"ვინც მაგ საქციელს ამართლებთ ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც" - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში პოლიციელის მიერ ჯუმბერ სილაგავას მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს და ამ თემაზე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"უკრაინელმა პოლიციელმა საკუთარი შვულების თვალწინ, ზურგში სამი ტყვიით რომ ქართველი მოკლა, ვინც მაგ საქციელს ამართლებთ, ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც.
უიარაღო იყო და თან შვილებთან ერთად. ამის გათვალისწინებით ქართველი ადამიანი უკრაინელი პოლიციელისკენ როგორ უნდა იყო, არ მესმის. იმ ნაძირალა პოლიციელებს გამოეძახებინათ დამატებითი ეკიპაჟები და ისე დაეჭირათ, თვითონ თუ დაკავების შნო არ ჰქონდათ. პოლიციაა ეგ და არა ბალეტი და უნდა გქონდეს უიარაღო ადამიანის დაკავების უნარი", - წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს დნეპრში პოლიცის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას 38 წლის ჯუმბერ სილაგავა ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სილაგავას პარტნიორი ქალი და ორი არასრულწლოვანი შვილი. სოციალურ ქსელში გავრცელდა შემთხვევის ამსახველი რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, მათ შორის საპატრულო პოლიციელის სამხრესთან დამაგრებული კამერითა და მანქანაში მყოფი ბავშვის ტელეფონით გადაღებული.
ერთ-ერთი ვერსიით, მანქანას, რომელმაც საგზაო წესები დაარღვია, მართავდა ნასვამი ჯუმბერ სილაგავა, სწორედ ამიტომ არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას, ხოლო დევნისას, ვიდრე პატრული მათ გაჩერებას შეძლებდა, ადგილი გაუცვალა გვერდით მჯდომ ქალს. კონფლიქტი სამართალდამცავებთან სწორედ ამ თემაზე დაიწყო. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სილაგავა ეთნიკურად აფხაზი იყო. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა.
100%. ეს აქ რომ მომხდარიყო ვინც არ უნდა ყოფილიყო მოკლული აქცია-აქციაზე დაიწყებოდა და მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ყველაზე მინიმუმი იქნებოდა. იქ კიდევ გმირის ტიტული მივცეთ მკვლელსო ესაა მარაზმი მკვლელი გმირი რომ ხდება. სუფთა მკვლელობა იყო არანაირი საფრთხე პოლიციას არ ემუქრებოდა და პოლიცია პირიქით ზალადობდა და ძალადობის პროვოცირებაც მოახდინა ფეხმძიმე ცოლზე ძალადობით და სპრეის შესხმებით
შემდეგ არჩევნებზე ცოლიც არ მოგცემს ხმას....