საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"
"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს. ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა, თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით, ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა.

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მომ­ღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ...

- ნუცა, ოთხწ­ლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, ორი თვის წინ ნა­ნატ­რი შვი­ლის დედა გახ­დით...

- მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა მაქვს სამ­ყა­როს მი­მართ. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა. თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, არა­ვის ეცა­ლა ანა­ლი­ზე­ბის­თვის, კლი­ნი­კე­ბი და­კე­ტი­ლი იყო. ბევ­რს ვცდი­ლობ­დით, იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, არც ტა­ძა­რი დაგ­ვი­ტო­ვე­ბია და არც მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი.

ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ყვე­ლა ქალს ვე­ტყვი, ვინც ამ გზას გა­დის, რომ მთა­ვა­რია არ და­ნებ­დნენ ოდეს­ღაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუდ სიზ­მრად გა­ახ­სენ­დე­ბათ. მე და ოტი­ამ თუ სად­მე მად­ლი­ა­ნი ად­გი­ლი ვი­ცო­დით, ვცდი­ლობ­დით წავ­სუ­ლი­ყა­ვით და მოგ­ვე­ლო­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, რა თქმა უნდა, ვმკურ­ნა­ლობ­დით.

- და­ჩის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- არა­სო­დეს ვწუ­წუ­ნებ, ვცდი­ლობ, ნე­ბის­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ღირ­სე­უ­ლად მი­ვი­ღო. რო­დე­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ ძილი გა­გი­ტყდე­ბა, დი­ლას ადრე ად­გო­მა მო­გი­წევს, ამ ყვე­ლა­ფერს თუ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბი, შოკ­შიც აღარ ხარ.

დაჩი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, პირ­ვე­ლად მარ­ტო რომ დავ­ტო­ვე. სა­ერ­თოდ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამ დროს დე­დის ფსი­ქო­ლო­გი­აა, გგო­ნია, რომ შენს გა­რე­შე შვილს რამე და­უ­შავ­დე­ბა, ისე ვერ აჭ­მე­ვენ, ვერ მი­ხე­და­ვენ, არა­და, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მი­ხე­და­ვენ. მეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა - დე­დამ­თი­ლი, მა­მამ­თი­ლი, ჩემი დები, დედა... სამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სია არ მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე ლაქ­ტა­ცია იყო, ორი კვი­რა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და... ოტი­აც ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია, და­ჩიც ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს მა­მას­თან თავს.

- ნუცა, წლე­ბია რაც წყალ­ტუ­ბო­ში ცხოვ­რობთ, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის კარ-მი­და­მო­ში, თქვენ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბიც?

- დიახ, ოთხი წე­ლია რაც აქეთ ვართ, ჩემი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლიც აქ ცხოვ­რო­ბენ, ერთ დიდ ოჯა­ხად ვართ. ჩემი მა­მამ­თი­ლი ძა­ლი­ან კარ­გად აძი­ნებს პა­ტა­რა და­ჩის, მშვე­ნი­ე­რი ძი­ძაა (იღი­მის).

- ნუცა, ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი ხართ, ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რით, ვინ გეხ­მა­რე­ბათ ვი­დე­ო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, გვერ­დე­ბის მარ­თვა­ში თუ და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­თმევთ თავს?

- გა­მი­ხარ­დე­ბო­და გუნ­დი რომ მყავ­დეს, ბევ­რად უკე­თე­სად გა­ვა­კე­თებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ რაც გა­მომ­დის, იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ახლა ჩემი დები მეხ­მა­რე­ბი­ან, გვერ­დზე შე­მო­სულ წე­რი­ლებს პა­სუხს სცე­მენ, დღე­ში 300-500 წე­რი­ლამ­დე მომ­დის. ჩემი უმ­ცრო­სი და მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე პე­რი­ო­დუ­ლად ვი­დე­ო­ე­ბის მონ­ტაჟ­ში. თან ეს არ არის ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაქვს ხოლ­მე პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც დიდი ხნით ვი­კარ­გე­ბი, მაგ­რამ ამას ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი მი­ზე­ზი აქვს და ჩემი მეგ­ზუ­რე­ბიც არ მტო­ვე­ბენ ხოლ­მე.

- დღეს ინფლუ­ენ­რე­სო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერ­თგვარ პრო­ფე­სი­ად იქცა. ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გაქვთ პრო­დუქ­ტე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბის კუ­თხით, რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია ეს საქ­მე?

- ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გორც ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში. რეკ­ლა­მას არა­სო­დეს ვა­კე­თებ, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გავ­ცემ, ეს იმ­ხე­ლა პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაა, არ მინ­და გა­მომ­წე­რებს რა­ი­მე შეც­დო­მა და­ვაშ­ვე­ბი­ნო. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის კარ­გი იყოს და ამ დროს სხვას ავ­ნოს. ადრე მქონ­და პრო­ექ­ტი "გა­ი­ცა­ნით ქარ­თუ­ლი“, კომ­პა­ნი­ე­ბი სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ვი­ღებ­დი ვი­დე­ო­ებს, სთო­რებს ვდებ­დი და ასე ვაც­ნობ­დი ხალ­ხს, ამას უფრო საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

- მე­უღ­ლე არ არის თქვენ­ნა­ი­რად აქ­ტი­უ­რი, თუ გაძ­ლევთ ხოლ­მე შე­ნიშ­ვნებს ან რო­მე­ლი­მე ვი­დე­ოს წაშ­ლა თუ მო­უ­თხო­ვია?

- ოტია აქ­ტი­უ­რი კი არა, წი­ნა­აღ­მდე­გია, მაგ­რამ არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სა­ერ­თოდ არ უნდა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, ამის მომ­ხრე არც მე ვარ. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით ჩემს ვი­დე­ო­ებს, არ ვდებ ყო­ველ­დღი­უ­რად რას ვჭამ, რას ვსვამ, უფრო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვა­კე­თებ აქ­ცენტს. "ნუ­ცას დღი­ურ­ში“ ძი­რი­თა­დად ჩემს თავ­ზე ვლა­პა­რა­კობ. ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი, შვიდ თვემ­დე არ ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი, სულ მთხოვს ხოლ­მე ოტია, რომ და­ჩიც აქ­ტი­უ­რად არ ჩან­დეს. არ მინ­და, ჩემი შვი­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი­ვით იყოს. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ ამის­თვის შვი­ლებს და არ მინ­და, მეც იგი­ვე და­მე­მარ­თოს. თუმ­ცა დრომ მო­ი­ტა­ნა და ამას შეგ­ნე­ბუ­ლად არ აკე­თე­ბენ. იცით, არ მინ­და რომ ჩემი შვი­ლი, ბლო­გე­რი ან ინფლუ­ენ­სე­რი იყოს, თუმ­ცა რომ გა­იზ­რდე­ბა, უკვე მისი გა­და­სა­წყვე­ტია, უნდა თუ არა ასე­თი ცხოვ­რე­ბა.

უფ­როს დაჩი იო­სე­ლი­ან­თან ერ­თად

- ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის რძლო­ბა რამ­დე­ნად გზღუ­დავთ?

- "ნუ­ცას დღი­უ­რი“ სწო­რედ ამის გამო შევ­ქმე­ნი. თა­ვი­დან ჩემ­მა მეგ­ზუ­რებ­მა "ოტი­ას ეზო­თი“ გა­მიც­ნეს. შემ­დეგ ხში­რად მწერ­დნენ ხოლ­მე, რომ ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა აინ­ტე­რე­სებ­დათ, მე კი ვცდი­ლობ­დი, რომ "ოტი­ას ეზო­დან“ ჩემი მე­უღ­ლის, მა­მამ­თი­ლის, დე­დამ­თი­ლის შე­სა­ხებ მე­სა­უბ­რა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და რო­გორც კი მივ­ხვდი ვი­ზღუ­დე­ბო­დი, "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ვა­კე­თე.

სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ერთი პა­ტა­რა შეც­დო­მაც კი ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად და­გიჯ­დეს, მე კი პა­სუ­ხიმ­გე­ბე­ლი ვარ ჩემს დღი­უ­რებ­ზე.

ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ეს დღე ძა­ლი­ან მწა­რედ და­მა­მახ­სოვ­რდა. "ოტი­ას ეზო­დან“ პირ­და­პი­რი ჩარ­თვა მქონ­და ჯაჭ­ვის პე­რან­გის ქსო­ვა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი და ხელ­ზე გა­ჩე­ნი­ლი "მა­ზო­ლი“ ვახ­სე­ნე. რო­გორ თუ "ბარ­ბა­რიზ­მი“ გა­მო­ვი­ყე­ნე, ერ­თმა ქალ­მა ძა­ლი­ან დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, და­მი­წე­რა, რომ არ იმ­სა­ხუ­რებ­და ეს ოჯა­ხი ისეთ რძალს, რო­მე­ლიც ამ სი­ტყვას გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

- თუმ­ცა თქვენს ვი­დე­ო­ებს თუ გა­დავ­ხე­დოთ, თით­ქმის სულ და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი გაქვთ.

