საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის განცხადებას ეხმაურება: "ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა"
საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის განცხადებას ეხმაურება: "ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის მო­რიგ მცდე­ლო­ბას.

სა­გა­რეო უწყე­ბა მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, პა­ტი­ვი სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­სა და ნორ­მებს და შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა.

"2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 15 წლის­თავ­ზე, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის მო­რიგ მცდე­ლო­ბას. მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, პა­ტი­ვი სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­სა და ნორ­მებს და შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო გა­ნუხ­რე­ლად ად­გას კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას და ამ გზით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და ომის შე­დე­გად და­შო­რი­შო­რე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის შე­რი­გე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა ჯერ კი­დევ პო­პუ­ლა­რუ­ლია და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზე­ბი იარ­სე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ მათი შეშ­ფო­თე­ბა რე­ა­ლურ ფორ­მას მი­ი­ღებს, არ და­ა­ყოვ­ნე­ბენ.

"ისევ მი­დის სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სო­ფო­ბი­ის აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა 2008 წლის ის­ტო­რი­ის გა­მე­ო­რე­ბა. მზად ვართ დავ­სხდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან, გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით, პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. მაგ­რამ თუ ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა რე­ა­ლურ ფორ­მას მი­ი­ღებს, არ და­ვა­ყოვ­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
13

ვეძახოთ რუსეთს ოკუპანტი ქვეყანა, აგრესორი, მოვუწოდოთ ჯარების გაყვანა, გამოვთქვათ შეშფოთებები და აღშფოთებები, დავგმოთ და მივიღოთ უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დადგენილებები და გადაწყვეტილებები - ამით მხოლოდ დავიოკებთ ჩვენს ვნებებს და მეტი არაფერი...

იკითხავთ თუ სადაა გამოსავალი?

1. მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რომელიც უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით და ურთიერთპატიებით ერთმანეთისათვის მიყენებული იარებისათვის...

2. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ხელშეკრულების დადება ძალის გამოუყენლობის შესახებ.

3. და რაც მთავარია საქართველოს გამოცხადება ნეიტრალურ სახელმწიფოდ და უარის თქმა „ნატო“-ში გაწევრიანებაზე.

პ.ს. თვითონ აფხაზებსა და ოსებს არ ვეკითხებით თუ რა უნდათ მათ?

მოქალაქე
11

რუსეთმა გამოაგზავნა გემი. რუსეთის აგენტურა, რომელბსაც პატრიოტების ნიღაბი უკეთიათ, დახვდა პროტესტით. სინამდვილეში აუგდეს სატოპკე. ისევ როგორც 2008 წელს. აგენტურის ბელადს დაუმატეს კიდევ ერთი ვარსკვლავი და პუტინის პირადი მადლობა. ეხლა მომჯობინდება მიშიკო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის განცხადებას ეხმაურება: "ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა"

საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევის განცხადებას ეხმაურება: "ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

"2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

"ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ“, - განაცხადა მედვედევმა.

ასევე იხილეთ: