სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Nasa-ს მეცნიერებმა ერთ-ერთ ეგზოპლანეტაზე წყლისა და სიცოცხლის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს
Nasa-ს მეცნიერებმა ერთ-ერთ ეგზოპლანეტაზე წყლისა და სიცოცხლის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს

NASA ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­რა­უ­დობს, რომ შო­რე­ულ ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა (ექ­სტრა­სო­ლა­რუ­ლი, ანუ პლა­ნე­ტა მზის სის­ტე­მის გა­რეთ), K2-18b-ზე, შე­საძ­ლოა, სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობ­დეს. და­საშ­ვე­ბია, რომ დე­და­მი­წი­დან 120 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე კო­ლო­სა­ლურ პლა­ნე­ტა­ზე წყლე­ბი მი­ე­დი­ნე­ბა და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მას­ზე სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბიც იყოს, იტყო­ბი­ნე­ბა NASA.

K2-18b ჯუჯა ვარ­სკვლა­ვის, K2-18-ის ორ­ბი­ტას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და დე­და­მი­წას­თან შე­და­რე­ბით, 8.6-ჯერ უფრო მა­სი­უ­რია. ვე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტას ატ­მოს­ფე­რო­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მე­თა­ნი და ნახ­ში­რორ­ჟან­გი აქვს. ნახ­შირ­ბა­დის შემ­ცვე­ლი მო­ლე­კუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა, ამი­ა­კის დე­ფი­ციტ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა წყალ­ბა­დით მდი­დარ ატ­მოს­ფე­რო­ზე მი­უ­თი­თებ­დეს, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის სამ­ყა­როს უნდა აკ­რავ­დეს, ნათ­ქვა­მია NASA-ს რე­ლიზ­ში.

ნახ­შირ­ბა­დი კი დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს.

მა­ნამ­დე, 2019 წელს ჰაბ­ლის კოს­მო­სურ­მა ტე­ლეს­კოპ­მა, K2-18b ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში წყლის ორ­თქლის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. სწო­რედ ამან უბიძ­გა მეც­ნი­ე­რებს, რომ K2-18b-ზე შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნათ.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვე­ბის ტე­ლეს­კო­პის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობ­დნენ მო­ე­ძებ­ნათ, კონ­კრე­ტუ­ლად რა ელე­მენ­ტე­ბია პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში.

უახ­ლეს დაკ­ვირ­ვე­ბებ­ში კი­დევ ერთი სა­ო­ცა­რი რამ აღ­მო­ა­ჩი­ნეს: შე­საძ­ლოა, ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლე­კუ­ლა, დი­მე­თილ სულ­ფი­დი იყოს. NASA-ს თა­ნახ­მად, დე­და­მი­წა­ზე დი­მე­თილ სულ­ფიდს "მხო­ლოდ სი­ცო­ცხლე აწარ­მო­ებს".

"დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი დი­მე­თილ სულ­ფი­დის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­ზღვაო გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნი­დან გა­მო­ი­ყო­ფა".

თუმ­ცა ას­ტრო­ნო­მი ნიკუ მად­ჰუ­სუდ­ჰა­ნი ად­რე­უ­ლი დას­კვნე­ბის­გან თავს იკა­ვებს. მისი თქმით, და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვაა სა­ჭი­რო იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, მარ­თლა არ­სე­ბობს თუ არა ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა­ზე დი­მე­თილ სულ­ფი­დი. და მა­ში­ნაც კი, თუ მეც­ნი­ე­რე­ბი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თის K2-18b-ზე არ­სე­ბო­ბას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, ეს არ მოგ­ვცემს იმის სრულ გა­რან­ტი­ას, რომ იქ სი­ცო­ცხლის ფორ­მე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰა
18

ბაიდენს მიხედეთ, გაუშვით მაგ პლანეტაზე, იქნებ ფეხიც აიდგას, გადაიტყავა მუხლები

ნასას ახალი აფიორა
27

ჰა, ჰა, ჰა, ჰააა........

ეგ ზღაპრები თქვენ შვილიშვილებს მოუყევით როცა დედამიწაზე ჩამოხვალთხოლმე... 

