კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?
ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?

უკ­რი­ა­ნა­ში სკან­და­ლე­ბი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად მის ეპი­ცენ­ტრში მო­რიგ ჯერ­ზე ალექ­სეი რეზ­ნი­კო­ვი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც 3 სექ­ტემ­ბერს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რეზ­ნი­კოვს გა­სუ­ლი წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჯა­რის­კა­ცებს ზამ­თრის სამ­ხედ­რო ტან­საც­მლის ნაც­ვლად ზა­ფხუ­ლის ტან­საც­მე­ლი შე­უ­ძი­ნაო...

ა.წ. 10 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცე­მამ "Зеркало недели" გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია 2022 წელს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია “Vector avia”-სგან ზამ­თრის ქურ­თუ­კე­ბის ნაც­ვლად სა­გა­ზა­ფხუ­ლო ქურ­თუ­კე­ბის შე­ძე­ნა­ზე. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლი ფა­სი­დან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 1 ქურ­თუ­კი 29 დო­ლა­რი ღირ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად 86 დო­ლა­რი გახ­და. სა­მი­ნის­ტროს სულ 4 900 ზამ­თრის ქურ­თუ­კი ჰქონ­და შეკ­ვე­თი­ლი და ამა­ში 142 ათა­სი დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ხა­დათ, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ფას­მა 421 000 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. "Украинская правда"-მ კი და­ად­გი­ნა, რომ ამ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი პარ­ტია "სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის“ და უმაღ­ლე­სი რა­დის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რის, გე­ნა­დი კა­სა­ის ბი­ძაშ­ვი­ლი, ალე­ქან­დრ კა­სა­ია.

გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრმა ალექ­სეი რეზ­ნი­კოვ­მა "Украинская правда"-ს ჟურ­ნა­ლისტსა და დე­პუ­ტატ ანას­ტა­სია რა­დი­ნას სა­ნაძ­ლეო შეს­თა­ვა­ზა, რომ თუ გა­მო­ძი­ე­ბა მათ ბრალ­დე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, რეზ­ნი­კო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და, ხოლო წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხა­ი­ლო ტკა­ჩი 3 წლით შე­წყვეტ­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე რეზ­ნი­კო­ვის უწყე­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის საკ­ვე­ბი­სა და ეკი­პი­რე­ბის შეს­ყიდ­ვის სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბამ გა­იხ­სე­ნა რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბიც, რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრომ მე­ო­თხე კლა­სის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი 42 ათას გრივ­ნად შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ასე­თი კლა­სის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა სა­მი­ნის­ტროს 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და, რაც ასე­ვე გა­ცი­ლე­ბით დიდი თან­ხა იყო რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით.

რომ და­ვუბ­რუნ­დეთ რეზ­ნი­კოვს, რე­ა­ლუ­რად კონ­კრე­ტუ­ლად მას არა­ვინ ადა­ნა­შა­უ­ლებს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, რად­გან თა­ვის­სა­ვე სა­ნაძ­ლე­ოს მერე გა­დად­გა, შე­საძ­ლოა, რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დეს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბებ­თან.

  • ვინ გახ­და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი?

ზე­ლენ­სკიმ რა­დას მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად რუს­ტამ უმე­რო­ვი წა­რუდ­გი­ნა. 6 სექ­ტემ­ბერს რა­დამ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რა და­ამ­ტკი­ცა. აქამ­დე რუს­ტა­მი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ფონ­დის მმარ­თვე­ლი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უმე­რო­ვი ყი­რი­მე­ლი თა­თა­რია და მის ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნა ყი­რი­მის დე­ო­კუ­პა­ცი­ის კამ­პა­ნი­ა­ში სიმ­ბო­ლუ­რიც არის.

ის 1982 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ უზ­ბე­კე­თის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, კერ­ძოდ, სა­მარ­ყან­დში, დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. რე­პატ­რი­ა­ცი­ის შემ­დეგ ყი­რიმ­ში გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა და ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მის "მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის“ (FLEX) მო­ნა­წი­ლე გახ­და.

აქვს ბიზ­ნე­სი ამე­რი­კა­ში და ხში­რად აფი­ნან­სებს ყი­რიმ-თათ­რულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

უმე­როვს ასე­ვე კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს თურ­ქეთ­თან, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ომის და­წყე­ბის დღი­დან პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. კერ­ძოდ, ის ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის ლი­დე­რის, მუს­ტა­ფა ჯე­მი­ლე­ვის­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. მუს­ტა­ფა პრო­უკ­რა­ი­ნე­ლი ყი­რი­მე­ლი თა­თა­რია, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ბლო­კა­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, რო­დე­საც ის რუ­სეთ­მა მი­ით­ვი­სა. ჯე­მი­ლე­ვი უმე­როვს "ყუ­რიმ-თათ­რე­ბის ერის მო­მა­ვალ ლი­დე­რად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­და ხოლ­მე.

უმე­რო­ვის უმ­ცრო­სი ძმა რუს­ლა­ნი, ასე­ვე ბიზ­ნეს­მე­ნი და ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის მე­ჯლი­სის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია. სხვა­თა შო­რის, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია რუ­სეთ­ში ექ­სტრე­მის­ტუ­ლად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

უმ­ცრო­სი უმე­რო­ვი უმაღ­ლე­სი რა­დის დე­პუ­ტა­ტია.

უკვე მი­ნის­ტრი უმე­რო­ვი პი­რა­დად იც­ნობს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს, რო­მე­ლიც ნატო-ში ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ასე­ვე სიმ­ბო­ლუ­რია ის ფაქ­ტიც, რომ უმე­რო­ვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­ა­ნონსდა, რაც ერ­დო­ღან-პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რა ჩა­ი­ნიშ­ნა.

უმე­რო­ვი, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას­თან ისე­დაც და­ახ­ლო­ებ­ლი პი­რია, მუსლმა­ნია და სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი აქვს ყი­რიმ­შიც, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, თურ­ქე­თი უკ­რა­ი­ნას კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად, მათ შო­რის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით, და­ეხ­მა­რე­ბა.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი უმე­როვს ენ­დო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­თან გა­მარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე იყო.

რუს­ტემ უმე­რო­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ლე­ი­ლა სეიდ-ია­ღია კი­ზი­ზე. წყვლი ორ შვილს ზრდის - ვაჟ სეიდ ახ­მედს და ქა­ლიშ­ვილ მე­რი­ემს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
10

დაღუპულია ერი, რომელსაც არ ყავს საკუთარი სისხლიდან და ხორციდან აღმოცენებული მთავრობა!!!

ლადო
16

ანუ, უკრაინა მარცხს შეურიგდა და ახლა ხელისუფლება კატასტროფის "ლამაზად" გაფორმებისთვის გზებს ეძებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?

ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?

უკრიანაში სკანდალები გრძელდება. ამჯერად მის ეპიცენტრში მორიგ ჯერზე ალექსეი რეზნიკოვი აღმოჩნდა, რომელიც 3 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რეზნიკოვს გასული წლიდან მოყოლებული კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. 2022 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, - თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებს ზამთრის სამხედრო ტანსაცმლის ნაცვლად ზაფხულის ტანსაცმელი შეუძინაო...

ა.წ. 10 აგვისტოს გამოცემამ "Зеркало недели" გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ლაპარაკია 2022 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული კომპანია “Vector avia”-სგან ზამთრის ქურთუკების ნაცვლად საგაზაფხულო ქურთუკების შეძენაზე. თუმცა თავდაპირველი ფასიდან, რომლის მიხედვითაც 1 ქურთუკი 29 დოლარი ღირდა, მოულოდნელად 86 დოლარი გახდა. სამინისტროს სულ 4 900 ზამთრის ქურთუკი ჰქონდა შეკვეთილი და ამაში 142 ათასი დოლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა საბოლოო ფასმა 421 000 დოლარი შეადგინა. "Украинская правда"-მ კი დაადგინა, რომ ამ თურქული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი პარტია "სახალხო დეპუტატის“ და უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, გენადი კასაის ბიძაშვილი, ალექანდრ კასაია.

გამოძიების შემდეგ, იმჟამად ჯერ კიდევ მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა "Украинская правда"-ს ჟურნალისტსა და დეპუტატ ანასტასია რადინას სანაძლეო შესთავაზა, რომ თუ გამოძიება მათ ბრალდებას დაადასტურებდა, რეზნიკოვი თანამდებობას დატოვებდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტი მიხაილო ტკაჩი 3 წლით შეწყვეტდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

შეგახსენებთ, მანამდე რეზნიკოვის უწყება ჯარისკაცებისთვის საკვებისა და ეკიპირების შესყიდვის სკანდალში გაეხვა.

