"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია | Ambebi.GE
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია
"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია

მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვის პი­რა­დი ვი­ზის­თვის გა­მო­ყე­ნა, ჩვენ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. “ლე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ლელო“ პრე­მი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს იწყებს და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დებს, ინი­ცი­ა­ტი­ვას შე­უ­ერ­თდეს.

ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ "დღის ნი­უს­რუ­მის ეთერ­ში ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "გირ­ჩი“ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენტს მხარს არ და­უ­ჭერს.

"ჩვენ მხარს არ და­ვუ­ჭერთ იმ­პიჩ­მენტს. ჩვენ არ გვა­წყობს პრე­მი­ე­რის იმ­პიჩ­მენ­ტი. ოპო­ზი­ცი­ას თუ მო­გე­ბა უნდა, რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად ასე შერ­ყე­ულ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვერ ინატ­რებს. მეტი რით და­გეხ­მა­როს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჰყავს პრე­მი­ე­რად? ღა­რი­ბაშ­ვილს ძვე­ლი სკან­და­ლე­ბი მოს­დევს, ასე­ვე ახა­ლიც, მისი ბოლო პე­რი­ო­დის პო­ლი­ტი­კაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე. ისე­თი პრე­მი­ე­რი გვყავს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ამას და­ე­მა­ტა ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო თვითმფრი­ნა­ვით და­დის და­სავ­ლეთ­ში ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ზე. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თა­ვად უნდა გა­და­ა­ყე­ნოს პრე­მი­ე­რი, იმ­დე­ნად შე­ერ­ყა რე­პუ­ტა­ცია, ოპო­ზი­ცია რა­ტომ ვეხ­მა­რე­ბით? ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ხომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არის? „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჩვენ უნდა ვუ­თხრათ, უკე­თე­სი პრე­მი­ე­რი და­ნიშ­ნეო? პი­რო­ბი­თად, ოპო­ზი­ცი­ის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, კუ­ჭა­ვა რომ და­ნიშ­ნონ პრე­მი­ე­რად? ოპო­ზი­ცი­ას ამ თე­მის მხო­ლოდ ინი­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს იმ რა­ო­დე­ნო­ბის ხმე­ბით, რაც მაქ­სი­მუმ შე­იძ­ლე­ბა მო­აგ­რო­ვოს, პრე­მი­ე­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­სა­ყე­ნე­ბე­ლია. პრე­მი­ე­რი ახლა ყვე­ლაფ­რით ზი­ან­დე­ბა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან წა­ა­გო, ბო­რელ­თან ვი­ზი­ტის დროს წა­ა­გო, თვითმფრი­ნა­ვის საქ­მე­ზე წა­ა­გო და მო­გე­ბით რა­ტომ და­ვამ­თავ­რე­ბი­ნოთ, რომ ვთქვათ და მისი იმ­პიჩ­მენ­ტი ვერ შედ­გა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­მი­ე­რი თვი­თონ უნდა გა­და­ა­ყე­ნოს, და ამა­ში ოპო­ზი­ცი­ის დახ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა, ღა­რი­ბაშ­ვილს შე­მო­სავ­ლებ­სა და ხარ­ჯებს, იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერს სა­კუ­თა­რი დეკ­ლა­რა­ცი­ით თვითმფრი­ნა­ვის ქი­რა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს.

"ღა­რი­ბაშ­ვილს სა­კუ­თა­რი დეკ­ლა­რა­ცი­ით თვითმფრი­ნა­ვის ქი­რა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და წინა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თა­ვი­სი შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰყოფ­ნი­და. და ამ დროს გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თვითმფრი­ნა­ვი თვი­თონ იქი­რა­ვაო.

ჩვენ ხომ კარ­გად გვეს­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუფ­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი და ვი­ცით, რომ პრე­მი­ე­რი 3500 ლარ­ზე არ ცხოვ­რობს. ზო­გა­დად შე­უძ­ლე­ბე­ლია დე­პუ­ტა­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა იმ შე­მო­სავ­ლით, რაც მას აქვს. ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც შე­ე­ხე­ბა - იგი ახ­ლაც იტყუ­ე­ბა, რომ თით­ქოს თვითმფრი­ნა­ვი სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით იქი­რა­ვა".

იაგო ხვი­ჩი­ამ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯო­ზეფ ბო­რე­ლის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა.

"ბო­რე­ლის ვი­ზი­ტი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მაგ­რამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ჩვენ არ მიგ­ვე­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
0

შენა იაგო, ნუ წევ მაგ პლანს. ხომ ხედავ მთლად გამოგათაყვანა. შენივე ტყუილების უქვე თვითონ იჯერებ. ბიჭო, ღარიბაშვილი ქართუ ბანკში მუშაობდა და კი ექნებოდა იმის შესაძლებლობა რომ გადაეხადა ფრენის საფასური. აი შენი ნაცები (შენც მაგათი წრიდან ხარ გამოსული და ხომ არ გგონია ვინმე დაიჯერებს რომ "დამოუკიდებელი" პარტია ხართ) კი ბიუჯეტიდან მილიარდობით იტაცებდნენ, აქეთ-იქით დადიოდნენ დასასვენებლად და თავისი პირადი ცხოვრებისთვის ხარჯავდნენ სახელმწიფო სახსრებს. ის თქვენი გიჟი ბელადი ხომ საერთოდ, დაფრინავდა აქეთ იქით, მასაჟისტებიო, ვისაჟისტებიო, ხარჭებიო და ასე შემდეგ. ასე რომ დაკეტე რა შენი პირი და მოეშვი მაგ პლანის მოწევას

ელდარ ნადირაძე
3

 ხვიჩია, ხვიჩია,მიდი იბაირამე,ილაპარაკე უზნეობაზე, ამორალურობაზე, უსინდისობაზე და ქვეყნის გამყიდველობაზე არ გისმენენ თუ რა, ტელევიზია შენია და საპარლამენტო ტრიბუნა, ღარიბაშვილს რომ საქციელს უწუნებ შენ რა ხარ, საიდან და რითი მოხვდი პარლამენთში აღარ გახსოვს? ღირსია ჩვენი საზოგადოება შენისთანები რომ მოძღვრავენ და მორალზე ესაუბრებია.სადაა მტკიცე ხელი ეგ ბინძური ენა რომ ჩაგაგდებინოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია

"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზისთვის გამოყენა, ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა. “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელო“ პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდეს.

ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ "დღის ნიუსრუმის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ "გირჩი“ ღარიბაშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმპიჩმენტს. ჩვენ არ გვაწყობს პრემიერის იმპიჩმენტი. ოპოზიციას თუ მოგება უნდა, რეპუტაციულად ასე შერყეულ პრემიერ-მინისტრს ვერ ინატრებს. მეტი რით დაგეხმაროს "ქართული ოცნება“, როდესაც ღარიბაშვილი ჰყავს პრემიერად? ღარიბაშვილს ძველი სკანდალები მოსდევს, ასევე ახალიც, მისი ბოლო პერიოდის პოლიტიკაც დაკავშირებულია დასავლური ცივილიზაციისგან დისტანცირებაზე. ისეთი პრემიერი გვყავს, რომელიც ყველანაირად არის დაზიანებული. ამას დაემატა ის, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით დადის დასავლეთში ოჯახურ საქმეებზე. „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს პრემიერი, იმდენად შეერყა რეპუტაცია, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით? ეს თანამდებობა ხომ „ქართული ოცნების“ არის? „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა ვუთხრათ, უკეთესი პრემიერი დანიშნეო? პირობითად, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, კუჭავა რომ დანიშნონ პრემიერად? ოპოზიციას ამ თემის მხოლოდ ინიცირების უფლება აქვს იმ რაოდენობის ხმებით, რაც მაქსიმუმ შეიძლება მოაგროვოს, პრემიერი „ქართული ოცნების“ გადასაყენებელია. პრემიერი ახლა ყველაფრით ზიანდება, სალომე ზურაბიშვილთან წააგო, ბორელთან ვიზიტის დროს წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო და მოგებით რატომ დავამთავრებინოთ, რომ ვთქვათ და მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერი თვითონ უნდა გადააყენოს, და ამაში ოპოზიციის დახმარება საჭირო არ არის.

რაც შეეხება, ღარიბაშვილს შემოსავლებსა და ხარჯებს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პრემიერს საკუთარი დეკლარაციით თვითმფრინავის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვს.

"ღარიბაშვილს საკუთარი დეკლარაციით თვითმფრინავის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვს. ფაქტობრივად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წლის განმავლობაში. თავისი შემოსავალი არ ჰყოფნიდა. და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო.

ჩვენ ხომ კარგად გვესმის საქართველოში კორუფციის მასშტაბები და ვიცით, რომ პრემიერი 3500 ლარზე არ ცხოვრობს. ზოგადად შეუძლებელია დეპუტატის ფუნქციონირება იმ შემოსავლით, რაც მას აქვს. ეს პრემიერ-მინისტრსაც შეეხება - იგი ახლაც იტყუება, რომ თითქოს თვითმფრინავი საკუთარი ხარჯებით იქირავა".

იაგო ხვიჩიამ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"ბორელის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ ასევე: