საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო... წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე" - რას ჰყვება ზაზა მესხის და?
"საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო... წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე" - რას ჰყვება ზაზა მესხის და?

თვე­ზე მეტი გა­ვი­და შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან, რო­მელ­საც სამ ათე­ულ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ორ მო­ზარდს, 10 და 12 წლის ბი­ჭებს ჯერ კი­დევ ეძე­ბენ, 12 წლის მო­ზარ­დი სტი­ქი­ას შე­წი­რუ­ლი ზაზა მეს­ხის შვი­ლია, 10 წლის კი - გერი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ზაზა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი თვით ჩა­მო­ვი­და. აქ 88 წლის დედა და და ელოდ­ნენ.

ზაზა მეს­ხის და, მაია მეს­ხი:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ნამ წა­მო­ვი­დო­და, 17 თუ 18 ივ­ლისს, "სკა­ი­პით“ ვე­ლა­პა­რა­კე და მა­შინ მი­თხრა, რა­ღაც გული მაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლის დროს ასე არას­დროს მქო­ნია და ხან­და­ხან იმა­საც ვფიქ­რობ, ხომ არ დავ­რჩე და არ წა­მო­ვი­დეო. ვუ­თხა­რი, შარ­შან და შარ­შან­წი­ნაც ვერ ჩა­მოხ­ვე­დი კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო და დედა ისე გე­ლო­დე­ბა-მეთ­ქი. ჰო, დედა ჩემი სა­დარ­დე­ბე­ლია, რო­გორ მო­ხუც­დაო… წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და. მი­თხრა, მერე დედა ნე­ტავ რო­გორ იქ­ნე­ბაო და ახლა რომ ვფიქ­რობ, მგო­ნი, გრძნობ­და, რა­ღაც ელო­და და იმა­ზე ფიქ­რობ­და, დედა რო­გორ იქ­ნე­ბო­და უმი­სოდ.

რა­ღა­ცით შეძ­რუ­ლი აშ­კა­რად. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის­თვის უთ­ქვამს, თვითმფრი­ნავ­ში რომ შე­ვე­დი, ცივ­მა ოფ­ლმა და­მას­ხა და კან­კა­ლი ამი­ვარ­დაო. ჩვენს ბი­ძაშ­ვილს უკი­თხავს, კი მაგ­რამ, რა და­გე­მარ­თა, პირ­ვე­ლად ხომ არ ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­შიო…

მომ­ხდა­რის და­ჯე­რე­ბა ჯერ კი­დევ მი­ჭირს, ჩემი ძმის­შვი­ლის ფო­ტო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ბო­ლოს ზაზა და მისი ცოლ-შვი­ლი ჭი­ო­რა­ში უნა­ხავთ, შავი ფე­რის "ბე­ემ­ვე­თი" იყ­ვნენ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, რომ 3 აგ­ვის­ტოს "მე­სენ­ჯე­რით" და­უ­კავ­შირ­და და რა­ღაც უკი­თხავს. დე­და­ჩემს სცოდ­ნია, რომ სა­დღაც ყო­ფი­ლან წა­სუ­ლი სა­სე­ირ­ნოდ, რომ გა­უ­გია შოვ­ში რაც მოხ­და, რეკ­ვა და­უ­წყია, მაგ­რამ..

ზა­ზას­თან ერ­თად ბავ­შვის ცხე­და­რიც იპო­ვეს, ვფიქ­რობ­დი ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ. დნმ-ის ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თეს და რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და პა­სუ­ხის მი­ღე­ბას, სხვა ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდა".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხის ოჯახს დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ.

წყა­რო ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

  • ambebi.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს ზაზა მეს­ხის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ეს რა საშინელი ტრაგედია მოხდა, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მათ სულებს.

......
3

ნათელი მათ სულებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო... წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე" - რას ჰყვება ზაზა მესხის და?

"საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო... წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე" - რას ჰყვება ზაზა მესხის და?

თვეზე მეტი გავიდა შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც სამ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორ მოზარდს, 10 და 12 წლის ბიჭებს ჯერ კიდევ ეძებენ, 12 წლის მოზარდი სტიქიას შეწირული ზაზა მესხის შვილია, 10 წლის კი - გერი.

როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.

ზაზა ოჯახთან ერთად საქართველოში ერთი თვით ჩამოვიდა. აქ 88 წლის დედა და და ელოდნენ.

ზაზა მესხის და, მაია მესხი:

"საქართველოში სანამ წამოვიდოდა, 17 თუ 18 ივლისს, "სკაიპით“ ველაპარაკე და მაშინ მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, საქართველოში წამოსვლის დროს ასე არასდროს მქონია და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო. ვუთხარი, შარშან და შარშანწინაც ვერ ჩამოხვედი კოვიდპანდემიის გამო და დედა ისე გელოდება-მეთქი. ჰო, დედა ჩემი სადარდებელია, როგორ მოხუცდაო… წინათგრძნობა ჰქონდა. მითხრა, მერე დედა ნეტავ როგორ იქნებაო და ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, გრძნობდა, რაღაც ელოდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა უმისოდ.

რაღაცით შეძრული აშკარად. ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, თვითმფრინავში რომ შევედი, ცივმა ოფლმა დამასხა და კანკალი ამივარდაო. ჩვენს ბიძაშვილს უკითხავს, კი მაგრამ, რა დაგემართა, პირველად ხომ არ ჯდებოდი თვითმფრინავშიო…

მომხდარის დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს, ჩემი ძმისშვილის ფოტოებს რომ ვუყურებ, საუკეთესო ბავშვები იყვნენ. ბოლოს ზაზა და მისი ცოლ-შვილი ჭიორაში უნახავთ, შავი ფერის "ბეემვეთი" იყვნენ. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ 3 აგვისტოს "მესენჯერით" დაუკავშირდა და რაღაც უკითხავს. დედაჩემს სცოდნია, რომ სადღაც ყოფილან წასული სასეირნოდ, რომ გაუგია შოვში რაც მოხდა, რეკვა დაუწყია, მაგრამ..

ზაზასთან ერთად ბავშვის ცხედარიც იპოვეს, ვფიქრობდი ჩვენი რომელიმე ბავშვი იქნებოდა, მაგრამ. დნმ-ის ანალიზი გაუკეთეს და რამდენიმე დღე დასჭირდა პასუხის მიღებას, სხვა ბავშვი აღმოჩნდა".

როგორც ცნობილია, ზაზა მესხის ოჯახს დღეს დაკრძალავენ.

წყარო ჟურნალი "სარკე"

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ზაზა მესხის ოჯახსა და ახლობლებს