რა ზღაპრებს იგონებთ, რა სისულელეებს იგონებთ, წყალი არა იხვის ტოლმა!..

გაიგეთ და შეუშვით მაგ გოგრა თავებში, ღმერთმა დედამიწა შეუქმნა ადამიანს და უთხრა, შენა ხარ ამ სამყაროს ბატონ-პატრონი...

ფიზიკურ სამყაროში, ფიზიკურ სხეულში ღმერთმა მხოლოდ ადამიანი, ცხოველები, ფრინველები, მწერები შექმნა, ეგ არის და ეგ...

უცხოპლანეტელებს რომ ეძახით, ისინი დაცემული ანგელოზები არიან, მათიცივილიზაციები...

ხომ ფაქტია რომ ესეა, ესე რომ არ იყოს, რატომ ყველას არ ეცხადებიან, რატომ იმალებიან?.. ვინმემ არ მითხრას ეხლა, ჩვენ გვიფრთხილდებიანო...

ან სიკეთით სავსენი არიანო და ასე შემდ...

ეგ ყველაფერი მოჩვენებითია, დრო მოვა და გაიგებთ რომ ესეა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

Nasa-ს მეცნიერებმა ერთ-ერთ ეგზოპლანეტაზე წყლისა და სიცოცხლის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს

Nasa-ს მეცნიერებმა ერთ-ერთ ეგზოპლანეტაზე წყლისა და სიცოცხლის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს

NASA ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით აღმოჩენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ვარაუდობს, რომ შორეულ ეგზოპლანეტა (ექსტრასოლარული, ანუ პლანეტა მზის სისტემის გარეთ), K2-18b-ზე, შესაძლოა, სიცოცხლის ნიშნები არსებობდეს. დასაშვებია, რომ დედამიწიდან 120 სინათლის წლის მანძილზე მდებარე კოლოსალურ პლანეტაზე წყლები მიედინება და არც ისაა გამორიცხული, მასზე საარსებო პირობებიც იყოს, იტყობინება NASA.

K2-18b ჯუჯა ვარსკვლავის, K2-18-ის ორბიტასთან ახლოს მდებარეობს და დედამიწასთან შედარებით, 8.6-ჯერ უფრო მასიურია. ვების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეგზოპლანეტას ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანი და ნახშირორჟანგი აქვს. ნახშირბადის შემცველი მოლეკულების არსებობა, ამიაკის დეფიციტთან ერთად, შეიძლება წყალბადით მდიდარ ატმოსფეროზე მიუთითებდეს, რომელიც ოკეანის სამყაროს უნდა აკრავდეს, ნათქვამია NASA-ს რელიზში.

ნახშირბადი კი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

მანამდე, 2019 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, K2-18b ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის ნიშნები აღმოაჩინა. სწორედ ამან უბიძგა მეცნიერებს, რომ K2-18b-ზე შემდგომი კვლევები ეწარმოებინათ.

მეცნიერები ვების ტელესკოპის გამოყენებით ცდილობდნენ მოეძებნათ, კონკრეტულად რა ელემენტებია პლანეტის ატმოსფეროში.

უახლეს დაკვირვებებში კიდევ ერთი საოცარი რამ აღმოაჩინეს: შესაძლოა, ეგზოპლანეტაზე განსაკუთრებული მოლეკულა, დიმეთილ სულფიდი იყოს. NASA-ს თანახმად, დედამიწაზე დიმეთილ სულფიდს "მხოლოდ სიცოცხლე აწარმოებს".

"დედამიწის ატმოსფეროში არსებული დიმეთილ სულფიდის უდიდესი ნაწილი საზღვაო გარემოში არსებული ფიტოპლანქტონიდან გამოიყოფა".

თუმცა ასტრონომი ნიკუ მადჰუსუდჰანი ადრეული დასკვნებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, დამატებითი კვლევაა საჭირო იმის დასადასტურებლად, მართლა არსებობს თუ არა ეგზოპლანეტაზე დიმეთილ სულფიდი. და მაშინაც კი, თუ მეცნიერები ქიმიური ნაერთის K2-18b-ზე არსებობას დაადასტურებენ, ეს არ მოგვცემს იმის სრულ გარანტიას, რომ იქ სიცოცხლის ფორმები ნამდვილად არსებობს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა