საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლა შესაძლებელია - ბარიატრიული ოპერაციები უპრეცედენტო ფასდაკლებით
პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლა შესაძლებელია - ბარიატრიული ოპერაციები უპრეცედენტო ფასდაკლებით

ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად. არა­ჯან­სა­ღი და არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ასე­ვე და­ბა­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ჭარ­ბი წო­ნის გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბია.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 1975 წლი­დან სიმ­სუქ­ნის გავ­რცე­ლე­ბა გა­სამ­მაგ­და და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ხუთ­მა­გად გა­ი­ზარ­და ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში. სიმ­სუქ­ნე ერთ-ერთი რის­კის ფაქ­ტო­რია ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, რო­გო­რე­ბი­ცაა ტიპი 2 დი­ა­ბე­ტი, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰი­პერ­ტენ­ზია, ინ­სულ­ტი და სხვა­დას­ხვა სიმ­სივ­ნე­ე­ბი. სიმ­სუქ­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სიმ­სუქ­ნი­სა და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი მკურ­ნა­ლო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა კი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გი­უ­ლია.

ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ამ­ჟა­მად კი ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურ­გი­ა­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი მოქ­მე­დებს. შე­თა­ვა­ზე­ბა და ფას­დაკ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­ნა­ხევ­რე­ბულ­ზე უფრო და­ბალ ფა­სად სთა­ვა­ზობს, სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. აქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა კი შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, რო­მელ­საც ჭარ­ბი წონა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი აწუ­ხებს. შე­თა­ვა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურგ გია მო­სი­აშ­ვილ­თან, ასე­ვე, მი­ი­ღე­ბენ ფას­დაკ­ლე­ბას ოპე­რა­ცი­ა­სა და ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სრულ­ფა­სო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. პა­თო­ლო­გი­ურ სიმ­სუქ­ნე­სა და აღ­ნიშ­ნულ სერ­ვის­ზე დე­ტა­ლუ­რად გია მო­სი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნე?

ადა­მი­ა­ნი, ვისი სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სიც 40-ზე მე­ტია, არის მორ­ბი­დუ­ლად ანუ პა­თო­ლო­გი­უ­რად მსუ­ქა­ნი. სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სის და­სად­გე­ნად სხე­უ­ლის მასა უნდა გავ­ყოთ სი­მაღ­ლის კვად­რატ­ზე.

რა რის­კე­ბი ახ­ლავს მორ­ბი­დულ სიმ­სუქ­ნეს და რამ­დე­ნად სა­ში­შია ის სი­ცო­ცხლის­თვის?

მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, რო­გო­რი­ცაა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ინ­სულ­ტი, მსხვი­ლი სახ­სრე­ბის ართრი­ტე­ბი, ძი­ლის აპ­ნოე და ა. შ. აგ­რეთ­ვე, მორ­ბი­დულ მსუ­ქან პა­ცი­ენ­ტებ­ში მა­ღა­ლია ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც.

სა­ერ­თო ჯამ­ში მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე საკ­მა­ოდ სა­ში­შია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ის სიკ­ვდი­ლის რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის.

მოგ­ვი­ყე­ვით მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე... რო­დის არის სა­ჭი­რო ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია?

პა­ცი­ენ­ტე­ბი პა­თო­ლო­გი­ურ სიმ­სუქ­ნეს­თან ბრძო­ლას, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ით არ იწყე­ბენ. ისი­ნი, რო­გორც წესი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძვი­ან სხე­უ­ლის ზედ­მეტ წო­ნას ყვე­ლა შე­საძ­ლო მე­თო­დით - დი­ე­ტა, ვარ­ჯი­ში, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მორ­ბი­დუ­ლად მსუ­ქან პა­ცი­ენ­ტებ­ში ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია რჩე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად.

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია გვთა­ვა­ზობს ორი ტი­პის ოპე­რა­ცი­ებს: რესტრიქ­ცი­ულს და რესტრიქ­ცი­ულ-მა­ლაბ­სორბცი­ულს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, რესტრიქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი გუ­ლის­ხმობს კუ­ჭის ზო­მა­ში და­პა­ტა­რა­ვე­ბას, ხოლო რესტრიქ­ცი­ულ-მა­ლაბ­სორბცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი - რო­გორც კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბას, ასე­ვე წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის და­მოკ­ლე­ბას. პირ­ვე­ლი ტი­პის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­აა სლივ-გას­ტრექ­ტო­მია, მე­ო­რე ტი­პის კუ­ჭის შუნ­ტი­რე­ბის და მინი შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი.

