სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რასაც აშშ უკრაინას მალე გადასცემს?
რა არის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რასაც აშშ უკრაინას მალე გადასცემს?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკ­რა­ი­ნის­თვის მო­რი­გი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი და­ა­ა­ნონ­სა. მას­ში ტანკ Abrams-ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის ჭურ­ვე­ბიც შე­დის.

ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის თქმით, რო­მე­ლიც 6 აგ­ვის­ტოს კი­ევ­ში ჩა­ვი­და, პა­კეტ­ში ასე­ვე შე­დის ჰა­ე­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის მხარ­და­ჭე­რაც. მთლი­ა­ნო­ბა­ში, დახ­მა­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­არდ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნის თქმით, ამე­რი­კუ­ლი დამ­ხა­რე­ბა უკ­რა­ი­ნულ კონ­ტრშე­ტე­ვას ხელს შე­უ­წყობს.

"უკა­ნაკ­სნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ტრშე­ტე­ვის ტემ­პი გაზ­რდი­ლია. დახ­მა­რე­ბის ახა­ლი პა­კე­ტი მას ტემპს შე­ა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

ის, რომ დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის ჭურ­ვე­ბიც შე­დის, პენ­ტა­გო­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პრეს-რე­ლიზ­შიც ჩანს. სა­უ­ბა­რია 120მმ-იან ჭურ­ვებ­ზე, მათი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 175 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

გა­ზა­ფხულ­ზე ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში "ჩე­ლენ­ჯერ-2“-სთვის გა­ღა­რი­ბე­ბულ ურა­ნის ჭურ­ვებს გზავ­ნი­და.

სხვა­თა შო­რის, მიმ­დი­ნა­რე კვი­რას უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლად გა­ნად­გურ­და ბრი­ტა­ნუ­ლი "ჩე­ლენ­ჯერ-2“, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა ამ ტან­კის ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცე­ცხლმა გა­ა­ნად­გუ­რა.

  • რას არის გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის შემ­ცვე­ლი ჭურ­ვი?

ეს არის მა­ღა­ლი სიმ­კვრი­ვი­სა და სიმ­ტკი­ცის, ურა­ნის შემ­ცვე­ლი ჭურ­ვი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ჭურ­ვებ­ზე უკე­თე­სი ჯავ­შან­გამ­ტა­ნო­ბა აქვს, ანუ მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ტან­კე­ბის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნი არის ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სის ნარ­ჩე­ნე­ბი. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა­შიც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ღა­რი­ბე­ბულ ურანს არ ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბა, ის მა­ინც მი­იჩ­ნე­ვა ტოქ­სი­კუ­რად.

ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს, "მა­გა­ტეს" მი­ხედ­ვით, იმ სამ­ხედ­რო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მოკ­ვლე­ვამ, რომ­ლებ­საც შე­ხე­ბა ჰქონ­დათ გა­ღა­რი­ბე­ბულ ურან­თან, აჩ­ვე­ნა, რომ არ აღი­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე სა­ხის სტა­ტის­ტი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა.

რო­დე­საც მარ­ტში ბრი­ტა­ნეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის ჭურ­ვებს გა­დას­ცემ­და, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კრემლში მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ბე­ლა­რუს­ში გა­და­ტა­ნით. მა­შინ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ჭურ­ვე­ბი "რა­დი­ა­ცი­უ­ლი მტვრის“ გამო სა­ხი­ფა­თო იყო.

გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნი ნამ­დვი­ლად რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, თუმ­ცა არც ისე­თი ძლი­ე­რი, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შე­ი­ზღუ­დოს ან აიკ­რძა­ლოს. ისი­ნი არ­ცერ­თი კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით არ არის აკ­რძა­ლუ­ლი.

2022 წელს, გა­ე­რო­ში შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც გა­რე­მოც დაც­ვა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, გა­მო­ით­ქვა ჩი­ვი­ლი, რომ უკ­რა­ი­ნა­ში გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის ჭურ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ, შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ა­ჩი­ნოს. თუმ­ცა აღი­ნიშ­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ნივ­თი­ე­რე­ბა უფრო ქი­მი­უ­რი შე­მად­გე­ნე­ლის გა­მოა სა­ხი­ფა­თო, ვიდ­რე რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბის გამო.

რო­გორც BBC წერს, ომი ბინ­ძუ­რია, რო­გორც ირი­ბი, ისე პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის ჭურ­ვე­ბი კი ერ­თა­დერ­თი მავ­ნებ­ლო­ბა არ არის, რაც ეკო­ლო­გი­ის­თვის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია.

მა­გა­ლი­თად, ავი­ა­ცი­უ­რი ბა­ზი­რე­ბის რა­კე­ტა X-22, რო­მელ­საც რუ­სე­თი იყე­ნებს, უკი­დუ­რე­სად ტოქ­სი­კურ აა­ლე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა იმ ავი­ა­ბა­ზის პერ­სო­ნა­ლის­თვის, სა­დაც ამ რა­კე­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა ან გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა, სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სუ­ლი მხა­რე აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს X-22-ს, რად­გან ის ეფექ­ტი­ა­ნია და მისი ჩა­მოგ­დე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

მი­უ­თუ­მე­ტეს, უარს არ იტყვი­ან გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ურა­ნის ჭურ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რად­გან მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ასე­ვე მა­ღა­ლია, ხოლო ზი­ა­ნის შე­დე­გი ჯერ კარ­გად გა­მოკ­ვლე­უ­ლი არ არის.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბ.პ
1

ამერიკელების თქმით გაღარიბებული ურანი ჯანმრთელობისთვის პირიქით სასარგებლო ყოფილა. 