- არა, მაკ­რი­ტი­კე­ბენ კი­დეც, მაგ­რამ იმ­დე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბია, რომ კრი­ტი­კუ­ლი იკარ­გე­ბა ხოლ­მე. მწე­რენ, რას გა­დაგ­ვა­ჭა­მე თავი თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­თო. ასე­ვე რამ­დენს ლა­პა­რა­კობ­სო... ვი­დე­ოს იმის­თვის ვრთავ, რომ ვი­სა­უბ­რო, ჩუ­მად ხომ არ ვიქ­ნე­ბი (იღი­მის).

- ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა გა­ყე­ნებთ ცუდ ხა­სი­ათ­ზე?

- ჩემი სი­ზარ­მა­ცე, რად­გან ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ვარ, შე­მიძ­ლია არა­ფე­რი ვა­კე­თო. რო­დე­საც ეს გა­დამ­ძა­ლავს ხოლ­მე, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. ეს კი მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა­ში წა­ვი­ბორ­ძი­კებ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუ რამე ცუდი შე­მემ­თხვა ხოლ­მე, ეს უფრო ძა­ლას მმა­ტებს, შემ­ტე­ვი ხა­სი­ა­თი მაქვს და პრობ­ლე­მებ­ში უფრო ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს.

- და­სას­რულ თავ­სა­ბუ­რავ­ზე გკი­თხავთ, რომ­ლის გა­რე­შეც თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ არ­სე­ბობს. რა დატ­ვირ­თვა აქვს თქვენ­თვის მან­დილს?

- 2015 წლის თე­ბერ­ვა­ლი იდგა, რო­დე­საც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ის­ტო­რია აქვს. თუმ­ცა ამა­ზე ხში­რად არ ვსა­უბ­რობ და არც იმიჯს ვიქ­მნი. არც მან­დი­ლებს ვყი­დი, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა კარ­გი ბიზ­ნე­სი შე­მიძ­ლია ამით გა­ვა­კე­თო. ეს მარ­კე­ტინ­გი არ არის, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა, პი­რა­დი სამ­ყა­რო. ვიდ­რე ამ ოჯახ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ბევ­რი წელი ვა­ტა­რებ­დი თავ­სა­ბუ­რავს.

მან­დი­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ცხოვ­რე­ბის გზა, რო­მელ­საც გა­მოვ­ხა­ტავ ამით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნი ქალი ყო­ველ­თვის ასე იყო. შე­იძ­ლე­ბა მე არც ვარ ისე­თი იდე­ა­ლუ­რი და მი­სა­ბა­ძი, რო­გო­რიც მინ­და ვიყო, მაგ­რამ ჩემი თა­ვის მი­მართ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი ვარ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უყ­ვარს ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ ჯერ არ ვარ მზად. ოდეს­ღაც ამა­ზე ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყებ სა­უ­ბარს, ოღონდ არა მა­შინ, რო­დე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა მო­მინ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა გზით გა­მო­ხა­ტა­ვენ, ტა­ტუ­ე­ბით, პირ­სინ­გე­ბით, ვარ­ცხნი­ლო­ბით, მა­ნე­რე­ბით, მე ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ამით გა­მოვ­ხა­ტავ. და­ნარ­ჩე­ნი ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როა და რო­გორც ვი­მო­სე­ბით სხე­ულ­ზე, ისე ვი­მო­სე­ბი თავ­ზეც.

მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, აღ­თქმა ხომ არ გაქვს და­დე­ბუ­ლიო, ისიც უთ­ქვამთ, ასე რო­გორ გა­თხოვ­დე­ბი, ვინ შე­მოგ­ხე­დავს ასე ჩაც­მულ­სო. ამა­ზე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან დარ­დობ­დნენ, მაგ­რამ მე მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ოჯა­ხის შექ­მნა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­რეგ­ნო­ბის გამო არ ხდე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცას
2

ხალხო, რა თქვენი საქმეა მანდილით ივლის თუ უმანდილოდ?! მთავარია ადამიანი იყოს, სიკეთე აკეთოს, პოზიტივი ასხივოს და სხვას გული გაუთბოს. უნდა მანდილით ივლის და უნდა პირსინგით, ვინ მოგცათ სხვისი განსჯის უფლება?!