შე­დე­გის თვალ­საზ­რი­სით რა გან­სხვა­ვე­ბაა ამ ოპე­რა­ცი­ებს შო­რის? რის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რო­მე­ლი ტი­პის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა სა­ჭი­რო?

სლივ-გას­ტრექ­ტო­მია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­აა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით მისი წილი 60-65%-ია. ოპე­რა­ცია გუ­ლის­ხმობს კუ­ჭის „გა­მო­ბე­რი­ლი“ ნა­წი­ლის მოკ­ვე­თას, რაც 8-10-ჯერ ამ­ცი­რებს კუ­ჭის მო­ცუ­ლო­ბას. ამ ოპე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის მისი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რო­ბა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა სფინ­ქტე­რი ანუ მომ­ჭე­რი და მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი გზით გა­და­ად­გილ­დე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა­ში. პა­ცი­ენ­ტებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ არ უწევთ და­მა­ტე­ბი­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბა.

კუ­ჭის შუნ­ტი­რე­ბის დროს კუ­ჭი­დან ხდე­ბა მცი­რე ზო­მის ტაკ­ვის შექ­მნა, რო­მელ­საც მი­ე­კე­რე­ბა და­მოკ­ლე­ბუ­ლი წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი. ეს ნიშ­ნავს, რომ შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი გა­ივ­ლის ახ­ლად შექ­მნილ გზას. და­მოკ­ლე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის გამო ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბით მი­ღე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით სლივ-გას­ტრექ­ტო­მი­ას­თან შე­და­რე­ბით შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რეა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ისი­ცაა, რომ შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ სხე­უ­ლის მა­სის კლე­ბა უფრო მე­ტია.

ოპე­რა­ცი­ის ტი­პის გან­სა­ზღვრა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა.

რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია?

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნია შე­ამ­ცი­როს პა­ცი­ენ­ტის წონა, რაც ნამ­დვი­ლად მი­იღ­წე­ვა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იც­ვლე­ბა პა­ცი­ენ­ტის კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბი. ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი ჭა­მენ მცი­რე ულუ­ფე­ბით და ვე­ღარ იღე­ბენ ზედ­მეტ კა­ლო­რი­ებს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ის ულუ­ფე­ბი, რა­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იღე­ბენ, დღი­უ­რი კა­ლო­რი­ე­ბის საკ­მა­რის დო­ზას შე­ი­ცა­ვენ. ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე 6 თვი­დან ორ წლამ­დე პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი იკ­ლე­ბენ სხე­უ­ლის ზედ­მე­ტი მა­სის 60-90%.

R

gzp
1

ბავშვობიდან ჯანსაღ კვებას გაუკეთეთ პოპულარიზაცია და აღარ დაგჭირდებათ ეგ ოპერაციები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლა შესაძლებელია - ბარიატრიული ოპერაციები უპრეცედენტო ფასდაკლებით

პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლა შესაძლებელია - ბარიატრიული ოპერაციები უპრეცედენტო ფასდაკლებით

ჭარბი წონა და სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვება, ასევე დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია.

ოფიციალური სტატისტიკით, 1975 წლიდან სიმსუქნის გავრცელება გასამმაგდა და მსოფლიოს მასშტაბით ხუთმაგად გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში. სიმსუქნე ერთ-ერთი რისკის ფაქტორია ისეთი დაავადებების განვითარების, როგორებიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, ინსულტი და სხვადასხვა სიმსივნეები. სიმსუქნის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მოხდეს სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის ადრეული გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში მისი მკურნალობა. მკურნალობა კი ხშირ შემთხვევაში ქირურგიულია.

ქირურგიული ოპერაციები აქტიურად კეთდება საქართველოშიც. ამჟამად კი ბარიატრიულ ქირურგიაზე „ნიუ ჰოსპიტალსში“ განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. შეთავაზება და ფასდაკლება, რომელიც მომხმარებელს მომსახურებას განახევრებულზე უფრო დაბალ ფასად სთავაზობს, სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. აქციით სარგებლობა კი შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ჭარბი წონა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები აწუხებს. შეთავაზების ფარგლებში პაციენტები უფასო კონსულტაციას გაივლიან ბარიატრიულ ქირურგ გია მოსიაშვილთან, ასევე, მიიღებენ ფასდაკლებას ოპერაციასა და ოპერაციის შემდგომ მეთვალყურეობის სრულფასოვან მომსახურებაზე. პათოლოგიურ სიმსუქნესა და აღნიშნულ სერვისზე დეტალურად გია მოსიაშვილი გვესაუბრება.

რას ნიშნავს პათოლოგიური სიმსუქნე?

