მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იცვლება დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებით? - იურისტის განმარტება და რჩევები
რა იცვლება დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებით? - იურისტის განმარტება და რჩევები

"შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ქი­რა­ვე­ბა. ასე­ვე პი­რი­ქით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის და­ქი­რა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ სა­კი­თხებს? - Ambebi.ge ად­ვო­კატს, ბიზ­ნეს სა­მარ­თლის ლექ­ტორ­სა და მე­დი­ა­ტორ ანა სამ­სო­ნი­ას ესა­უბ­რა.

- სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი და­საქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ?

- მად­ლო­ბა შე­კი­თხვის­თვის, სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ვი­ნა­ი­დან, ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მე­ბელ­თან შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად მყოფ უცხო­ელს, ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მებ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი უცხო­ე­ლის და­საქ­მე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია შე­მოწ­მდეს ეს პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა თუ არა. თუ ეს სა­კი­თხი შე­მოწ­მდა და გა­ირ­კვა, რომ პირი კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­თან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა, თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა მისი რე­გის­ტრა­ცია მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ე­შო­ბა დამ­საქ­მე­ბელს. დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან, არა­უგ­ვი­ა­ნეს 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღი­სა, და­საქ­მე­ბუ­ლი და­ა­რე­გის­ტრი­როს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში.

დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სა­მი­ნის­ტროს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ მოხ­დე­ბა ამ პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­და­ზე ადრე შე­წყვე­ტა ან მისი მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

მე­ო­რე სა­კი­თხია, ვინ მი­იჩ­ნე­ვა ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მებ­ლად? - ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე, ამ­ხა­ნა­გო­ბა, უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე მცხოვ­რე­ბი პირი, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა, შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის არმ­ქო­ნე უცხო­ელ­თან და რო­მე­ლიც იყე­ნებს მის შრო­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­გორ შე­ა­მოწ­მოს დამ­საქ­მე­ბელ­მა, პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა თუ არა?

- ამი­სათ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზღვრის კვე­თის შე­სა­ხებ ცნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, და­საქ­მე­ბის კან­დი­და­ტი მას წა­რუდ­გენს დამ­საქ­მე­ბელს და ცნო­ბა­ში ასა­ხუ­ლი მო­ნა­ცე­მის ანა­ლი­ზი მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის სხვა­დას­ხვა ლე­გა­ლურ გზებს, ერთ-ერ­თია შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა. შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბა გა­ი­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­წარ­მეო ან შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე, შრო­მით იმიგ­რანტზე შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბის გა­ცე­მა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ზა­ში რე­გის­ტრა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია.

- თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე საქმდე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- პირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, შე­საძ­ლოა თა­ვად/და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­არ­ჩი­ოს დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­ი­წყოს მას­თან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, პირ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­საქ­მე­ბის­თვის მი­მარ­თოს სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა იყოს იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე ან უცხო ქვეყ­ნის სა­წარ­მოს ან არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ფი­ლი­ა­ლი (წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, მუდ­მი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა), რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე უცხო­ე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბას­თან ან/და შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას­თან.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია: იყოს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, იყოს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში; უცხო­ელ დამ­საქ­მე­ბელ­თან და­დოს შრო­მი­თი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა; მი­ი­ღოს ზო­მე­ბი უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­მოწ­მებ­ლად; იმ პირ­თან, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს, და­დოს შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა; შე­იძ­ლე­ბა მან­ვე და­დოს შრო­მით ემიგ­რან­ტთან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის და­ვა­ლე­ბით.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მი­თი მო­წყო­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­სვლელ ემიგ­რანტს გამ­გზავ­რე­ბამ­დე მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, მან­ვე უნდა მი­ა­წო­დოს მას ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აქ­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს; და­საქ­მე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის და გას­ვლის წე­სებს; იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი; სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას ევა­ლე­ბა აღ­რი­ცხოს პი­რე­ბი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­საქ­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წია და სხვ.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას ასე­ვე ევა­ლე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, სა­მი­ნის­ტროს­თვის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნა და სხვ.

