩანს, კაცმა ვერ იპოვა თავისი შინაგანი ანგელოზი, დეპრესიაში ჩავარდა და 2019 წელს თავი მოიკლაო.

ყოფილ ქმართან ერთად

მარტა ლუიზა მეფე ჰარალდის უფროსი ქალიშვილია, მაგრამ ნორვეგიაში მოქმედი მემკვიდრეობის კანონის თანახმად, ის მხოლოდ მეოთხეა ტახტის რიგში - ძმისა და ორი ძმისშვილის შემდეგ.