მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში" - მთავრობის ადმინისტრაცია
"შევახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში" - მთავრობის ადმინისტრაცია

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში და­გეგ­მილ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აღ­ნიშ­ნულ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნა­და­დე­ბით 2023 წლის 12 ივ­ლისს მი­მარ­თა, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბით ეთ­ქვა უარი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლის თა­ნახ­მად.

ასე­ვე, პრე­ზი­დენტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბით ეთ­ქვა უარი 22-24 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნა­ში, 16 სექ­ტემ­ბერს შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში, 2-3 ოქ­ტომ­ბერს პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, 4-6 ოქ­ტომ­ბერს ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში, 31 ოქ­ტომ­ბრი­დან 2 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით და­ნი­ის სა­მე­ფო­ში და 1-2 დე­კემ­ბერს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტებ­ზე.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ასე­ვე უარი ეთ­ქვა 27-29 სექ­ტემ­ბერს ბულ­გა­რე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, 10-12 დე­კემ­ბერს ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და 18-20 დე­კემ­ბერს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე.

შე­ვახ­სე­ნებთ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა" ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ვი­ნა­ი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის 54-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს იწყებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 31 აგ­ვის­ტოს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბერ­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­თან გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
1

ოცნება ცუდად დაამთავრებ.

`
9

სეილები ყოფილა პარიზისა და მიუნჰენის ბუტიკებში ,ჩამოათრევს ახლა სპეკულიანტი ჰაიკანუშა მორიგ ძონძებს ,გაივსება მეორადები:და ეკონომიკაც აყვავდება:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"შევახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში" - მთავრობის ადმინისტრაცია

"შევახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში" - მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

  • უწყების ცნობით, პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად, აღნიშნული ვიზიტის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.

სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა." - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

ასევე იხილეთ: