მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!" - მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე
"ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!" - მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე

ადა­მი­ა­ნი ოთხი დღე და­ი­კარ­გა, შემ­დეგ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, ისეთ ლი­დერ­თან აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თან­ხმო­ბაც არ ჰქონ­და მო­თხოვ­ნი­ლი - ის დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, კი­დევ უფრო უხე­შად არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და შე­ფუთ­ვის იმე­დად, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ითხოვს, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბიც ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან - რა უნდა თქვას ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ლი­დერ­მა, რო­მელ­საც სხვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი თავ­ზე ასე და­უ­კი­თხა­ვად და­ად­გე­ბა?! - ასე უპა­სუ­ხა სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მის ფრანგ კო­ლე­გას­თან ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვას.

მდი­ნა­რა­ძის აზ­რით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმ­დე­ნად უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის და ისე და­მა­ზი­ა­ნებ­ლად იქ­ცე­ვა, რომ “შე­ფუთ­ვაც აღარ შვე­ლის და მარ­ტი­ვად იშიფ­რე­ბა“.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ისიც თქვა, რომ ის­რა­ელ­ში პრე­ზი­დენტს - კომ­პე­ტენ­ცი­ის მკა­ფიო გა­მი­ჯვნი­სა და გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გამო - უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში გას­ვლაც კი ეკ­რძა­ლე­ბა, არა თუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

“ძა­ლი­ან უტ­რი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პრი­გო­ჟი­ნის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­სუ­ლი­ყო - უკვე ხომ უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჟეს­ტია. თა­ვის დრო­ზე, ის­რა­ე­ლის კა­ნონ­მდებ­ლებ­მა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამი­ტომ ჩა­წე­რეს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ქვეყ­ნი­დან გას­ვლაც კი მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გას­ვლა მო­ახ­დი­ნოს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რომ აკე­თებს ასეთ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებ­ზე უა­რე­სი იყოს - და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­დეს, პი­რო­ბი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში. ეს ხომ ისე­თი ჟეს­ტია, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­ნა­ცხა­დია, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტი ამა და ამ ქვე­ყა­ნა­ში ის­ვე­ნებს.

როცა თა­ვის დრო­ზე კონ­სტი­ტუ­ცია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით იწე­რე­ბო­და არ გვი­ფიქ­რია, რომ გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბიც კი დად­გე­ბო­და. კი­დევ კარ­გი, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით კომ­პე­ტენ­ცია მკა­ფი­ოდ არის გა­მიჯ­ნუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, უდა­ვო ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენტს სა­გა­რეო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მთავ­რო­ბის მხრი­დან დე­ლე­გი­რე­ბა არ ჰქონ­და და მან კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია.

“კი­თხავს სვამთ, რომ ის კარგ საქ­მე­ზეა წა­სუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის - ჩვენ ამა­შიც კი ეჭვი გვე­პა­რე­ბა! სულ რომ შეც­დო­მა და­ეშ­ვა მთავ­რო­ბას, არას­წო­რად შე­პარ­ვო­და ეჭვი და ვერ გა­ეთ­ვა­ლა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მარ­თლაც ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს, კონ­სტი­ტუ­ცია მა­ინც დარ­ღვე­უ­ლია, რად­გან ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დე­ლე­გი­რე­ბა მთავ­რო­ბას უნდა მი­ე­ცა.

მა­შინ როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, რომ შარ­შან კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, რომ სტა­ტუ­სი სწო­რად არ მოგ­ვცეს და გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან გვა­მუ­ნა­თებ­და, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად ვას­რუ­ლებთ ანუ არც წელს გვე­კუთ­ვნის - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­რა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს, რომ ასეთ ადა­მი­ანს და­ა­ვა­ლო, სთხო­ვო ან ნება მის­ცე, რომ შენ და შენი ქვე­ყა­ნა წარ­მო­გად­გი­ნოს. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით სწო­რი იყო!