ბევრი წარმატება ნუცას და მის ლამაზ ოჯახს! 

 

შორენა
3

საუკეთესო გოგო ხარ,იხარე და იმრავლე შენი თავსაბურავი განსაკუთრებულად გიხდება,ძალინ მიყვარხარ❤️❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"

"ბევრს ვცდილობდით შვილი რომ გვყოლოდა, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები..." - იოსელიანების თავსაფრიანი რძალი "ოტიას ეზოდან"

ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა, თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არც თუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. გოგონას ეუბნებოდნენ, რომ ამ იმიჯით დაოჯახება გაუჭირდებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით, ცნობილი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.

წყვილი ჯერ კიდევ წლების წინ დასახლდა წყალტუბოში, მწერლის კარ-მიდამოში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. თავიდან ნუცა საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გვერდით "ოტიას ეზოთი“ გაიცნო, საიდანაც მუდამ მომღიმარი მანდილიანი გოგონა გამომწერებს საინტერესო ამბებს უზიარებდა.

მალე მიხვდა, რომ პირადი სივრცეც აუცილებელი იყო და ახალი გვერდი "ნუცას დღიური“ გააკეთა, სადაც უკვე ასი ათასზე მეტი "მეგზური“ ჰყავს. ასე ეძახის ნუცა თავის გამომწერებს, რომელთაც ბოლო ორი თვეა შეცვლილ როლსა და ცხოვრებაზე უყვება. ოტიას და ნუცას ოთხი წლის შემდეგ ნანატრი შვილი, დაჩი იოსელიანი შეეძინათ...

- ნუცა, ოთხწლიანი მოლოდინის შემდეგ, ორი თვის წინ ნანატრი შვილის დედა გახდით...

- მადლიერების განცდა მაქვს სამყაროს მიმართ. ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ყოველდღიური ბრძოლა. თან პანდემიის პერიოდი დაემთხვა, არავის ეცალა ანალიზებისთვის, კლინიკები დაკეტილი იყო. ბევრს ვცდილობდით, იყო ფსიქოლოგიური პრობლემებიც, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები.

ამ გადმოსახედიდან ყველა ქალს ვეტყვი, ვინც ამ გზას გადის, რომ მთავარია არ დანებდნენ ოდესღაც ეს ყველაფერი ცუდ სიზმრად გაახსენდებათ. მე და ოტიამ თუ სადმე მადლიანი ადგილი ვიცოდით, ვცდილობდით წავსულიყავით და მოგველოცა, პარალელურად, რა თქმა უნდა, ვმკურნალობდით.

- დაჩის დაბადების შემდეგ როგორია ახლა თქვენი ყოველდღიურობა?

- არასოდეს ვწუწუნებ, ვცდილობ, ნებისმიერი მდგომარეობა ღირსეულად მივიღო. როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ძილი გაგიტყდება, დილას ადრე ადგომა მოგიწევს, ამ ყველაფერს თუ მომზადებული შეხვდები, შოკშიც აღარ ხარ.

დაჩი ძალიან პატარა იყო, პირველად მარტო რომ დავტოვე. საერთოდ, მთავარი პრობლემა ამ დროს დედის ფსიქოლოგიაა, გგონია, რომ შენს გარეშე შვილს რამე დაუშავდება, ისე ვერ აჭმევენ, ვერ მიხედავენ, არადა, ძალიან კარგადაც მიხედავენ. მეხმარება ყველა - დედამთილი, მამამთილი, ჩემი დები, დედა... სამშობიარო დეპრესია არ მქონია. ერთადერთი სირთულე ლაქტაცია იყო, ორი კვირა ძალიან გამიჭირდა... ოტიაც ძალიან ჩართულია, დაჩიც ძალიან კარგად გრძნობს მამასთან თავს.

- ნუცა, წლებია რაც წყალტუბოში ცხოვრობთ, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, თქვენთან ერთად ცხოვრობენ მეუღლის მშობლებიც?

- დიახ, ოთხი წელია რაც აქეთ ვართ, ჩემი დედამთილ-მამამთილიც აქ ცხოვრობენ, ერთ დიდ ოჯახად ვართ. ჩემი მამამთილი ძალიან კარგად აძინებს პატარა დაჩის, მშვენიერი ძიძაა (იღიმის).

