საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურდა" - ომბუდსმენი
"მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურდა" - ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, N6 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მო­წე­რის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი და­დას­ტურ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლი რ. შ. ხში­რად მი­მარ­თავს სა­ხალ­ხო დამ­ცველს და აღ­ნიშ­ნავს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად არ უზ­რუნ­ველ­ყოფს მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის/სა­ჩივ­რე­ბის გაგ­ზავ­ნას სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ში.

"მო­რი­გი მო­მარ­თვი­სას მსჯავ­რდე­ბულ­მა მი­უ­თი­თა, რომ 2022 წლის 22 ნო­ემ­ბერს, 2023 წლის 26 იან­ვარს, 2023 წლის 30 იან­ვარს, 2023 წლის 1-ელ თე­ბერ­ვალს და 2023 წლის 13 თე­ბერ­ვალს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს გა­დას­ცა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩივ­რე­ბი კონ­კრე­ტულ უწყე­ბებ­ში გაგ­ზავ­ნის მიზ­ნით, თუმ­ცა, კო­რეს­პონ­დენ­ცია არ გა­იგ­ზავ­ნა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შე­ის­წავ­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის და­არ­ქი­ვე­ბი­სა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა, მი­თი­თე­ბულ დღე­ებ­ში მარ­თლაც გა­დას­ცა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩივ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს. გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით კი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უარ­ყოფ­და მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის­თვის კო­რეს­პონ­დენ­ცი­ის ჩა­ბა­რე­ბის ფაქტს.

საქ­მის შეს­წავ­ლის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა წი­ნა­და­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს მი­მარ­თა და რ. შ.-ს მი­მო­წე­რის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა. წი­ნა­და­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა ჩა­ტარ­და, რომ­ლის შე­დე­გად, და­დას­ტურ­და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი. დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი და­ე­კის­რა სამ პირს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, მი­მო­წე­რის უფ­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. აპა­რა­ტი მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­ურ მო­ნი­ტო­რინგს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

აუფ, გაიღვიძა თუ გააღვიძეს

ლაშა
0

ამან ხმა ამოიღო?!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურდა" - ომბუდსმენი

"მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურდა" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული რ. შ. ხშირად მიმართავს სახალხო დამცველს და აღნიშნავს, რომ პენიტენციური დაწესებულება პერიოდულად არ უზრუნველყოფს მისი განცხადებების/საჩივრების გაგზავნას სხვადასხვა უწყებებში.

"მორიგი მომართვისას მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს, 2023 წლის 26 იანვარს, 2023 წლის 30 იანვარს, 2023 წლის 1-ელ თებერვალს და 2023 წლის 13 თებერვალს სოციალურ მუშაკს გადასცა კონფიდენციალური საჩივრები კონკრეტულ უწყებებში გაგზავნის მიზნით, თუმცა, კორესპონდენცია არ გაიგზავნა.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტები. დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივებისა და დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულმა, მითითებულ დღეებში მართლაც გადასცა კონფიდენციალური საჩივრები სოციალურ მუშაკს. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით კი, პენიტენციური დაწესებულება უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ სოციალური მუშაკებისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ფაქტს.

საქმის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა და რ. შ.-ს მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტებზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება მოითხოვა. წინადადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა, რომლის შედეგად, დადასტურდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. დისციპლინური სახდელი დაეკისრა სამ პირს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, მიმოწერის უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას. აპარატი მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონიტორინგს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.