საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს" - გია ვოლსკი
"სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს" - გია ვოლსკი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის იმის­თვის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას და­უ­პი­რის­პირ­დეს - რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბილ­წია და ამ სი­ბილ­წეს­თან არის ნა­ზი­ა­რე­ბი ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­გეგ­მა და რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუკი პრე­ზი­დენტს ხმის მიწ­ვდე­ნა უნდა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქე­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ამის­თვის, ისე­ვე რო­გორც 26 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

"კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მის მუხლთან ასე­თი უხე­ში თა­მა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რა­საც ჩვენ თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ. ყო­ველ­თვის ვთვლი­დით, რომ არ უნდა შე­ვი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბის იმ ხა­რისხში, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას. მაგ­რამ წარ­მო­იშ­ვა არა­ნაკ­ლებ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის კონ­კრე­ტულ მუხ­ლზე მი­უ­თი­თე­ბენ, როცა ექ­სპერ­ტებს, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტებს აქვთ სა­უ­ბა­რი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუკი ხმის მიწ­ვდე­ნა უნდა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქე­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო და მრა­ვა­ლი ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ის სა­ზე­ი­მო ტრი­ბუ­ნაც, 26 მა­ისს ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის თვალ­ში ჩანს ის, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა შო­რის და პრე­ზი­დენტს პო­ზი­ცია უკა­ვია, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ნა­რა­ტივს იმე­ო­რებს, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა და ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა ყვე­ლა­ფე­რი. ამას გუ­შინ თვალ­თმაქ­ცო­ბა ვუ­წო­დე, რომ ერთი მხრივ, ისა­უბ­რო სურ­ვილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღოს სტა­ტუ­სი და მე­ო­რე მხრივ ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბას აკე­თებ­დე და ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბით აჩ­ვე­ნებ­დე, რომ ასე­თი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა მი­ი­ღოს და იმე­ო­რებ­დე იმ ფორ­მუ­ლას, რო­მე­ლიც ახლა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა. ესაა თვალ­თმაქ­ცო­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ. პო­ზი­ცი­ა­თა სხვა­ო­ბა, რაც არ უნდა იყოს, ზედ­მი­წევ­ნით უნდა იყოს გათ­ვლი­ლი და მთავ­რო­ბა წყვეტს მის­ცეს თუ არა ამ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რის მან­და­ტი პრე­ზი­დენტს. უნდა იყოს შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია (მთავ­რო­ბას და პრე­ზი­დენტს შო­რის), წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის იმის­თვის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას და­უ­პი­რის­პირ­დეს და ამას სხვა ინ­ტერპრე­ტა­ცია, სხვა კო­მენ­ტა­რი და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოძ­რო­მის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა არ ესა­და­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი თე­მე­ბია რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის არი­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რის შეც­ვლა და ოპო­ზი­ცი­ას სურს მსგავ­სი აღ­ქმა გა­ა­ჩი­ნოს ახალ­გაზ­რდებ­ში.

"ყვე­ლა­ფე­რი ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლია, თუნ­დაც ჩი­ნე­თის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ, როცა ჩი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მო­ნათ­ლულ იქნა ისე, თით­ქოს სა­გა­რეო ვექ­ტო­რი იც­ვლე­ბა მა­შინ, როცა აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ევ­რო­პა სა­უბ­რობს, რომ ვი­საც აქვს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩი­ნეთ­თან, გა­აღ­რმა­ოს, ხოლო აშშ საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­ურ დღის წეს­რიგ­თან გა­და­ვი­და ჩი­ნეთ­თან პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ერთი სა­კი­თხი კმა­რა, რომ და­ვი­ნა­ხოთ, თუ რამ­დე­ნად ბილ­წია თა­ვის ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მათი კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ გა­ა­ჩი­ნონ აღ­ქმა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში, რომ თით­ქოს ქვეყ­ნის სა­გა­რეო ვექ­ტო­რი იც­ვლე­ბა და ამ სი­ბილ­წეს­თან არის ახლა ნა­ზი­ა­რე­ბი ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­გეგ­მა და რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მძლავ­რი მხარ­და­ჭე­რით არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი. სამ­წუ­ხა­როა ფაქ­ტია, რომ ამ­დე­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შუ­ა­ში მდგომ ქვე­ყა­ნას კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბით ცხე­ლი წერ­ტი­ლი უნდა შე­უქ­მნას და ამ სტრა­ტე­გი­ის მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნ.რ
2

თუ ხართ ევროპელები რა პრობლემა.მაგრამ ერთს იძახით მეორეს აკეთებთ.ხალხის მოტყუებისთვის.დასასჯელები ხართ.ეს კონსტიტუციის დარღვევა არარის.პრემიერს ეგრეთ დასმულს ფიცი არ მიუღია თუ საპატიოა თქვენთვის ყვე₾აფერი.ოპოზიციას.ძინავს.