გამოძიებამ გაიხსენა რუსეთის შეჭრის პირველი თვეებიც, როდესაც სამინისტრომ მეოთხე კლასის ჯავშანჟილეტები 42 ათას გრივნად შეიძინა. თუმცა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ასეთი კლასის ჯავშანჟილეტი რეალურად გაცილებით იაფი ღირდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჯარისკაცებისთვის ვეგეტარიანული საკვების შეძენა სამინისტროს 15 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც ასევე გაცილებით დიდი თანხა იყო რეალურ ღირებულებასთან შედარებით.

რომ დავუბრუნდეთ რეზნიკოვს, რეალურად კონკრეტულად მას არავინ ადანაშაულებს კორუფციულ გარიგებებში, რადგან გამოძიება ახლა მიმდინარეობს, თუმცა, რადგან თავისსავე სანაძლეოს მერე გადადგა, შესაძლოა, რაიმე სახის კავშირები ჰქონდეს ზემოხსენებულ გამოძიებებთან.

  • ვინ გახდა უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი?

ზელენსკიმ რადას მინისტრობის კანდიდატად რუსტამ უმეროვი წარუდგინა. 6 სექტემბერს რადამ წარდგენილი კანდიდატურა დაამტკიცა. აქამდე რუსტამი სახელმწიფო ქონების ფონდის მმართველი იყო. აღსანიშნავია, რომ უმეროვი ყირიმელი თათარია და მის ამ პოზიციაზე დანიშვნა ყირიმის დეოკუპაციის კამპანიაში სიმბოლურიც არის.

ის 1982 წელს, იმჟამინდელ უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკაში, კერძოდ, სამარყანდში, დეპორტირებული ყირიმელი თათრების ოჯახში დაიბადა. რეპატრიაციის შემდეგ ყირიმში გიმნაზია დაამთავრა და ამერიკული პროგრამის "მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამების“ (FLEX) მონაწილე გახდა.

აქვს ბიზნესი ამერიკაში და ხშირად აფინანსებს ყირიმ-თათრულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

უმეროვს ასევე კარგი კონტაქტები აქვს თურქეთთან, რომლის ხელისუფლებას ომის დაწყების დღიდან პროუკრაინული პოზიციისთვის მადლობას უხდის. კერძოდ, ის ყირიმელი თათრების ლიდერის, მუსტაფა ჯემილევისთან დაახლოებული პირია. მუსტაფა პროუკრაინელი ყირიმელი თათარია, რომელიც ნახევარკუნძულის ბლოკადის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, როდესაც ის რუსეთმა მიითვისა. ჯემილევი უმეროვს "ყურიმ-თათრების ერის მომავალ ლიდერად“ მოიხსენიებდა ხოლმე.

უმეროვის უმცროსი ძმა რუსლანი, ასევე ბიზნესმენი და ყირიმელი თათრების მეჯლისის დამფინანსებელია. სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია რუსეთში ექსტრემისტულად არის გამოცხადებული.

უმცროსი უმეროვი უმაღლესი რადის დეპუტატია.

უკვე მინისტრი უმეროვი პირადად იცნობს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ნატო-ში ყირიმელი თათრების მფარველად მიიჩნევა. ასევე სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ უმეროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა რამდენიმე დღის შემდეგ დაანონსდა, რაც ერდოღან-პუტინის შეხვედრა ჩაინიშნა.

უმეროვი, რომელიც თურქეთის მთავრობასთან ისედაც დაახლოებლი პირია, მუსლმანია და სერიოზული გავლენები აქვს ყირიმშიც, არ არის გამორიცხული, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, თურქეთი უკრაინას კიდევ უფრო აქტიურად, მათ შორის სამხედრო ტექნიკით, დაეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენსკი უმეროვს ენდობა. აღსანიშნავია, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებების მონაწილე იყო.

რუსტემ უმეროვი დაქორწინებულია ლეილა სეიდ-იაღია კიზიზე. წყვლი ორ შვილს ზრდის - ვაჟ სეიდ ახმედს და ქალიშვილ მერიემს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე