მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 სკოლაში შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს - რას ამბობს განათლების მინისტრი?
12 სკოლაში შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს - რას ამბობს განათლების მინისტრი?

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო პრო­ცესს გა­გე­ბით შეხ­ვდნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, სკო­ლებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ მხრივ მშობ­ლე­ბის წუ­ხილ­ზე.

"იცით, რომ ახლა, ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბუ­ლია უპ­რე­ცე­დენ­ტო სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ფაზა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვა - 800 სკო­ლის და მე­ო­რე მხრივ, 200 სკო­ლის სხვა­დას­ხვა დო­ნო­რი და პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. ანუ ჯამ­ში, რომ ავი­ღოთ, ქვე­ყა­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 1000 სკო­ლა­ზე გვაქვს მიმ­დი­ნა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა ნა­ხე­ვა­რი, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 400 სკო­ლის უკვე და­წყე­ბუ­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბებს ქმნის. ალ­ბათ, ამას ახ­სნა არ უნდა, რომ ვერ მოხ­დე­ბა იმ სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მი­თუ­მე­ტეს ახ­ლი­დან აშე­ნე­ბა თუ არ მოხ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­ტა­ნა ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­ში. ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბით 200 სკო­ლაა და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბებს ქმნის“, - დას­ძი­ნა მან.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცეს­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და სხვა დამ­ხმა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

„მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ყვე­ლას ვთხო­ვო,რომ გა­გე­ბით შევ­ხვდეთ ამ პრო­ცესს, თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ პრო­ცესს, ვი­ნა­ი­დან, სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ერ­თდრო­უ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა“ , - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

მისი თქმით, სა­რე­მონ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თა­ვენ კა­ნო­ნის ყვე­ლა­ზე მკაცრ სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან ამით ზი­ან­დე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი.

„გამ­კაც­რე­ბუ­ლია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში მოხ­დეს იმ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის აღ­მო­ფხვრა, რო­მე­ლიც არის. და­ახ­ლო­ე­ბით ვსა­უბ­რობთ 10-12 სკო­ლა­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა აქვს და სწო­რედ ამი­ტომ, შე­საძ­ლოა 2-3კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყოს სწავ­ლა. რო­გორც მშობ­ლე­ბი, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მთლი­ა­ნად სკო­ლა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. მზად ვართ ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ იმ სკო­ლებს, მშობ­ლებს და ბავ­შვებს, სა­დაც ეს უხერ­ხუ­ლო­ბა იქ­მნე­ბა, მაგ­რამ ეს არის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვაგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, რა­საც ჰქვია გა­ნათ­ლე­ბა­ში სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ამ პი­რო­ბებ­ში, 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
********
0

ყველაფერთან ერთად, მომავალ თაობას, სწავლის - განვითარების და განათლების უფლებებსაც უკრძალავენ, ამის მერე ამათ თანა - მოაზრეებს მზე და მთვარე ამოსდით, ქვეყნის და ერის გამყიდვლებზე.

ფაქტია!!!
0

ამ კორუმპირებულმა მავნებლებმა ნახალოვკაში სკოლა აღარ დატოვეს და მათ ადგილზე კორპუსებს დგავენ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

12 სკოლაში შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს - რას ამბობს განათლების მინისტრი?

12 სკოლაში შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს - რას ამბობს განათლების მინისტრი?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სკოლებში სარემონტო სამუშაოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მშობლების წუხილზე.

"იცით, რომ ახლა, ქვეყანაში დაწყებულია უპრეცედენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ერთი მხრივ, არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - 800 სკოლის და მეორე მხრივ, 200 სკოლის სხვადასხვა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის. ანუ ჯამში, რომ ავიღოთ, ქვეყანაში, დაახლოებით 1000 სკოლაზე გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელთა ნახევარი, ანუ დაახლოებით 400 სკოლის უკვე დაწყებულია. ბუნებრივია, ეს პროცესი გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ალბათ, ამას ახსნა არ უნდა, რომ ვერ მოხდება იმ სკოლის რეაბილიტაცია, მითუმეტეს ახლიდან აშენება თუ არ მოხდა სასწავლო პროცესის გადატანა ახლომდებარე სკოლებში. ასეთი დაახლოებით 200 სკოლაა და ბუნებრივია, ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის“, - დასძინა მან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო პროცესში განათლების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და სხვა დამხმარე მექანიზმები.

„მინდა საზოგადოებას და ყველას ვთხოვო,რომ გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, თანადგომა გამოვუცხადოთ პროცესს, ვინაიდან, სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება“ , - განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, სარემონტო ინფრასტრუქტურის დაგვიანების შემთხვევები ნამდვილად არსებობს, შესაბამისად, მიმართავენ კანონის ყველაზე მკაცრ საშუალებას, რადგან ამით ზიანდება საგაკვეთილო პროცესი.

„გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს იმ ვადაგადაცილების აღმოფხვრა, რომელიც არის. დაახლოებით ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია. მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში, 3-4 წლის განმავლობაში, ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული იქნება“, - განაცხადა ამილახვარმა.