- ნუცა, ცნობილი ბლოგერი ხართ, ათასობით გამომწერით, ვინ გეხმარებათ ვიდეოების მომზადებაში, გვერდების მართვაში თუ დამოუკიდებლად ართმევთ თავს?

- გამიხარდებოდა გუნდი რომ მყავდეს, ბევრად უკეთესად გავაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ რაც გამომდის, იმითაც კმაყოფილი ვარ. ახლა ჩემი დები მეხმარებიან, გვერდზე შემოსულ წერილებს პასუხს სცემენ, დღეში 300-500 წერილამდე მომდის. ჩემი უმცროსი და მეხმარება ხოლმე პერიოდულად ვიდეოების მონტაჟში. თან ეს არ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, მაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც დიდი ხნით ვიკარგები, მაგრამ ამას ყოველთვის ადამიანური მიზეზი აქვს და ჩემი მეგზურებიც არ მტოვებენ ხოლმე.

- დღეს ინფლუენრესობა მსოფლიოში ერთგვარ პროფესიად იქცა. ალბათ ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვთ პროდუქტების რეკლამირების კუთხით, რამდენად შემოსავლიანია ეს საქმე?

- ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე ინტერნეტსამყაროში. რეკლამას არასოდეს ვაკეთებ, რეკომენდაციებსაც ძალიან იშვიათად გავცემ, ეს იმხელა პასუხიმგებლობაა, არ მინდა გამომწერებს რაიმე შეცდომა დავაშვებინო. ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება ჩემთვის კარგი იყოს და ამ დროს სხვას ავნოს. ადრე მქონდა პროექტი "გაიცანით ქართული“, კომპანიები საკუთარ პროდუქციას მიგზავნიდნენ, ვიღებდი ვიდეოებს, სთორებს ვდებდი და ასე ვაცნობდი ხალხს, ამას უფრო საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა.

- მეუღლე არ არის თქვენნაირად აქტიური, თუ გაძლევთ ხოლმე შენიშვნებს ან რომელიმე ვიდეოს წაშლა თუ მოუთხოვია?

- ოტია აქტიური კი არა, წინააღმდეგია, მაგრამ არასოდეს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში. საერთოდ არ უნდა ჩვენი ცხოვრების გასაჯაროება, ამის მომხრე არც მე ვარ. თუ დააკვირდებით ჩემს ვიდეოებს, არ ვდებ ყოველდღიურად რას ვჭამ, რას ვსვამ, უფრო საქმიანობაზე ვაკეთებ აქცენტს. "ნუცას დღიურში“ ძირითადად ჩემს თავზე ვლაპარაკობ. ორსულად რომ ვიყავი, შვიდ თვემდე არ ვასაჯაროებდი, სულ მთხოვს ხოლმე ოტია, რომ დაჩიც აქტიურად არ ჩანდეს. არ მინდა, ჩემი შვილი სარეკლამო ბანერივით იყოს. დღეს, სამწუხაროდ, მშობლები ხშირად იყენებენ ამისთვის შვილებს და არ მინდა, მეც იგივე დამემართოს. თუმცა დრომ მოიტანა და ამას შეგნებულად არ აკეთებენ. იცით, არ მინდა რომ ჩემი შვილი, ბლოგერი ან ინფლუენსერი იყოს, თუმცა რომ გაიზრდება, უკვე მისი გადასაწყვეტია, უნდა თუ არა ასეთი ცხოვრება.

უფროს დაჩი იოსელიანთან ერთად

- ყოველდღიურ საქმიანობაში ცნობილი ოჯახის რძლობა რამდენად გზღუდავთ?

- "ნუცას დღიური“ სწორედ ამის გამო შევქმენი. თავიდან ჩემმა მეგზურებმა "ოტიას ეზოთი“ გამიცნეს. შემდეგ ხშირად მწერდნენ ხოლმე, რომ ჩემი ყოველდღიურობა აინტერესებდათ, მე კი ვცდილობდი, რომ "ოტიას ეზოდან“ ჩემი მეუღლის, მამამთილის, დედამთილის შესახებ მესაუბრა. თავისუფლების მოყვარული ვარ და როგორც კი მივხვდი ვიზღუდებოდი, "ნუცას დღიური“ გავაკეთე.

