მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი - "ორი წლის განმავლობაში ნიკმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა"
გარდაიცვალა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი - "ორი წლის განმავლობაში ნიკმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნიკ ბე­რეს­ფორ­დი გა­ირ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად UNDP (სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა) ავ­რცე­ლებს და თა­ნა­უგ­რძნობს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

"მძი­მე გუ­ლით ვი­უ­წყე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის, ნიკ ბე­რეს­ფორ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ამ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთულ დროს, ღრმად ვუ­თა­ნაგ­რძნობთ ნი­კის ოჯახს, მის მე­უღ­ლეს, ან­ჟე­ლას და მათ შვი­ლებს, ან­ნას და კიტს, და ყვე­ლა მის მე­გო­ბარს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. ჩვენ მათ გვერ­დით ვდგა­ვართ, თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებთ და მათ მწუ­ხა­რე­ბას ვი­ზი­ა­რებთ.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძოდ­ნენ ნი­კის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ნიკ ბე­რეს­ფორ­დი ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და მის­თვის ჩვე­უ­ლი დახ­ვე­წი­ლი იუ­მო­რის გრძნო­ბა.

ნიკი იყო ის იშ­ვი­ა­თი ადა­მი­ა­ნი გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად ჰქონ­და აუ­დი­ტო­რის, ეკო­ნო­მის­ტი­სა და ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცია. ამ უნა­რე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში შერ­წყმა მას უპი­რო­ბო ლი­დე­რად წარ­მო­ა­ჩენ­და.

მის­მა ურ­ყევ­მა ერ­თგუ­ლე­ბამ გა­ე­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ყველ­გან და ყო­ველ­თვის, ნიკი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და ლგბტ­ქი თე­მის მხარ­დამ­ჭე­რი ყვე­ლა­ზე რთულ დროს. მას სჯე­რო­და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო მა­შინ, რო­დე­საც იმ ოჯა­ხებ­სა და თე­მებს სტუმ­რობ­და, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბაც გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის წყა­ლო­ბით შე­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიკ ბე­რეს­ფორდმა სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი, ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა. მის­მა თავ­მდაბ­ლო­ბამ და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბამ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის გუნ­დის წევრთა გუ­ლებ­ში.

ნიკ ბე­რეს­ფორ­დის უდ­რო­ოდ წას­ვლა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის­თვის მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ის 20 წლის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და: კამ­ბო­ჯა­ში, ბან­გლა­დეშ­ში, სო­მალ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ტი­მორ­სა თუ ნიუ იორკში. სი­ცო­ცხლე­ში, ნიკი ბევ­რის­თვის მე­გო­ბა­რი და მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი იყო; სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მისი ხსოვ­ნა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი და უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ უკე­თე­სი სამ­ყა­რო შევ­ქმნათ ყვე­ლას­თვის.

ნიკ ბე­რეს­ფორდთან დამ­შვი­დო­ბე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის სამ­ძიმ­რის წიგ­ნი გა­იხ­სნე­ბა 24 და 25 აგ­ვის­ტოს 10:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე გა­ე­როს სახ­ლში (რ. ერის­თა­ვის ქ. 9, თბი­ლი­სი). სამ­ძიმ­რის წიგ­ნი იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი დას­ტუ­რი იმი­სა, თუ რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ნიკ ბე­რეს­ფორდმა მის გარ­შე­მო მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გარდაიცვალა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი - "ორი წლის განმავლობაში ნიკმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა"

გარდაიცვალა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი - "ორი წლის განმავლობაში ნიკმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა"

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი გაირდაიცვალა. ინფორმაციას თავად UNDP (საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა) ავრცელებს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

"მძიმე გულით ვიუწყებით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ.

ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად ვუთანაგრძნობთ ნიკის ოჯახს, მის მეუღლეს, ანჟელას და მათ შვილებს, ანნას და კიტს, და ყველა მის მეგობარს მთელი მსოფლიოს გარშემო. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, თანადგომას ვუცხადებთ და მათ მწუხარებას ვიზიარებთ.

მადლობას ვუხდით ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ ნიკის სიცოცხლის გადასარჩენად.

ნიკ ბერესფორდი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც განსაკუთრებული ადამიანი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მაღალი პროფესიონალიზმი და მისთვის ჩვეული დახვეწილი იუმორის გრძნობა.

ნიკი იყო ის იშვიათი ადამიანი გაეროს განვითარების პროგრამაში, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა აუდიტორის, ეკონომისტისა და ინგლისური ლიტერატურის მცოდნის კვალიფიკაცია. ამ უნარების ერთმანეთში შერწყმა მას უპირობო ლიდერად წარმოაჩენდა.

მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. ყველგან და ყოველთვის, ნიკი იყო ადამიანის უფლებების დამცველი და ლგბტქი თემის მხარდამჭერი ყველაზე რთულ დროს. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრებაც გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა.

საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში.

ნიკ ბერესფორდის უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის სხვა წარმომადგენლობებისთვის მთელ მსოფლიოში, სადაც ის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა: კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალში, აღმოსავლეთ ტიმორსა თუ ნიუ იორკში. სიცოცხლეში, ნიკი ბევრისთვის მეგობარი და მისაბაძი მაგალითი იყო; სიკვდილის შემდეგ, მისი ხსოვნა შთაგონების წყარო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შევქმნათ ყველასთვის.

ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი). სამძიმრის წიგნი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა ნიკ ბერესფორდმა მის გარშემო მყოფ ადამიანებზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.