- თუ სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია არ და­ი­ცავს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რა სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა?

- და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც გეგ­მავს სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბას და ამა­ში დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ის შერ­ჩე­ვი­სას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მის­გან მო­ი­თხო­ვოს ინ­ფორ­მა­ცია და შე­ა­მოწ­მოს, არის თუ არა კა­ნო­ნი­ე­რად მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტი, აქვთ თუ არა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი და შემ­დეგ შე­ვი­დეს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

გან­სა­ზღვრუ­ლია სან­ქცი­ე­ბიც, თუ სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია საქ­მი­ა­ნო­ბას სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ან ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში არ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, და­ჯა­რიმ­დე­ბა 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­სას სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ასე­ვე და­სან­ქცირ­დე­ბა, თუ და­არ­ღვევს მის მიერ და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

ხოლო, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მე­ბე­ლი არ და­ა­რე­გის­ტრი­რებს ბა­ზა­ში შრო­მით იმიგ­რანტს, და­ჯა­რიმ­დე­ბა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­სას სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა იზ­რდე­ბა.

კა­ნო­ნი კი­დევ ბევრ დე­ტალს არე­გუ­ლი­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა იუ­რის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. თუ ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მე­ბე­ლი გა­და­წყვეტს შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბას იმიგ­რან­ტთან ან ემიგ­რან­ტი გა­და­წყვეტს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას­თან ან უცხო­ელ დამ­საქ­მე­ბელ­თან, სა­მარ­თლებ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის რე­კო­მე­ნი­რე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნა იუ­რის­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ან მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ.ვ.ბ.
1

რა კარგი გოგოა?! გათხოვილიაააა? 🤔🌹

ინტრიგანი
0

ველოსიპედს გამოგონება არ ჭირდება. საუკეთესო კანონები გვაქვს. აღსულებაა მთავარი, აღსრულება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა იცვლება დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებით? - იურისტის განმარტება და რჩევები

რა იცვლება დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებით? - იურისტის განმარტება და რჩევები

"შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. აქტუალური თემაა უცხოელი დამსაქმებლის მიერ საქართველოს მოქალაქის დაქირავება. ასევე პირიქით, უცხო ქვეყნის მოქალაქის დაქირავება საქართველოს ტერიტორიაზე. საინტერესოა, როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხებს? - Ambebi.ge ადვოკატს, ბიზნეს სამართლის ლექტორსა და მედიატორ ანა სამსონიას ესაუბრა.

- საქართველოს ხშირად სტუმრობენ უცხოელები, შესაძლებელია მათი დასაქმება საქართველოში ქართველი დამსაქმებლის მიერ?

- მადლობა შეკითხვისთვის, საკითხი ნამდვილად აქტუალურია. ვინაიდან, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში მყოფი უცხოელის დასაქმების სურვილის შემთხვევაში, მიზანშეწონილია შემოწმდეს ეს პირი საქართველოში კანონიერად იმყოფება თუ არა. თუ ეს საკითხი შემოწმდა და გაირკვა, რომ პირი კანონიერად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ შესაძლებელია მასთან შრომითი ურთიერთობის დაწყება და ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა, აუცილებელი და სავალდებულო ხდება მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული ვალდებულება წარმოეშობა დამსაქმებელს. დამსაქმებელი ვალდებულია, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დასაქმებული დაარეგისტრიროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

დამსაქმებელი ვალდებულია, ზემოთხსენებულ სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც, თუ მოხდება ამ პირთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა ან მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივება.

მეორე საკითხია, ვინ მიიჩნევა ადგილობრივ დამსაქმებლად? - ადგილობრივი დამსაქმებელია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც აქვს უფლება, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში.

- როგორ შეამოწმოს დამსაქმებელმა, პირი საქართველოში კანონიერად იმყოფება თუ არა?