ადამიანი, ვისი სხეულის მასის ინდექსიც 40-ზე მეტია, არის მორბიდულად ანუ პათოლოგიურად მსუქანი. სხეულის მასის ინდექსის დასადგენად სხეულის მასა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე.

რა რისკები ახლავს მორბიდულ სიმსუქნეს და რამდენად საშიშია ის სიცოცხლისთვის?

მორბიდული სიმსუქნე ისეთი დაავადებების განვითარების წინაპირობაა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტონული დაავადება, კარდიოვასკულური დაავადებები, ინსულტი, მსხვილი სახსრების ართრიტები, ძილის აპნოე და ა. შ. აგრეთვე, მორბიდულ მსუქან პაციენტებში მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც.

საერთო ჯამში მორბიდული სიმსუქნე საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის და ის სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მოგვიყევით მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის გზებზე... როდის არის საჭირო ბარიატრიული ქირურგია?

პაციენტები პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, პირდაპირ ბარიატრიული ქირურგიით არ იწყებენ. ისინი, როგორც წესი, წლების განმავლობაში ებრძვიან სხეულის ზედმეტ წონას ყველა შესაძლო მეთოდით - დიეტა, ვარჯიში, მედიკამენტები. კვლევები გვიჩვენებს, რომ მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია რჩება ყველაზე ეფექტურ მკურნალობის საშუალებად.

ბარიატრიული ქირურგია გვთავაზობს ორი ტიპის ოპერაციებს: რესტრიქციულს და რესტრიქციულ-მალაბსორბციულს. მარტივად რომ ვთქვათ, რესტრიქციული ოპერაციები გულისხმობს კუჭის ზომაში დაპატარავებას, ხოლო რესტრიქციულ-მალაბსორბციული ოპერაციები - როგორც კუჭის დაპატარავებას, ასევე წვრილი ნაწლავის დამოკლებას. პირველი ტიპის ბარიატრიული ოპერაციაა სლივ-გასტრექტომია, მეორე ტიპის კუჭის შუნტირების და მინი შუნტირების ოპერაციები.

შედეგის თვალსაზრისით რა განსხვავებაა ამ ოპერაციებს შორის? რის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ტიპის ქირურგიული ჩარევაა საჭირო?

სლივ-გასტრექტომია მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბარიატრიული ოპერაციაა. ბოლო მონაცემებით მისი წილი 60-65%-ია. ოპერაცია გულისხმობს კუჭის „გამობერილი“ ნაწილის მოკვეთას, რაც 8-10-ჯერ ამცირებს კუჭის მოცულობას. ამ ოპერაციის მთავარი უპირატესობა არის მისი ფიზიოლოგიურობა, შენარჩუნებულია ყველა სფინქტერი ანუ მომჭერი და მიღებული საკვები ბუნებრივი გზით გადაადგილდება საჭმლის მომნელებელი სისტემაში. პაციენტებს რეაბილიტაციის შემდეგ არ უწევთ დამატებითი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება.

კუჭის შუნტირების დროს კუჭიდან ხდება მცირე ზომის ტაკვის შექმნა, რომელსაც მიეკერება დამოკლებული წვრილი ნაწლავი. ეს ნიშნავს, რომ შუნტირების ოპერაციების დროს მიღებული საკვები გაივლის ახლად შექმნილ გზას. დამოკლებული ნაწლავის გამო ზოგჯერ საჭიროა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატებით მიღება. ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურობის თვალსაზრისით სლივ-გასტრექტომიასთან შედარებით შუნტირების ოპერაციების უარყოფითი მხარეა, თუმცა აღსანიშნავი ისიცაა, რომ შუნტირების ოპერაციების შემდეგ სხეულის მასის კლება უფრო მეტია.

ოპერაციის ტიპის განსაზღვრა ინდივიდუალურად პაციენტის მონაცემების მიხედვით ხდება.

რამდენად ეფექტურია ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიული ოპერაციის მიზანია შეამციროს პაციენტის წონა, რაც ნამდვილად მიიღწევა. ოპერაციის შემდეგ იცვლება პაციენტის კვებითი ჩვევები. ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ პაციენტები ჭამენ მცირე ულუფებით და ვეღარ იღებენ ზედმეტ კალორიებს. დადასტურებულია, რომ ის ულუფები, რასაც პაციენტები ოპერაციის შემდეგ იღებენ, დღიური კალორიების საკმარის დოზას შეიცავენ. ყოველივე ამის ფონზე 6 თვიდან ორ წლამდე პერიოდში პაციენტები იკლებენ სხეულის ზედმეტი მასის 60-90%.

R