ალექს
0

კონსტიტუცია , რომელშიც არა სწერია, რომ ამომრჩეველს რეფერენდუმისა და პლებისციტის მოთხოვნის უფლება აქვს და იქ კითხვის დასმის , ანუ ხელისუფლების გამოკითხვის , კანონის რევიზიის და გამოწვევის, დეპუტატის, ან მათი ჯგუფის, ხელახალი არჩევნების , მთავრობის ვოტუმის და მისი დათხოვნის , ვადამდელი პარლამენტის დაშლის , ის არაა კონსტიტუცია , ის რეჟიმის შინაგანაწესია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს" - გია ვოლსკი

"სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს" - გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთან არის ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტს ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოეყენებინა ამისთვის, ისევე როგორც 26 მაისს გამართული ღონისძიება.

"კონსტიტუციის შესაბამის მუხლთან ასეთი უხეში თამაში პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ყოველთვის ვთვლიდით, რომ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირების იმ ხარისხში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას პრობლემა შეუქმნას. მაგრამ წარმოიშვა არანაკლებ სერიოზული პრობლემა, კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლზე მიუთითებენ, როცა ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს აქვთ საუბარი სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გააქტიურებაზე.

რასაკვირველია, თუკი ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოყოფილიყო და მრავალი ელჩის მონაწილეობით ის საზეიმო ტრიბუნაც, 26 მაისს ფიცის დადების ცერემონიალი მაქვს მხედველობაში.

საერთაშორისო პარტნიორების თვალში ჩანს ის, რომ დაპირისპირება არსებობს პოლიტიკურ ძალთა შორის და პრეზიდენტს პოზიცია უკავია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ნარატივს იმეორებს, ამას წყალი არ გაუვა და ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი. ამას გუშინ თვალთმაქცობა ვუწოდე, რომ ერთი მხრივ, ისაუბრო სურვილზე, საქართველომ მიიღოს სტატუსი და მეორე მხრივ ყველა განცხადებას აკეთებდე და ყველა მოქმედებით აჩვენებდე, რომ ასეთი სტატუსი საქართველომ არ უნდა მიიღოს და იმეორებდე იმ ფორმულას, რომელიც ახლა შემოგვთავაზეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა. ესაა თვალთმაქცობა, რბილად რომ ვთქვათ. პოზიციათა სხვაობა, რაც არ უნდა იყოს, ზედმიწევნით უნდა იყოს გათვლილი და მთავრობა წყვეტს მისცეს თუ არა ამ საკითხებზე საუბრის მანდატი პრეზიდენტს. უნდა იყოს შეჯერებული პოზიცია (მთავრობას და პრეზიდენტს შორის), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს და ამას სხვა ინტერპრეტაცია, სხვა კომენტარი და სიტუაციიდან გამოძრომის ნებისმიერი მცდელობა არ ესადაგება", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ჰაერიდან მოტანილი თემებია რუსეთისთვის სანქციების არიდების ხელშეწყობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ოპოზიციას სურს მსგავსი აღქმა გააჩინოს ახალგაზრდებში.

"ყველაფერი ჰაერიდან მოტანილია, თუნდაც ჩინეთის მაგალითი ავიღოთ, როცა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი მონათლულ იქნა ისე, თითქოს საგარეო ვექტორი იცვლება მაშინ, როცა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპა საუბრობს, რომ ვისაც აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, გააღრმაოს, ხოლო აშშ საკმაოდ ინტენსიურ დღის წესრიგთან გადავიდა ჩინეთთან პოზიტიური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. ეს ერთი საკითხი კმარა, რომ დავინახოთ, თუ რამდენად ბილწია თავის ორმაგი სტანდარტებით რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება, მათი კომენტარები, რომ გააჩინონ აღქმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თითქოს ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება და ამ სიბილწესთან არის ახლა ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, "ქართული ოცნების" მძლავრი მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი. სამწუხაროა ფაქტია, რომ ამდენი გამოწვევების შუაში მდგომ ქვეყანას კიდევ ერთი დამატებით ცხელი წერტილი უნდა შეუქმნას და ამ სტრატეგიის მონაწილე ხდება საქართველოს პრეზიდენტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.