- ამისათვის, შესაძლებელია საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის გამოყენება, დასაქმების კანდიდატი მას წარუდგენს დამსაქმებელს და ცნობაში ასახული მონაცემის ანალიზი მოხდება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის სხვადასხვა ლეგალურ გზებს, ერთ-ერთია შრომითი ბინადრობის ნებართვა. შრომითი ბინადრობა გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. საგულისხმოა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, შრომით იმიგრანტზე შრომითი ბინადრობის გაცემა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საფუძველზე. შესაბამისად, ბაზაში რეგისტრაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია.

- თუ საქართველოს მოქალაქე საქმდება საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- პირმა საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლოა თავად/დამოუკიდებლად შეარჩიოს დამსაქმებელი და დაიწყოს მასთან შრომითი ურთიერთობა. ასევე შესაძლებელია, პირმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმებისთვის მიმართოს საშუამავლო კომპანიას.

საშუამავლო კომპანია შეიძლება იყოს იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან.

საშუამავლო კომპანია ვალდებულია: იყოს რეგისტრირებული, იყოს სერტიფიცირებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში; უცხოელ დამსაქმებელთან დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება; მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის შესამოწმებლად; იმ პირთან, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას უწევს, დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება; შეიძლება მანვე დადოს შრომით ემიგრანტთან შრომითი ხელშეკრულება უცხოელი დამსაქმებლის დავალებით.

საშუამავლო კომპანია ასევე ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით საქართველოდან გამსვლელ ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს ინფორმაცია, მანვე უნდა მიაწოდოს მას ისეთი ინფორმაცია, რაც შეეხება შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნებს; დასაქმების ქვეყანაში შესვლის და გასვლის წესებს; იმ დაწესებულებების ადგილმდებარეობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც შრომითი მიგრაციის სფეროზე არიან პასუხისმგებლები; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ადგილმდებარეობასა და საკონტაქტო ინფორმაციას. საშუამავლო კომპანიას ევალება აღრიცხოს პირები, ვისაც საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მომსახურება გაუწია და სხვ.

საშუამავლო კომპანიას ასევე ევალება მისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, სამინისტროსთვის ანგარიშის წარდგენა და სხვ.

- თუ საშუამავლო კომპანია არ დაიცავს ვალდებულებებს, რა სანქციები დაეკისრება?

- დაინტერესებული პირი, რომელიც გეგმავს საზღვარგარეთ დასაქმებას და ამაში დახმარებას საჭიროებს, საშუამავლო კომპანიის შერჩევისას უფლებამოსილია მისგან მოითხოვოს ინფორმაცია და შეამოწმოს, არის თუ არა კანონიერად მოქმედი სუბიექტი, აქვთ თუ არა სამინისტროს მიერ გაცემული სერთიფიკატი და შემდეგ შევიდეს მასთან ურთიერთობაში.

განსაზღვრულია სანქციებიც, თუ საშუამავლო კომპანია საქმიანობას სერტიფიკატის გარეშე განახორციელებს ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არ დარეგისტრირდება, დაჯარიმდება 3000 ლარის ოდენობით, ქმედების განმეორებისას სანქციის ოდენობა იზრდება. საშუამავლო კომპანია ასევე დასანქცირდება, თუ დაარღვევს მის მიერ დადებულ ხელშეკრულებას.

ხოლო, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი არ დაარეგისტრირებს ბაზაში შრომით იმიგრანტს, დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ქმედების განმეორებისას სანქციის ოდენობა იზრდება.

კანონი კიდევ ბევრ დეტალს არეგულირებს, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება იურისტის ჩართულობით განხორციელდეს. თუ ადგილობრივი დამსაქმებელი გადაწყვეტს შრომით ურთიერთობას იმიგრანტთან ან ემიგრანტი გადაწყვეტს ხელშეკრულების გაფორმებას საშუამავლო კომპანიასთან ან უცხოელ დამსაქმებელთან, სამართლებრივი შეცდომების პრევენციისთვის რეკომენირებულია დოკუმენტების შედგენა იურისტის მონაწილეობით ან მასთან კონსულტაციით.