საერთოდ, საზოგადოების წინაშე ერთი პატარა შეცდომაც კი ინტერნეტსამყაროში შეიძლება ძვირად დაგიჯდეს, მე კი პასუხიმგებელი ვარ ჩემს დღიურებზე.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ეს დღე ძალიან მწარედ დამამახსოვრდა. "ოტიას ეზოდან“ პირდაპირი ჩართვა მქონდა ჯაჭვის პერანგის ქსოვაზე ვლაპარაკობდი და ხელზე გაჩენილი "მაზოლი“ ვახსენე. როგორ თუ "ბარბარიზმი“ გამოვიყენე, ერთმა ქალმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, დამიწერა, რომ არ იმსახურებდა ეს ოჯახი ისეთ რძალს, რომელიც ამ სიტყვას გამოიყენებდა.

- თუმცა თქვენს ვიდეოებს თუ გადავხედოთ, თითქმის სულ დადებითი კომენტარები გაქვთ.

- არა, მაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ იმდენი კომენტარებია, რომ კრიტიკული იკარგება ხოლმე. მწერენ, რას გადაგვაჭამე თავი თქვენი საქმიანობითო. ასევე რამდენს ლაპარაკობსო... ვიდეოს იმისთვის ვრთავ, რომ ვისაუბრო, ჩუმად ხომ არ ვიქნები (იღიმის).

- ასეთი საინტერესო ყოველდღიურობის მიუხედავად, რა გაყენებთ ცუდ ხასიათზე?

- ჩემი სიზარმაცე, რადგან ბუნებით ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, შემიძლია არაფერი ვაკეთო. როდესაც ეს გადამძალავს ხოლმე, ცუდ ხასიათზე ვდგები. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ თავთან ბრძოლაში წავიბორძიკებ. სხვა შემთხვევაში, თუ რამე ცუდი შემემთხვა ხოლმე, ეს უფრო ძალას მმატებს, შემტევი ხასიათი მაქვს და პრობლემებში უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- დასასრულ თავსაბურავზე გკითხავთ, რომლის გარეშეც თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელში არ არსებობს. რა დატვირთვა აქვს თქვენთვის მანდილს?

- 2015 წლის თებერვალი იდგა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მეორე კურსზე ვიყავი და ამ ყველაფერს დიდი ისტორია აქვს. თუმცა ამაზე ხშირად არ ვსაუბრობ და არც იმიჯს ვიქმნი. არც მანდილებს ვყიდი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა კარგი ბიზნესი შემიძლია ამით გავაკეთო. ეს მარკეტინგი არ არის, ეს ჩემი ცხოვრებაა, პირადი სამყარო. ვიდრე ამ ოჯახში მოვხვდებოდი, ბევრი წელი ვატარებდი თავსაბურავს.

მანდილი ჩემი ცხოვრებაა, ცხოვრების გზა, რომელსაც გამოვხატავ ამით. ტრადიციული ქრისტიანი ქალი ყოველთვის ასე იყო. შეიძლება მე არც ვარ ისეთი იდეალური და მისაბაძი, როგორიც მინდა ვიყო, მაგრამ ჩემი თავის მიმართ ყოველთვის ყველაზე მკაცრი ვარ.

საზოგადოებას არ უყვარს ტრადიციული ადამიანები, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებაზე სასაუბროდ ჯერ არ ვარ მზად. ოდესღაც ამაზე ხმამაღლა დავიწყებ საუბარს, ოღონდ არა მაშინ, როდესაც პოპულარულობა მომინდება.

ადამიანები თავისუფლებას სხვადასხვა გზით გამოხატავენ, ტატუებით, პირსინგებით, ვარცხნილობით, მანერებით, მე ჩემს თავისუფლებას ამით გამოვხატავ. დანარჩენი ჩემი შინაგანი სამყაროა და როგორც ვიმოსებით სხეულზე, ისე ვიმოსები თავზეც.

მეკითხებოდნენ ხოლმე, აღთქმა ხომ არ გაქვს დადებულიო, ისიც უთქვამთ, ასე როგორ გათხოვდები, ვინ შემოგხედავს ასე ჩაცმულსო. ამაზე ჩემი ოჯახის წევრები ძალიან დარდობდნენ, მაგრამ მე მსგავსი რაღაცები არასოდეს მაინტერესებდა, რადგან მიმაჩნია, რომ ოჯახის შექმნა და ადამიანური ურთიერთობები გარეგნობის გამო არ ხდება...