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არც შარ­შან გვე­კუთ­ვნო­და, არც წელს, მაგ­რამ მე მა­ინც წა­ვალ, იქ­ნებ მა­ინც მოგ­ვცენ - ეს უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ამის მკე­თე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი არა თუ თან­ხმო­ბას, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მან წარ­მო­ად­გი­ნოს, არა­მედ უმ­ძი­მეს შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. არ შე­იძ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის ნდო­ბა, ვინც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სად აფა­სებს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მკაც­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
3

ასეთი უტიფრობა, თეთრზე შავის (და პირიქით) თქმა არც მინახავს და არც გამიგია. ვინ ხართ , რა გინდათ, რით ვერ დაოკდით. თუ არ უნდოდა მაკრონის, არ შეხვდებოდა და წერტილი. რას გვაბოლებთ, თვითონ დაბოლილებო!!!

ნინო
2

ხო სათითაოდ ურეკავენ მამუს - შვარციც და მაგრონიც, რა ვქნათ ძმაო, მოგვადგა და უარს ხომ ვერ ვეტყოდით, თორე ისე თქვენ მხარეს ვართო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!" - მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე

"ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!" - მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე

ადამიანი ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი - ის დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შეფუთვის იმედად, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და კანდიდატის სტატუსს ითხოვს, ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება?! - ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი იმდენად უხერხულ მდგომარეობას ქმნის და ისე დამაზიანებლად იქცევა, რომ “შეფუთვაც აღარ შველის და მარტივად იშიფრება“.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც თქვა, რომ ისრაელში პრეზიდენტს - კომპეტენციის მკაფიო გამიჯვნისა და გარკვეული გამოწვევების გამო - უცხოეთის ქვეყნებში გასვლაც კი ეკრძალება, არა თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

“ძალიან უტრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო - უკვე ხომ უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. თავის დროზე, ისრაელის კანონმდებლებმა და მოქალაქეებმა კონსტიტუციაში ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლაც კი მთავრობის თანხმობას საჭიროებს, რადგან შეიძლება ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს - დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც სახელმწიფოს მხრიდან განაცხადია, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს.

როცა თავის დროზე კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იწერებოდა არ გვიფიქრია, რომ გასვლასთან დაკავშირებული რისკებიც კი დადგებოდა. კიდევ კარგი, რომ კონსტიტუციით კომპეტენცია მკაფიოდ არის გამიჯნული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, უდავო ფაქტია, რომ პრეზიდენტს საგარეო უფლებამოსილების განხორციელებაში მთავრობის მხრიდან დელეგირება არ ჰქონდა და მან კონსტიტუცია დაარღვია.

“კითხავს სვამთ, რომ ის კარგ საქმეზეა წასული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის - ჩვენ ამაშიც კი ეჭვი გვეპარება! სულ რომ შეცდომა დაეშვა მთავრობას, არასწორად შეპარვოდა ეჭვი და ვერ გაეთვალა, რომ ეს ადამიანი მართლაც ევროპულ მომავალზე ზრუნავს, კონსტიტუცია მაინც დარღვეულია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მისთვის შესაბამისი დელეგირება მთავრობას უნდა მიეცა.

მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ შარშან კანდიდატის სტატუსის მიღებას არ ვიმსახურებდით, რომ სტატუსი სწორად არ მოგვცეს და გაგვაფრთხილეს, ხოლო პარლამენტის ტრიბუნიდან გვამუნათებდა, რომ რეკომენდაციებს მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ ანუ არც წელს გვეკუთვნის - ეს იმას ნიშნავს, რომ მორალური საფუძველიც არ არსებობს, რომ ასეთ ადამიანს დაავალო, სთხოვო ან ნება მისცე, რომ შენ და შენი ქვეყანა წარმოგადგინოს. მთავრობის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სწორი იყო!

ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა, არც წელს, მაგრამ მე მაინც წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ - ეს უკიდურესად დამაზიანებელია. ამის მკეთებელი პრეზიდენტი არა თუ თანხმობას, რომ ჩვენი ქვეყანა მან წარმოადგინოს, არამედ უმძიმეს შეფასებას იმსახურებს. არ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, ვინც საკუთარ ქვეყანას გაცილებით უარესად აფასებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მკაცრი შემფასებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.