საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე... იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა..." - ქეთი მოლაშვილი
"შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე... იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა..." - ქეთი მოლაშვილი

წნორ­ში არ­სე­ბუ­ლი "ცოდ­ნის კა­ფის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქეთი მო­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმპიჩ­მენ­ტის­თვის მზა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. ქეთი იმ დღე­ებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი შოვ­ში სტი­ქი­ი­სას გარ­დაც­ვლი­ლი სოფო და გიო ყა­რა­ლაშ­ვი­ლე­ბის სამ­ძი­მარ­ზე კა­მე­რე­ბის გა­რე­შე ჩა­ვი­და და ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

ქეთი მო­ლაშ­ვი­ლი:

"არ ვა­პი­რებ­დი ამა­ზე და­წე­რას, ან რა სა­ლა­პა­რა­კოა ადა­მი­ა­ნი სი­კე­თეს რომ აკე­თებს, მაგ­რამ: შო­ვის დღე­ე­ბის შემ­დეგ, სოფი და გიო რომ ჩა­მო­ას­ვე­ნეს და სახ­ლში და­ას­ვე­ნეს, პრე­ზი­დენ­ტი მო­ვი­და სამ­ძი­მარ­ზე.

არა­ვის სჯე­რო­და ასე უბ­რა­ლოდ, ფო­ტო­ე­ბის და კა­მე­რე­ბის გა­რე­შე რომ მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა, ასე თა­ვის­თვის, თა­ვის თავ­თან სი­მარ­თლის­თვის მო­ვი­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ვალი მო­ი­ხა­და. იჯდა სა­ლო­მე ჭი­რი­სუ­ფალ­თან ერ­თად, დიდ­ხანს დარ­ჩა.

თით­ქოს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ ასე­თი წუ­ხი­ლის დროს, იმა­ვე ოთახ­ში იყოს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც შენს წუ­ხი­ლებს იზი­ა­რებს, შენს შვი­ლებს აფა­სებს და შენ გამ­ხნე­ვებს, ხე­ლის ჩა­მო­სარ­თმე­ვად კი არა, მარ­თლაც წუ­ხი­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად მო­დის, დიდი ნუ­გე­შია.

რომ წა­ვი­და, "ცოდ­ნის კა­ფე­ზე", პი­რა­დი ფბ პრო­ფი­ლი­დან მოგ­ვწე­რა, მოგ­ვი­სამ­ძიმ­რა და ამ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხელ­ზე, ჩემი წვლი­ლი მინ­და შე­ვი­ტა­ნოო გვი­თხრა.

პრე­ზი­დენტს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, არც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია იც­ნობს, არც რა­ი­მე ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნია, უბ­რა­ლოდ, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ი­გო, რომ "ცოდ­ნის კა­ფეს" გუნ­დმა, უძ­ვირ­ფა­სე­სი წევ­რე­ბი და­კარ­გა და მზა­დაა ამ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხელ­ზე, კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში ჩა­ერ­თოს.

ჰოდა, ახლა ვწერ იმი­ტომ, რომ ერ­თის მხრივ, არის ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც შო­ვის დღე­ებ­ში უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა, მზა­დაა ევ­რო­პას­თან და­სა­ახ­ლო­ვებ­ლად და მე­ო­რეს მხრივ არის კო­ბა­ხი­ძე, რო­მელ­მაც 26 მა­ისს, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სულ­ში ჩაგ­ვა­ფურ­თხა ქარ­თვე­ლებს, - მეო, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს არ აღ­ვნიშ­ნა­ვო და ტრუ­სი­კი­ა­ნი "ბა­სე­ინ­ზე" გა­ი­შო­ტა, ჰოდა, ახლა ეს უსირ­ცხვი­ლო, უსამ­შობ­ლო კო­ბა­ხი­ძე პრე­ზი­დენტს უპი­რებს იმ­პიჩ­მენტს,

რო­გორ გა­ბე­და ევ­რო­პა­ში წას­ვლაო!"

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეტევანი
0

მივესალმები პრეზიდენტის ამ ადამიანურ მიდგომას! კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ შოვის ტრაგედიის დაღუპულთა ოჯახებს! ეს ტრაგედია მუდამ გაუსაძლის ტკივილად დარჩება მთელი საქართველოსთვის!

ფლ
10

და რომელი მუხლი დაარღვია კონკრეტულად. პრეზიდენტი წავიდა თაავის კოლეგებთან შესახვედრად . არც ხელი მოუწერია და შეთანხმებები დაუდია მთავრობის სახელით. რა დაარღვია? ქვეყნის პრეზიდენტია და მაგის მოვალეობაა რაც შეიძლება ბევრი ისაუბროს და ბევრ ქვეყანას გააცნოს საქართველო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე... იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა..." - ქეთი მოლაშვილი

"შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე... იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა..." - ქეთი მოლაშვილი

წნორში არსებული "ცოდნის კაფის“ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მზადებას ეხმაურება. ქეთი იმ დღეებს იხსენებს, როდესაც პრეზიდენტი შოვში სტიქიისას გარდაცვლილი სოფო და გიო ყარალაშვილების სამძიმარზე კამერების გარეშე ჩავიდა და ოჯახს მიუსამძიმრა.

ქეთი მოლაშვილი:

"არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, ან რა სალაპარაკოა ადამიანი სიკეთეს რომ აკეთებს, მაგრამ: შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს და სახლში დაასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე.

არავის სჯეროდა ასე უბრალოდ, ფოტოების და კამერების გარეშე რომ მოვიდა ქალბატონი პრეზიდენტი. ოფიციალურად არა, ასე თავისთვის, თავის თავთან სიმართლისთვის მოვიდა, სამოქალაქო ვალი მოიხადა. იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა.

თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ასეთი წუხილის დროს, იმავე ოთახში იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც შენს წუხილებს იზიარებს, შენს შვილებს აფასებს და შენ გამხნევებს, ხელის ჩამოსართმევად კი არა, მართლაც წუხილის გასაზიარებლად მოდის, დიდი ნუგეშია.

რომ წავიდა, "ცოდნის კაფეზე", პირადი ფბ პროფილიდან მოგვწერა, მოგვისამძიმრა და ამ ახალგაზრდების სახელზე, ჩემი წვლილი მინდა შევიტანოო გვითხრა.

პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობ, არც ჩვენი ორგანიზაცია იცნობს, არც რაიმე ტიპის თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონია, უბრალოდ, პრეზიდენტმა გაიგო, რომ "ცოდნის კაფეს" გუნდმა, უძვირფასესი წევრები დაკარგა და მზადაა ამ ახალგაზრდების სახელზე, კარგი საქმეების კეთებაში ჩაერთოს.

ჰოდა, ახლა ვწერ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არის ქალბატონი პრეზიდენტი, რომელმაც შოვის დღეებში უდიდესი ადამიანობა აჩვენა, მზადაა ევროპასთან დასაახლოვებლად და მეორეს მხრივ არის კობახიძე, რომელმაც 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სულში ჩაგვაფურთხა ქართველებს, - მეო, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არ აღვნიშნავო და ტრუსიკიანი "ბასეინზე" გაიშოტა, ჰოდა, ახლა ეს უსირცხვილო, უსამშობლო კობახიძე პრეზიდენტს უპირებს იმპიჩმენტს,

როგორ გაბედა ევროპაში წასვლაო!"