იოსიფ ვისარიონოვიჩ
15

გვაჯობეს ამერიკელებმა ტექნოლოგიებში? აღარ გყავთ ლავრენტი პავლოვიჩი, რომ მოიპაროს ამერიკული ტექნოლოგიები? ჯერ ხო ჯაველინებმა ადინეს ბდღვირი რუსულ ტანკებს და ახლა ეგ ურანის ჭურვები დაჩვრიტავენ საცერივით. დეგერხა ვოვაჩკა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა არის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რასაც აშშ უკრაინას მალე გადასცემს?

რა არის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რასაც აშშ უკრაინას მალე გადასცემს?

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. მასში ტანკ Abrams-ისთვის განკუთვნილი გაღარიბებული ურანის ჭურვებიც შედის.

ენტონი ბლინკენის თქმით, რომელიც 6 აგვისტოს კიევში ჩავიდა, პაკეტში ასევე შედის ჰაესაწინააღმდეგო სისტემების მხარდაჭერაც. მთლიანობაში, დახმარების ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

სახელმწიფო მდივანის თქმით, ამერიკული დამხარება უკრაინულ კონტრშეტევას ხელს შეუწყობს.

"უკანაკსნელი დღეების განმავლობაში კონტრშეტევის ტემპი გაზრდილია. დახმარების ახალი პაკეტი მას ტემპს შეანარჩუნებინებს“, - განაცხადა ბლინკენმა.

ის, რომ დახმარების ფარგლებში გაღარიბებული ურანის ჭურვებიც შედის, პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშიც ჩანს. საუბარია 120მმ-იან ჭურვებზე, მათი საერთო ღირებულება 175 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზაფხულზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ უკრაინაში "ჩელენჯერ-2“-სთვის გაღარიბებულ ურანის ჭურვებს გზავნიდა.

სხვათა შორის, მიმდინარე კვირას უკრაინაში პირველად განადგურდა ბრიტანული "ჩელენჯერ-2“, ეს პირველი შემთხვევაა ამ ტანკის ისტორიაში, როდესაც ის მოწინააღმდეგის ცეცხლმა გაანადგურა.

  • რას არის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვი?

ეს არის მაღალი სიმკვრივისა და სიმტკიცის, ურანის შემცველი ჭურვი, რომელსაც ჩვეულებრივ ჭურვებზე უკეთესი ჯავშანგამტანობა აქვს, ანუ მათი საშუალებით ტანკების უფრო ეფექტიანად განადგურება არის შესაძლებელი. გაღარიბებული ურანი არის ურანის გამდიდრების პროცესის ნარჩენები. მისი გამოყენება შესაძლებელია ბირთვული იარაღის წარმოებაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ გაღარიბებულ ურანს არ ახასიათებს მაღალი რადიოაქტიურობა, ის მაინც მიიჩნევა ტოქსიკურად.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, "მაგატეს" მიხედვით, იმ სამხედროების ჯანმრთელობის გამოკვლევამ, რომლებსაც შეხება ჰქონდათ გაღარიბებულ ურანთან, აჩვენა, რომ არ აღინიშნება რაიმე სახის სტატისტიკური სიკვდილიანობა.

როდესაც მარტში ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის ჭურვებს გადასცემდა, ამ გადაწყვეტილებას კრემლში მყისიერი რეაქცია მოჰყვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანით. მაშინ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს ჭურვები "რადიაციული მტვრის“ გამო სახიფათო იყო.

გაღარიბებული ურანი ნამდვილად რადიოაქტიური ნივთიერებაა, თუმცა არც ისეთი ძლიერი, რომ მისი გამოყენება საერთაშორისო დონეზე შეიზღუდოს ან აიკრძალოს. ისინი არცერთი კონვენციის მიხედვით არ არის აკრძალული.

2022 წელს, გაეროში შეხვედრაზე, სადაც გარემოც დაცვაზე მსჯელობდნენ, გამოითქვა ჩივილი, რომ უკრაინაში გაღარიბებული ურანის ჭურვების გამოყენებამ, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის დაავადებები გააჩინოს. თუმცა აღინიშნა, რომ სინამდვილეში ეს ნივთიერება უფრო ქიმიური შემადგენელის გამოა სახიფათო, ვიდრე რადიოაქტიურობის გამო.

როგორც BBC წერს, ომი ბინძურია, როგორც ირიბი, ისე პირდაპირი გაგებით. გაღარიბებული ურანის ჭურვები კი ერთადერთი მავნებლობა არ არის, რაც ეკოლოგიისთვის უარყოფითი შედეგების მომტანია.

მაგალითად, ავიაციური ბაზირების რაკეტა X-22, რომელსაც რუსეთი იყენებს, უკიდურესად ტოქსიკურ აალებად ნივთიერებას შეიცავს, რომელმაც შესაძლოა იმ ავიაბაზის პერსონალისთვის, სადაც ამ რაკეტის მომსახურება ან გამოყენება ხდება, სასიკვდილო შედეგი მოიტანოს.

მიუხედავად ამისა, რუსული მხარე აქტიურად იყენებს X-22-ს, რადგან ის ეფექტიანია და მისი ჩამოგდება საკმაოდ რთულია.

მიუთუმეტეს, უარს არ იტყვიან გაღარიბებული ურანის ჭურვების გამოყენებაზე, რადგან მისი ეფექტიანობა ასევე მაღალია, ხოლო ზიანის შედეგი ჯერ კარგად გამოკვლეული არ არის.

ავტორი: ანრი კურტანიძე